x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
უძველესი ეგვიპტის სასტიკი წესები
image
ითვლება, რომ უძველესი ეგვიპტე იყო განვითარებული ცივილიზაცია, სადაც ბევრი იცოდნენ მედიცინაზე, მშენებლობაზე და ცხოვრების სხვა სფეროებზე. უძველესი ეგვიპტელები ისე ახლოს იყვნენ ცრურწმენასთან, რომ შეიძლება თანამედროვე ადამიანები შოკშიც კი ჩავარდნენ.
თუ ძველ ეგვიპტეში მდიდარი მამაკაცი გარდაიცვლებოდა, ასევე, ხოცავდნენ მის ყველა მსახურს. ისინი ვალდებული იყვნენ, რომ გაეცილებინათ თავისი პატრონი იმქვეყნად. მათ კრძალავდნენ გარდაცვლილთან ერთად. გარდა ამისა, მის ნივთებს, ძვირფასეულობას და საყოფაცხოვრებო ნივთებს აყოლებდნენ საფლავში.
უძველესი ცივილიზაციის მაცხოვრებლები აუცილებლად დაეთანხმებოდნენ თანამედროვეებს სისხლის სამართლის კოდექსში მორწმუნეების შეურაცხყოფის კანონს. ძველ ეგვიპტეში ადამიანებს წვავდნენ ღმერთებისა და მათი ტაძრების შეურაცხყოფისთვის.
კიდევ ერთი საინტერესო ინციდენტი უდანაშაულობის პრეზუმფციას ეხება. თანამედროვე სამყაროში ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე ბრალმდებელი არ დაამტკიცებს საპირისპიროს. ეგვიპტეში ეს იყო საპირისპირო - ადამიანი აღიარებული იყო დამნაშავედ იქამდე, სანამ ის გამართლდებოდა
ეგვიპტელებს სჯეროდათ ზეციური სასამართლოსი და ღმერთების სასამართლოსი, რომლებიც მღვდლების მეშვეობით საუბრობენ ხალხთან. მათ შეეძლოთ რაც უნდოდათ ის გაეკეთებინათ და ვინც უნდოდათ ის დაედანაშაულებინათ.მათ შეუზღუდავი ძალა ჰქონოდათ. აქედან გამომდინარე, ძველი ეგვიპტის არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მღვდლების მონაწილეობის გარეშე არ მიღებულა.
0
325
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0