x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჟურნალმა "People"-მა წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა
image

ჟურნალმა People-მა 2018 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა. ტიტულის მფლობელი გახდა ბრიტანელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკოსი იდრის ელბა(დაბ.1972წ.)მუსიკალურ სამყაროში ცნობილი როგორც DJ Big Driis-ი.


46 წლის ბრიტანელმა ეს ამბავი მოკრძალებით მიიღო, მისდამი გაზრდილი ინტერესი მსახიობმა გამოიყენა და ხალხს მოუწოდა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა: "ვინ იფიქრებდა! მადლობა People-ს და ყველა გულშემატკივარს, ვინც დამასახელა "ყველაზე სექსუალურ მამაკაცად". გახარებული ვარ. მაგრამ რაღაც უფრო მნიშვნელოვანია: შუალედური არჩევნები. შენი ხმა მნიშვნელოვანია!"-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.


ელბას გულშემატკივრების ოცებაა, იგი ახალი ჯეიმს ბონდის როლში იხილონ, იდრის ელბა ერთ-ერთი იშვიათი შავკანიანი მსახიობია, რომელიც People-მა წლის სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. წინა წლებში ამ ტიტულის მფლობელები იყვნენ ქანთრის მომღერალი ბლეიკ შელტონი, ბრედ პიტი და დევიდ ბექჰემი.


image


თვითონ მსახიობს უცნაურად მოეჩვენა მისი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელება:"ალბათ კანდიდატები შემოგელიათ არა? მთელი ცხოვრება ჩემს თავს მსუქნად და მახინჯად ვთვლითი, ამიტომ ერთი წელი თუ მაინც მიწოდებენ ყველაზე სექსუალურ მამაკაცს, ვისიამოვნებ სრული პროგრამით"- ირონიულად აღნიშნა იდრის ელბამ.

ელბამ ყველაზე მეტად სახელი გაითქვა HBO-ს სერიალში „მოსმენა“ და BBC One-ის სერიალში „ლუთერი“ ჯონ ლუთერის და ბიოგრაფიულ ფილმში „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ“

0
116
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0