x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ მოხვდნენ აფხაზეთში ოდიშის სამთავროს ჯარების სარდალი და მისი შთამომავლები

image ვამეყ ჩიჩუას ოდიშის მთავრის კარზე მთავრის ჩათვლით ყველა აფასებდა, როგორც ღირსეულ თავადს და ოდიშის სამთავროს ჯარების სარდალს.
თავადს გლეხებიც კი დიდ პატივს სცემდნენ, რადგან თავადი არ იყო სასტიკი ბატონი და მის საყმოში ვერავინ გაბედავდა მისი ყმის შევიწროებას.
თავადი იმითაც იყო ცნობილი, რომ ტყვეთა სყიდვის დაუძინებელი მტერი იყო.
აფხაზეთში გაზრდილს არც სიტყვა-პასუხი ეშლებოდა და არც უფროს-უმცროსობა.
სიმამაცით განთქმულ თავადს სიჭაბუკეშივე მოეპოვებინა ოდიშის სამთავროს ჯარების სარდლის ადგილი და ბევრჯერ ესახელებინა თავი ოსმალებთან ბრძოლებში.
თავადს ნებისმიერ ბრძოლაში თან ახლდა თანშეზრდილი ძუძუმტე, აფხაზი ალმასხან კიუტი.
სწორედ კიუტებმა მოართვეს საჩუქრად მათ გაზრდილს ყაბარდოდან ჩამოყვანილი უებრო ცხენი.
სწორედ ეს ცხენი გახდა ვამეყის და მისი ოჯახის უბედურების მიზეზი.
ოდიშის სამთავროში ხშირად იმართებოდა "ჯარობა" და "მარულა", სადაც მთავართან ერთად ლამის მთელი ოდიში იღებდა მონაწილეობას.
ერთერთ მარულაზე ვამეყმა გამზრდელების ნაჩუქარი ყაბარდოული ცხენით ოდიშის სამთავროს მთავრის ბიძაშვილი, რომელიც დაუმარცხებლად ითვლებოდა წლების მანძილზე მთელი ასი მეტრით ჩამოიტოვა უკან.
გაგულისებულმა დადიანმა ვერაფერი შეკადრა გამარჯვებულს, რადგან იცოდა ვამეყ ჩიჩუა არ იყო ის კაცი ვინმესთვის რამე შეერჩინა, მაგრამ წყენა გულში ჩაიდო და ერთ ბნელ ღამეს მისმა მიგზავნილმა კაცებმა ჩიჩუას ცხენს კუდი ლამის ძირში წააჭრეს.
ვამეყ ჩიჩუას ოდიშის სამთავროში აბა რა დაემალებოდა და მალევე გაიგო ვინ იყო უგვანო საქმის ჩამდენი, სამივე პირი, რომლებიც მის ცხენს კუდი მოაჭრეს ცხენებზე გამოაბმევინა მსახურებს და დალეწილ-დაფლეთილი გვამები შარაგზაზე დაატოვებინა გაგულისებულმა თავადმა. სანამ ცხენებზე გამოაბამდნენ ჯერ ის ათქმევინა თუ ვისი ბრძანებით მოაჭრეს მის ცხენს კუდი.
ვამეყი მთავარსაც ეახლა და სთხოვა დაესაჯა ბიძაშვილი უგვანო საქციელისათვის, მთავარმა პირობა კი მისცა, მაგრამ როცა პირობა არ შეასრულა ვამეყმა განუყრელი ძუძუმტე იახლა ორიოდე მხლებელთან ერთად და სოფელ ხიბულაში დადიანის ბიძაშვილის სასახლეს მიადგა, დადიანმა გამოიხედა და როცა ოთხიოდე კაცი დაინახა გულმოცემული გამოვიდა ჯერ სასახლის პარმაღზე, მერე გალავნის ალაყაფის გაღება ბრძანა და სასახლის ეზოში ჩამოვიდა .
ვამეყი და მისი მხლებლები დადიანის სასახლის ეზოში შევიდნენ. ვამეყმა პირდაპირ კითხა დადიანს თუ რატომ მოიქცა ასე!
დადიანმა მედიდურად უპასუხა: შენი ადგილი იცოდე თავადო, მე დადიანი ვარ.
პასუხის მოსმენა და ვამეყის ხელში იელვა ბრძოლებში მრავალნაცადმა ხმალმა და დადიანს თავი პრასივით წააცალა.
ვამეყმა იცოდა ასეთი საქციელის გამო მთავარი დევნას, რომ დაუწყებდა და წინდაწინ დაეჭირა თადარიგი, რამდენიმე ერთგულ აზნაურთან და ყმასთან ერთად ოჯახი წინასწარ გაეხიზნა აფხაზეთში.
