x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82967
  • ვიდეო:334281
  • სურათი:440636
WWW-დან “Google Chrome”-მდე – ინტერნეტ-ბრაუზერების ომის ისტორია

ეს ომი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება: ინტერნეტ-ბრაუზერების განვითარების ისტორია არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით გეჩვენებათ. ბრაუზერი არ არის მხოლოდ ვებ-გვერდების დათვალიერების და თამაშებისა და ფილმების ჩამოტვირთვის პროგრამა. ბრაუზერების განვითარების ისტორია ყოველთვის იყო და არის დამოკიდებული ინტერნეტზე, როგორც მსოფლიო ქსელზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთელ რიგ ქვეყნებსა და კონტინენტებს.


imageმარტივად რომ ვთქვათ, ინტერნეტი გლობალური ქსელია, რომელიც ინტეგრირებულია ერთ სტრუქტურაში. მონაცემების გაცვლა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, საჭირო გახდა ათასგვარი სხვადასხვა სტანდარტებისა და აპლიკაციების მოფიქრება, ზოგი მათგანი საჭირო იყო ფაილების გადაცემისათვის (FTP), სხვები ინტერნეტ-გვერდების შინაარსის სანახავად (HTTP), ხოლო დანარჩენები ფოსტის გასაგზავნად (POP3). სხვადასხვა პროგრამები იყენებენ საკუთარ ოქმებს მონაცემთა გადაცემისათვის; მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მეგობარს გავუგზავნოთ საკუთარი ფოტო როგორც სკაიპის საშუალებით, ასევე ვაიბერის მეშვეობით, ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელით. ბრაუზერები გამუდმებით ახლდება და იცვლება: ასე გაჩნდა, მაგალითად, HTTPS http-ის ნაცვლად.


რაც უფრო ღრმად შევდივართ ტყეში, მით უფრო რთულია გზის გაგნება. ზოგადად ინტერნეტის პრინციპების აღწერისას თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ გინდათ, რომ ამ აბლაბუდას თავი დააღწიოთ და იქ სამუდამოდ არ დარჩეთ, მოდით ერთად ვიმოგზაუროთ ბრაუზერების ისტორიაში და გავიხსენოთ მათი წინაპრები.


პირველი ბრაუზერი ისტორიაში

image

პირველ რიგში გავიხსენოთ ის ბრაუზერი, რომელიც სრულებითაც არ ჰგავს თანამედროვე კოლეგებს....ის უბრალოდ პირველი იყო ისტორიაში.
პირველი ინტერნეტ - ბრაუზერი შეიქმნა 1991 წელს, მისი შემქმნელი გახლდათ თავად სერ ტიმ ბერნერს-ლი, ავტორი WWW-ისა. პირველი ბრაუზერს ერქვა უბრალოდ WWW და ის განკუთვნილი იყო აწ უკვე დავიწყებული NeXT-ის კომპიუტერისათვის NeXTStep- ის ოპერაციული სისტემით. ამ კომპიუტერებს სტივ ჯობსის იმდროინდელი კომპანია აწარმოებდა. მიუხედავად მისი რთული გარეგნული სახისა, ის იყო საკმაოდ მარტივი გამოყენებაში. პირველ ბრაუზერს არც ისე დიდი როლი უთამაშია პრაქტიკაში - ერთადერთი იყო ის, რომ მან შთააგონა დეველოპერებს შეექმნათ უკეთესი ინსტრუმენტები ინტერნეტის ქსელში სერფინგისათვის.

