x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
წიგნის ყდებზე გაცოცხლებული ქართული ისტორიული ქსოვილები - „პალიტრა L-ის“ ახალი მიმართულება #იკითხექართული
image


თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო და უფრო აქ­ტი­უ­რად ითარ­გმნე­ბა. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ნა­თარ­გმნ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბიც მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუს­საც უკავ­შირ­დე­ბა. ამ პრო­ცე­სებ­ში დიდი როლი მი­უ­ძღვით გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც.


#იკი­თხე­ქარ­თუ­ლი - ეს კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მათ­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი აქვთ და­სა­ხუ­ლი.


„ჩვენ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მას ყო­ველ­თვის ვუთ­მობ­დით გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას. თუმ­ცა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად სა­ჭი­რო­ებს გაძ­ლი­ე­რე­ბას. სწო­რედ ამის გა­მო­ძა­ხი­ლია#იკი­თხე­ქარ­თუ­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ბოლო პე­რი­ო­დის ქარ­თულ რო­მა­ნებს გა­მოვ­ცემთ. გა­მო­ი­ცე­მა რო­გორც ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის ნაწარმოებები, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდნენ სამ­წერ­ლო­ბო ას­პა­რეზ­ზე, ასე­ვე ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უკვე კლა­სი­კად ქცე­უ­ლი წიგ­ნე­ბი. არი­ან ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი ხა­ნია არ მივ­ბრუ­ნე­ბი­ვართ.



image


სე­რი­ის კონ­ცეფ­ცი­ა­სა და დი­ზა­ინ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ვიზ­რუ­ნეთ და ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ზე შევ­ჩერ­დით, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვეც არის და კლა­სი­კუ­რიც, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლია, - გან­მარ­ტავს „პა­ლიტ­რა L-ის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია ზაქ­რა­ძე.


ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია, წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­სის ორ­ნა­მენ­ტე­ბი. იდეა დი­ზა­ი­ნერ ანა მა­ჩა­ი­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც ის მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას­თან ერ­თად რე­ა­ლო­ბად აქ­ცია.


„დი­ზა­ი­ნე­რით­ვის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­დე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლურ და მშობ­ლი­ურ თე­მას კი­დებს ხელს. ვფიქ­რობთ, რომ მი­მარ­თუ­ლე­ბა #იკი­თხე­ქარ­თუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ვცა­დეთ. ჩვე­ნი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი­სა და დე­დოფ­ლე­ბის ტან­საც­მლის ქსო­ვი­ლე­ბი, რომ­ლის აღ­დგე­ნაც „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის“ პრო­ექ­ტის, „ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის“ ფარ­გლებ­ში მოხ­და. ორ­ნა­მენ­ტე­ბიც და ფე­რე­ბიც იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის ნა­წი­ლიც. ვფიქ­რობთ, რომ მათი ამ სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვე­ნი კულ­ტუ­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას კი­დევ ერთხელ გა­უს­ვამს ხაზს, “ - აღ­ნიშ­ნავს დი­ზა­ი­ნე­რი ანა მა­ჩა­ი­ძე.


ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია სამი წიგ­ნი: ვა­სილ ბარ­ნო­ვის „ტრფო­ბა წა­მე­ბუ­ლი“, თა­მაზ ჭი­ლა­ძის „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ და გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის „სპი­რა­ლი“. სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ არა­ერ­თი ავ­ტო­რის გა­მო­ცე­მაა და­გეგ­მი­ლი.



0
142
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0