ვამეყი და მისი მხლებლებიც ზუგდიდში დაბრუნდნენ, ვამეყის ბრძანებით მისმა ძუძუმტემ სასახლეს, სათავსოებს და საჯინიბოს ცეცხლი წაუკიდა, ცხენები კი წინასწარ გამოლალეს საჯინიბოდან (საჯინიბო თანამედროვე ზუგდიდის იზოლატორის ტერიტორიაზე გახლდათ).
ვამეყმა თავი აფხაზეთის მთავარ შერვაშიძეს შეაფარა, რომელმაც დიდი პატივით მიიღო სახელგანთქმული სარდალი.
ასე აღმოჩნდნენ ოდიშის სამთავროს წარჩინებული გვარის შთამომავალი ჩიჩუები აფხაზეთში.
ჩემი დიდი წინაპრის სახელს დღესაც კი მოწიწებით იხსენებენ აფხაზი კიუტები...

11
188
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
2018, 6 ნოემბერი, 18:31
არა კაცო რა მომთაბარეები, გეუბნები შავლიანები იყვნენ.
ზუგდიდის დადიანების სასახლე-მუზეუმშიცაა ეს ინფორმაცია დაცული.
2018, 6 ნოემბერი, 18:12
მე ასე გამიგია რომ დადიანები იყვნენ მომთაბარეები და არა კოლხები,ახლა ვეძიებ ინფორმაციას მაგრამ ვერ ვპოულობ,სადღაც წამიკითხავს არადა მახსოვს.
2018, 6 ნოემბერი, 16:54
ცნობილმა ისტორიკოსმა მითხრა წალენჯიხაში მდგარ "უტუს" ძეგლზე, თან მეც მაქვს ნამდვილი უტუს ბიუსტი ნანახი ნარაზენში და საერთოდ არ ჰგავს.
ვინ იყვნენ მომთაბარეები კოლხები?
კოლხების-ზანების-ეგრისის სამეფოს მემკვიდრე იყო ოდიშის სამთავრო.
დღევანდელივით პატარა კი არ იყო თუნდაც ოდიშის სამთავრო, აფხაზეთში კელასურამდე წვდებოდა, გორდში დადიანების სასახლე იდგა, ლეჩხუმიც სადადიანო იყო.
დავიბრუნებ ჩემს კუთვნილ მამულებს და აზნაურობას გიბოძებ. :))))
პ.ს
მონარქიის აღდგენის პირველი მტერი მე ვარ...
2018, 6 ნოემბერი, 16:39
შესაძლებელია მარა მე ვიცი რომ მომთაბარე ტომები იყვნენ ახლა დავინტერესდი მათით და მოვიძიებ დეტალურად ვინ იყვნენ და იქნებ სტატიის სახითაც დავდო
2018, 6 ნოემბერი, 16:38
ვინ კვარაცხელიასია ჩემ სურათებშია ნახე აბა გუჯა უტუ მიქავაა
2018, 5 ნოემბერი, 21:37
დადიანები შავლიანები იყვნენ, ხონი სადადიანო იყო ასევე ქვემო სვანეთიც.
2018, 5 ნოემბერი, 21:34
წალენკიხის ცენტრში მდგარი ძეგლი სხვათაშორის უტუ მიქავასი არაა, კვარაცხელიასია )))
უტუ მიქავას მცირე ბიუსტი იდგა სოფელ ნარაზენში, სადაც მჭედლად მუშაობდა უტუ და სულ არ ჰგავდა წალენჯიხაში დადგმული ძეგლის სახეს.
სამწუხაროდ მოიპარეს და ჯართად ჩააბარეს. :(
2018, 5 ნოემბერი, 21:32
ვიცი, სამწუხაროდ ვამეყ ჩიჩუას ერთადერთი, ფრანგი მისონერის მიერ დახატული სურათი დაიკარგა.
2018, 5 ნოემბერი, 21:24
მთვარის მოტაცებაში ყველაფერი კარგად ჩანს.......
2018, 5 ნოემბერი, 21:23
თადა კვარაცხელია ერთ-ერთი მეჯოგე იყო,რომელიც რეპრესიების გამო და დაუმორჩილებლობის გამო ჩერქეზეთში გადაიხვეწა.უტუ მიქვამ რომლის ძეგლიც წალენჯიხას ამშვენებს კი აჯანყება მოაწყო,მაგრამ იმპერიის ჩარევით ეს შეაჩერეს დადიანებმა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10