ამგვარი ბრაუზერის შექმნის იდეა ტიმს ბევრად უფრო ადრე მოუვიდა აზრად, კერძოდ 1980 წელს, როდესაც ის CERN- ში მუშაობდა. იმ დროს ინფორმაციის მთელი ნაკადი თანამშრომლების ხელით, მექანიკურ რეჟიმში გადიოდა. რა თქმა უნდა, ტიმს დაუყოვნებლივ არ გადაუჭრია პრობლემა, მაგრამ ის მას დაუბრუნდა მაშინ, როდესაც ჰიპერტექსტური კავშირების შესახებ კომპიუტერული დოკუმენტების შემუშავების იდეა დაიბადა. ამას მოჰყვა HTML ენის სპეციფიკაციის განვითარება და მისი გაგებისათვის განკუთვნილი აპლიკაციები-დანართები.
image





1992 წლის აპრილში კალიფორნიის უნივერსიტეტის პროგრამისტმა პეი-იუან ვეიმ პროგრამირების ენა Viola -ს საფუძველზე დაწერა ბრაუზერი ViolaWWW. მასში წარმოდგენილი იყო ბევრი თანამედროვე ინოვაცია. გამოჩნდა სკრიპტები, ტექსტის ფორმატირება კი შესაძლებელი გახდა თანამედროვე CSS სტილის წინამორბედების დახმარებით. CERN- ისაგან მიღებული უზარმაზარი მხარდაჭერის და რეკომენდაციების მიუხედავად, ViolaWWW ვერ გახდა წარმატებული იმის გამო, რომ მას არ გააჩნდა პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის ვერსია.



ალბათ ბევრს არ ახსოვს, რომ არსებობდა ასეთი ბრაუზერი - Mosaic და საკმაოდ ბევრი ადამიანი - მათ შორის IT სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ ეს იყო პირველი პროგრამა, რომელმაც ინტერნეტის კარიბჭეები გაგვიღო. ის მარკ ანდრესენმა და ერიკ ბენმა შექმნეს 1993 წელს. 1997 წელს Mosaic ფართოდ გამოიყენებოდა და ის შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ თანამედროვე ბრაუზერების წინაპრად. პირველი ინტერნეტ-ბრაუზერ ''მოზაიკის'' მთავარი თავისებურება იყო ის, რომ იგი მუშაობდა როგორც Macintosh-ის კომპიუტერებზე, ასევე ჩვეულებრივ PC კომპიუტერებზე ОС Window-ით. მიუხედავად იმისა, რომ ბრაუზერი ViolaWWW- ის და Erwise- ის დანერგვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე იყო აწყობილი, მას ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იყო მარტივი და ხელმისაწვდომი არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ფართო მომხმარებლებისთვის.

პირველი თანამედროვე ბრაუზერი და მისი ისტორია

image


ბრაუზერ Mosaic-ის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა ყველასათვის კარგად ნაცნობი Netscape Navigator, რომელიც მიიღეს იმ დროისათვის ბაზარზე დომინანტური Windows პროგრამისათვის. ბუნებრივია, ამ სიახლეზე ბილ გეიტსმა სათანადო რეაგირება მოახდინა. 1995 წლის ივნისში, Microsoft Network -მა (Microsoft- ის განყოფილება) ბაზარზე გამოუშვა თავისი პირველი ინტერნეტ-ბრაუზერი Internet Explorer, თუმცა ბრაუზერ "Misia" -ს(MSIE - Microsoft Internet Explorer) პირველი ვერსია არასრულყოფილი იყო და ფუნქციურად ძალიან ჩამორჩებოდა ''ნავიგატორს''.
დაახლოებით ორი წლის განმავლობაში სიტუაცია უცვლელი დარჩა. Netscape Navigator კვლავ მეფობდა ბაზარზე, ხოლო Internet Explorer ცდილობდა მას დაწეოდა, თუმცა ეს ცდა წარუმატებელი იყო 1997 წლამდე, როცა გამოჩნდა ორივე ბრაუზერის ახალი ვერსიები სერიული ნომრით 4. ეს იყო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბრაუზერი, მხარდაჭერილი ფუნქციების ფართო დიაპაზონით. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ Explorer 4-მა აჯობა წინა ვერსიებს და ის შევიდა Windows-ის ოპერაციულ სისტემაში, როგორც მისი უფასო და აუცილებელი კომპონენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ინტერნეტ-ბრაუზერის უფასო გახდომა იყო ძლიერი სტრატეგიული ნაბიჯი ბილ გეიტსის მხრიდან. ასეთმა ქმედებამ საშუალება მისცა Internet Explorer-ს წარმატება მოეპოვებინა პირველ ინტერნეტ-ბრაუზერებს შორის საჩემპიონო რბოლაში.


