x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"რასაც პელე ბურთით აკეთებს, იგივეს გაკეთება ფორთოხლით შემიძლია...

image

ერთხელ, სკოლიდან ახლადდაბრუნებულმა დიეგო მარადონამ აღმოაჩინა, რომ სახლში საჭმელი არ ჰქონდათ, გასაყიდიც აღარაფერი დარჩენილიყო, მამამისი პორტში იყო წასული დღიური სამუშაოს საშოვნელად, დედამისი კი უკვე შეგუებოდა ბეჩავ ყოფას და რეალობისათვის წინააღმდეგობის გაწევაც კი უჭირდა. დიეგომ სკოლის ტანსაცმელი გაიხადა, მაისური, შორტები, კედები ჩაიცვა და მეზობლად მდებარე ხილის ბაზარში შევიდა, სადაც შეგროვილ ხალხს განუცხადა, რომ აიღებდა ფორთოხალს და მიწაზე დაუშვებლად ასჯერ აკენწლიდა. “თუ ვერ ავკენწლე, ან ფორთოხალი დამივარდება, ერთი კვირა უფასოდ მოგეხმარებით ყველას. თუ ავკენწლე, აი ამ ბადეში რაც ხილი ჩაეტევა, უნდა გამატანოთ“, - თქვა და შორტის ჯიბიდან ნაქსოვი ბადე ამოიღო....

ხილის გამყიდველებმა ამ უცნაური ბავშვის კიდევ უფრო უცნაური გამოწვევა მიიღეს, მისცეს ერთი ცალი ფორთოხალი და სეირის საყურებლად შემოიკრიბნენ თმახუჭუჭა დიეგიტოს გარშემო. მარადონამ, რა თქმა უნდა, დანაქადნები აასრულა, ფორთოხალი ასჯერ აკენწლა, ბადურა ხილით გაავსო და გამყიდველების აპლოდისმენტების თანხლებით გასწია სახლისაკენ. იმ დღეს მარადონას და დედამისს მშივრებს არ დაუძინიათ...

image

1
563
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
563
  
2018, 9 ნოემბერი, 12:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1