x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია მონაწილეობდა "ინტერპოლის" მიერ ძებნილი ქართველი კრიმინალის დაკავებაში

image პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია მონაწილეობდა პოლონეთში 28 წლის ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის ძებნილი 39 წლის მამუკა ხეცურიანის დაკავებაში.
ხეცურიანი იძებნებოდა "ინტერპოლის" გრიფით-იტყობინება უკრაინის ნაციონალური პოლიციის საიტი.
გიორგი გამსახურდია შედიოდა სპეციალურ ჯგუფში, რომელიც შედგებოდა უკრაინის და პოლონეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან, რომელიც შეიქმნა "ინტერპოლით" ძებნილი ხეცურიანის დასაკავებლად.
ხეცურიანი იძებნებოდა პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის.
მოკლული ქალის გვამი მისი დაკარგვიდან მეექვსე დღეს იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით მოკლული ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. სათვალთვალო კამერების ჩვენებებმა დაადასტურა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხეცურიანი იყო, რომელმაც მკვლელობის მეორე დღესვე გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და მასზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
"ძებნილის დაკავება მოხდა ძალიან მოკლე ვადებში. მინდა მადლობა ვუთხრა პოლონელ და უკრაინელ ძალოვნებს პროფესიონალურად ჩატარებული სამუშაოს გამო"-ასე მიმართა პოლონელ და უკრაინელ ძალოვნებს გიორგი გამსახურდიამ.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოდან და პოლონეთიდან ჩატარებული სამუშაოების გამო და ისინი დააჯილდოვა სიმბოლური სამახსოვრო მედლებით.
"ამ მკვლელობამ გამოიწვია ფართო რეზონანსი პოლონეთში. ჩვენ შევქმენით პოლონურ-უკრაინულ-ქართული ჯგუფი და ამ ჯგუფის მიერ იქნა დაკავებული ძებნილი. მიმდინარეობს დაკავებულის საექსტრადიციო სამუშაოები, ხეცურიანი გადაეცემა პოლონეთს"-განაცხადა აბროსკინმა.
პოლონეთის მეკავშირე ოფიცერმა პაველ დებოშმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინელ და ქართველ კოლეგებს.




2
505
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
505
  
2018, 5 ნოემბერი, 17:08
პოლონეთშია, საქართველოს საელჩოშია შსს-ს ატაშედ.
2018, 5 ნოემბერი, 17:06
სადაა გიორგი საერთოდ?
0 1 2