x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82964
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
უკრაინამ გამოცადა რობოტიზირებული სადაზვერვო-საცეცხლე კომპლექსი «Охотник» (მონადირე)

image რამდენიმეწლიანმა საბრძოლო მოქმედებებმა სეპარატისტული წარმონაქმნების შეიარაღებულ ძალებთან და მათ რუს დამქაშებთან, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აიძულა, დაეწყო უკრაინისათვის ინოვაციური სამხედრო-საინჟინრო ტექნოლოგიების ათვისება. მათ შორის რობოტიზირებულ უპილოტო სადაზვერვო-საცეცხლე პლატფორმების შესაქმნელად.
უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ამჟამად გამოცადა უპილოტო სადაზვერვო-საცეცხლე პლატფორმა, რომელიც მრავალფუნქციურია. მას შეუძლია ფრონტის ხაზზე მებრძოლებს მიუტანოს საბრძოლო მასალა, გამოიყვანოს დაჭრილები. ამისათვის შექმნილია აღნიშნული პლატფორმის სხვადასხვა ვერსია.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სადაზვერვო-საცეცხლე უპილოტო პლატფორმამ «Охотник», რომელიც აღჭურვილია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით და მაღალი სიზუსტით შეუძლია მოწინააღმდეგის პოზიციებზე მიიტანოს იერიში გარკვეული დისტანციიდან, მას შეუძლია სწრაფად გადაადგილდეს საცეცხლე შეტაკების ხაზზე, თვითონ აირჩიოს სამიზნე ან უშუალოდ ოპერატორის მიერ შერჩეულ სამიზნეს გაუხსნას მასიური ცეცხლი.
საცეცხლე დამუშავების მერე კი შეუძლია ნებისმიერ რელიეფზე სწრაფად გაეცალოს საცეცხლე კონტაქტის ზონას. პლატფორმის შემქმნელების თქმით, მას შეუძლია შეასრულოს საინჟინრო, სადაზვერვო და საცეცხლე ფუნქციები,
მასზე დაყენებულ იქნა და წარმატებით იქნა გამოცდილი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, ასევე ავტომატური ყუმბარმტყორცნი.
აღნიშნული პლატფორმა მალე ჩაეშვება წარმოებაში, რაც გააძლიერებს უკრაინის არმიის საბრძოლო სიძლიერეს.

0
230
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0