x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96716
  • ვიდეო:343725
  • სურათი:458602
როგორ გვატყობინებენ კატები საკუთარი ავადმყოფობის შესახებ, რატომ უყვართ წყლის ონკანიდან სმა და მათი სხვა, უცნაური, ქცევების ახსნა

კატების ზოგიერთი საქციელი ახსნას საერთოდ არ ექვემდებარება და ამის გამო, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს რაღაცის გაფუჭებას, ან ჩვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. მაგრამ, როგორც ირკვევა, მათი საქციელის უმეტესობას ახსნა მაინც აქვს. ამ სტატიაში სწორედ მათ უცნაურობებზე გვექნება საუბარი. მაგ., რატომ გადმოაქვთ მათ ხორცი თეფშიდან იატაკზე, რატომ სვამენ წყალს ონკანიდან ან უნიტაზიდა და რატომ მოაქვთ ნადავლი პატრონისთვის.


image



1. თასიდან საჭმლის გადმოტანა


ამას იმიტომ აკეთებენ, რომ კატის ულვაშები თასის კიდეს ეხება. ხოლო, იმის გამო, რომ მათში დიდი რაოდენობის ნერვული დაბოლოება არის, კატებს ასეთი რამ არ მოსწონთ. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება, საჭმლის თასთან წყლის თასის სიახლოვეც იყოს და კატემს არ უნდათ, რომ მასში რამე ჩავარდეს. ამიტომ, ამჯობინებენ ხორცის ამოღებას, მის მოშორებით გადატანას და ისე მირთმევას.



2. ნადავლის პატრონთან მიტანა


imageვისი კატაც სახლიდან გადის, მისთვის ეს სიტუაცია ნაცნობი იქნება. კატას სახლში თავისი ნადავლი, მაგ., თაგვი, ჩიტი ან შეიძლება, უფრო უჩვეულო ნივთებიც, ხშირად მოაქვს. საერთოდ, ამგვარი საქციელი ცხოველური ინსტიქტით არის გამოწვეული და კატა ასე საკუთარ შვილებს ნადირობას ასწავლის. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მას კნუტები არა ჰყავს, ხოლო ინსტიქტი მაინც თავს ახსენებს, მას ეს ქმედება პატრონზე გადააქვს და ცდილობს მას ნადირობა და ოჯახში დოვლათის შემოტანა «ასწავლოს».



3. ონკანიდან წყლის დალევა


გამდინარე წყალი კატებისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე თასში ჩასხმული, რადგან ისინი დაგუბებულ წყალს ინსტიქტით ერიდებიან. მათ წარმოდგენებში, ასეთი წყალი შეიძლება ახალი და სუფთა არ იყოს. გარდა ამისა, შეიძლება მათ საერთოდ არ მოსწონდეთ ჭურჭლიდან წყლის სმა, მისი სიმცირის გამო, ან იმიტომ, რომ წყალს რამის სუნი აქვს აღებული (თუ წყალი პლასტმასის ჭურჭელში ასხია, ის ძალიან სწრაფად იღებს მის სუნს და სპეციფიკური გემო ეძლევა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კატა წყალს იმ შემთხვევაშიც არ სვამს თასიდან, თუ ეს თასი, საკვების თასთან ახლოს დევს. კატებს ძალიან აქვთ გამძაფრებული ყნოსვა და არ მოსწონთ, როდესაც წყლის სიახლოვეს, საკვების სუნი ტრიალებს.



4. კატების განსაკუთრებული სიყვარული ყუთებისადმი


ის რომ კატებს ძალიან უყვართ ყუთებში ჩაჯდომე, კატის ყველა პატრონმა იცის. საკმარისია, სახლში კატა გამოჩნდეს და ის მაშინვე ყუთში «იბუდებს» და თავის საწოლს, რომელიც პატრონმა დიდი მონდომებით შეარჩია, ყურადღებას არ აქცევს. და მაიც, რატომ უყვართ ასე ძალიან ყუთები?! «კატის და ყუთის» საიდუმლოს ამოხსნაზე, უკვე რა ხანია მუშაობენ მეცნიერები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რადგან კატის წინაპრები მტაცებლები იყვნენ, ყუთი მათთვის დამალვის კარგი საშუალებაა, საიდანაც გარემოზე დაკვირვება და მაგ., პატრონის ხალათის ქამარზე თავდასხნა შეიძლება.

