x
მეტი
  • 23.01.2019
  • სტატია:85125
  • ვიდეო:335263
  • სურათი:444057
მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

image

თუ გსურთ სალათი რაიმე გემრიელით შეავსოთ, ხოლო მაიონეზს თქვენს სამზარეულოში არაფერი ესაქმება, მაშინ ეს მარტივი რეცეპტი ჩაიწერეთ. ამ სახლის პირობებში მომზადებული სოუსით აღფრთოვანებული დარჩებით.

აიღეთ:

3 ს/კ ზეითუნის ზეთი

7 ს/კ არაჟანი (ან ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე, ეს უფრო დიეტური ვარიანტი იქნება)

1 ს/კ ლიმონის წვენი

1 ჩ/კ მდოგვი

მწიკვი მარილი

მწიკვი შაქარი


მომზადება:

ზეითუნის ზეთს მარილი, შაქარი და მდოგვი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ლიმონის წვენი დაუმატეთ. მიღებული მასა არაჟანს ან იოგურტს აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

ახლა მიღებული სასიამოვნო გემოს მქონე სოუსი შეგიძლიათ მაიონეზის ნაცვლად ნებისმიერ სალათში გამოიყენოთ! გემრიელად მიირთვით!

0
168
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0