2003 წელს ბრაუზერის განვითარების ისტორიაში ახალი ბრაუზერები გამოჩნდა. პირველი ასეთი ბრაუზერი გახლდათ ყველასათვის კარგად ცნონილი Opera, შექმნილი ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი პირველი ვერსია ჯერ კიდევ 1994 წელს შეიქმნა. ეს არის მრავალი ოპერაციული სისტემისათვის ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური ბრაუზერი, რომელიც აძლევს მომხმარებლებს ვებ-გვერდების ნახვის, სიახლეების წაკითხვის, სასაუბროთი სარგებლობის, ფაილების გაცვლის, ვიჯეტების მეშვეობით ინტერნეტ სივრცეში ადვილად "მოგზაურობის" საშუალებას. დღესდღეობით Opera აბსოლუტურად უფასო პროგრამაა.

Mozilla Firefox (ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) — ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ-ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko-ს ძრავაზე, რომელიც Mozilla-ს პროგრამულ პაკეტში გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს.



image

ბრაუზერი პირველად ბაზარზე გამოჩნდა 2002 წლის თებერვალში. 2007 წლის ივლისში ევროპის მომხმარებლების უკვე 28 % იყენებდა ბრაუზერს Firefox. ამავე წელს ევროპაში Firefox-ით ინტერნეტში შესვლის მოცულობა გაიზარდა 7%-ით. 2017 წელს გამოვიდა Firefox Quantum, რომელიც, ხელმძღვანელობის თქმით, ბრაუზერის „უდიდესი განახლებაა“. მისი მუშაობის სიჩქარე ორჯერაა გაზრდილი და იყენებს 30%-ით ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებას, ვიდრე Google Chrome. გამოშვებიდან ერთი თვის თავზე კი Mozilla-მ განაცხადა, რომ მომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებული მაჩვენებლები მეტად დამაიმედებელი იყო, რადგან Firefox Quantum-ს უკვე იყენებდა 170 მილიონი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით.
Chrome ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ბრაუზერია, რომელმაც სტარტი 2008 წელს აიღო და დღესდღეობით ის ყველაზე პოპულარული ბრაუზერია. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება და 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით იგი არის ყველაზე გამოყენებადი ბრაუზერი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც ინტერნეტ - მომხმარებლების 55% იყენებს.

image



პირადად მე უკვე წლებია, რაც ამ ბრაუზერის ერთგული ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ! უდავოდ, Google Chrome გახდა ჩემი ფავორიტი ბრაუზერი როგორც მისი სიჩქარის, ასევე უნიკალური და ძალიან საჭირო შესაძლებლობების გამო. ასე რომ, ბრაუზერების ომი საბოლოოდ Google Chrome-ის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ძნელია პროგნოზირება: ტექნოლოგიები გამუდმებით ვითარდება და ვინ იცის, იქნებ კიდევ გამოჩნდეს ახალი ინტერნეტ-ბრაუზერი, რომელიც გამარჯვებას მოიპოვებს ამ მარათონში.


და ბოლოს, 2017 წლის მონაცემებით ინტერნეტ-ბრაუზერების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა:




  • Google Chrome (55.04%);
  • Safari (14.86%);
  • UC Browser (8.69%);
  • Firefox (5.72%);
  • Opera (4.03%);
  • Internet Explorer (3.35%).

image

4
88
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
6 ნოემბერი, 22:22
რაო? შენი აზრით ეს მაინც მოხსნის ყველა რეკორდს, ხომ?:)
6 ნოემბერი, 22:21
თორე მისჯა იყო ხომ ?:დდდ
6 ნოემბერი, 22:02
ოხ, მანჩო, მანჩო.
6 ნოემბერი, 9:35
მეგობრობის ხათრით წავიკითხე ბოლომდე .:))
0 1 4