ამ ფუმფულა ცხოველებიუს მფლობელებს კი შევახსენებთ, რომ კნუტი მალე იზრდება და მასთან ერთად, ყუთის ზომაც უნდა იზრდებოდეს, იმისთვის რომ, თქვენმა კატამ მასში თავი კომფორტულად იგრძნოს.



5. ფრჩხილების გაქლიბვა


თუ გგონიათ, რომ კატები უბრალოდ აფუჭებენ ფრჩხილების გაქლიბვით ავეჯს და ხალიჩებს, ნამდვილად ცდებით. კლანჭების გაქლიბვა — კატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ბრჭყალის რქოვანი საფარი განიახლონ. წინა თათებზე პროცედურას ადვილად იტარებენ, მაგრამ უკანა თათებზე მოქლიბვა რთულია. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ დაინახავთ, რომ კატა უკანა თათებზე ფრჩხილებს იკვნეტს.



6. დამალვა, ავადმყოფობის შემთხვევაში


ყველაზე გავრცელებული ნიშანი იმისა, რომ კატა ავად გახდა, — ის არის რომ, მყუდრო ადგილზე იწყებს დამალვას. სამალავიდან მისი გამოყვანის, ან ხელში აყვანის მცდელობის შემთხვევაში კი, აგრესიას გამოხატავს, საყვარელი პატრონის მიმართაც კი (თუ ოჯახში რამდენიმე წევრია, კატას რომელიმე მათგანი ჰყავს ამორჩეული და მას ყველაზე მეტად ენდობა). ასეთ შემთხვევაში, მისი ექმითან წაყვანა აუცილებელია.



7. ბანაობის გაპროტესტება


საიდუმლო არ არის, რომ კატების უმრავლესობას წყლის ეშინია, რა თქმა უნდა, იმ წყლის გამოკლებით, რომელსაც სასმელად იყენებენ. შიშის მიზეზი კი ის არის, რომ ცურვა არ იციან.



8. ბალახის ჭამა


აღმოჩნდა, რომ კატები ბალახს იმიტომ კი არ ჭამენ, რომ ის ვიტამინებს შეიცავს ან «გამოჯანმრთელების» სურვილი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ამ მეთოდით ისინი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბეწვებისგან გასუფთავებას ცდილობენ.

იმ შემთხვევაში, თუ კატისთვის ბალახი ხელმისაწვდომი არ არის, სპეციალური ბეწვის გამოსაყვანი საშუალებები არსებობს, რომლებიც ზოო მაღაზიებში იყიდება და კატებისთვის მისი პერიოდულად მიცემა აუცილებელია.



9. ნივთების გადმოყრა


თუ კატა მაგიდიდან და თაროებიდან გამუდმებით ყრის ნივთებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამის გაფუჭების სურვილი აქვს. ამგვარი საქციელით მისი მხრიდან, მხოლოდ მტაცებლის ინსტიქტის წარმოჩენაა და მეტი არაფერი. «მსხვერპლით თამაში», კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისთვის, ნადირობის დროს, ჩვეულებრივი საქციელი არის.



10. ყურება ისე, თითქოს რამე ან ვინმე დაინახა, როდესაც იმ ადგილზე უცნაური არაფერია


imageკატის ყველა პატრონი, თუნდაც ერთხელ, ყოფილა მოწმე, რომ ცხოველი ერთ წერტილს ისეა მიშტერებული, თითქოს მოჩვენებას ხედავს. ამის გამო, ადამიანს ხან შიში იპყრობს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ამ მოვლენის ახსნა კატის მხედველობის თვისებით შეიძლება: კატებს ულტრაიისფერი მხედველობა აქვთ (იმას ხედავენ, რისი დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია), გარდა ამისა, გამახვილებული სმენის გამო, ხმის წყაროს მდებარეობის დასადგენად, შეიძლება გაირინდოს და ერთი მიმართულებით იყუროს.

imageimageimageimageimageimageimage








0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0