x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
2019 წლის 14 ყველაზე მოსალოდნელი და გახმაურებული ფილმების პრემიერა, რომელთა გამოტოვების უფლება არ გაქვთ
image

ფილმები და სერიალები თანამედროვე სამყაროს ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გასართობი საშუალება არის და ზოგიერთი მათგანი მილიონობით ადამიანისთვის საკულტო ხდება და ყოველ წელს ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდებით. უკვე ახლა ცნობილია, რომ მომავალ წელს ბევრი ახალი სანახაობრივი ფილმი და ასევე ადრე გახმაურებული ფილმების ახალი ვარიანტები გამოვა. ქვემოთ მოცემული სიიდან თითქმის ყველა ერთმანეთისგან შესანიშნავი სამსახიობო გუნდით გამოირჩევა, რომელიც შეუძლებელია კინომოყვარულს არ გაუხარდეს.

გთავაზობთ, 2019 წლის 14 ყველაზე მოსალოდნელ პრემიერას. ფილმები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის დალაგებული, ამიტომ შეგიძლიათ „კალენდრის“ სახით შეინახოთ, რომ არ დაგავიწყდეთ.


მერი პოპინსი ბრუნდება (Mary Poppins Returns)

image

პრემიერის თარიღი: 3 იანვარი, 2019 წ.


როლებში: ემილი ბლანტი, ბენ ვიშოუ, მერილ სტრიპი, კოლინ ფერტი

1-ელი ფილმის მოვლენებიდან გარკვეული დრო გავიდა. ბავშვები, რომელთაც ძიძა უვლიდა, გაიზარდნენ, მაგრამ ბენქსების ოჯახის საქმე ძალიან ცუდად მიდის: ისინი გადასახადების დაფარვას ძლივს ახერხებენ, ბოროტი ბანკის მენეჯერი მათ ატყუებს, ასევე დიდი დეპრესიაც თავს დაესხათ. ცხოვრების ამ რთულ პერიოდში კვლავ მომხიბლავი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა მერი პოპინსი გამოჩნდება, რომელიც თავისი ჯადოსნური შესაძლებლობის წყალობით მათ საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარება.

ამ ფერადი, კეთილი და ჯადოსნური ზღაპრის გადაღებებზე უოლტ დისნეის სტუდია ზრუნავს. ასე რომ შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ, რომ ემილი ბლანტის შესრულებით ძიძა არა მხოლოდ ფილმის გმირების, არამედ მაყურებლის აღფრთოვანებასაც შეძლებს.


შუშა (Glass)

image

პრემიერის თარიღი: 17 იანვარი, 2019

როლებში: ჯეიმზ მაკევოი, ბრიუს უილისი, სემიუელ ლეროი ჯექსონი, სარა პოლსონი

ეს რეჟისორი ნაიტ შიამალანის მიერ შექმნილი მესამე ფილმია სამყაროს შესახებ. ფანტასტიკური თრილერის „უვნებელი“ და სისხლის გამყინავი თრილერის „სპლიტის“ გაგრძელება, რომელიც უკვე ყველა 3 გმირს აერთიანებს: შშმ-ტერორისტი ელაიჯა პრაისი (მეტსახელად შუშა), ხანდაზმული სუპერ გმირი დევიდ დანა და კევინი, რომელიც დისოციაციური პიროვნების აშლილობით იტანჯება. ამჯერად, მისტერ შუშა და კევინი ძალებს აერთიანებენ და დიდი ხნის მოწინააღმდეგეებს შეებრძოლებიან - დევიდს და ტრავმირებულ გოგონა-მოზარდს კეის, რომ მათთან ანგარიში გაასწორონ.

ფილმის სამსახიობო გუნდი ნამდვილად შთამბეჭდავია, თრილერი კი უკვე ახლა სულს შეგიკრავთ და გიჩნდებათ სურვილი, გაიგოთ თუ რა მოხდა და, რაც მთავარია, ვინ გაიმარჯვა, რადგან გმირები მკაცრად დაყოფილი არა მართალ და მტყუან მხარეებად და თითოეული მათგანი როგორც სიძულვილს, ასევე თანაგრძნობას იწვევს.


ორი დედოფალი (Mary Queen of Scots)

image

პრემიერის თარიღი: 17 იანვარი, 2019 წ.

როლებში: მარგო რობი, სირშა რონანი, დევიდ ტენანტი, გაი პირსი

ფილმი მოგვითხრობს მარია სტიუარტის ცხოვრებაზე, რომელიც ქმრის, საფრანგეთის მეფის ფრანს II-ის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ბიძაშვილის, ელიზაბეტ I-ის ტახტიდან ჩამოგდების სურვილით არის შეპყრობილი. მაგრამ ელიზაბეტი სერიოზული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, ის მზად არის ყველაფრისთვის, რომ გვირგვინი შეინარჩუნოს და მშვიდად გადადგომას არ აპირებს. ასე იწყება ორი დედოფლის სასოწარკვეთილი დაპირისპირება.

ფილმი მოეწონებათ ისეთი ფილმების მოყვარულებს, როგორიც არის „ელიზაბეტი“ ან „კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან“, რომლებიც თავს შეგაყვარებთ ლამაზი სურათებით, შესანიშნავი მსახიობებით, მდიდრული დეკორაციებით, ასევე გიჩვენებთ ცივ გონებაზე გათვლილ ურთიერთობებს, კონკურენციას, ტყუილს და ღალატს.


როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი 3 (How to Train Your Dragon: The Hidden World)

image

პრემიერის თარიღი: 21 თებერვალი, 2019 წ.

როლებში: კეიტ ბლანშეტი, ჯონა ჰილი, კიტ ჰარინგტონი

შესანიშნავი ფენტეზის ჟანრის მულტფილმის დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება, რომლებმაც უფროსების და ბავშვების გული ოდესღაც უკვე დაიპყრო. ამ ნაწილში იკინგი და მისი უკბილო დრაკონი საიდუმლოებით მოცულ ძველ ფურიას შეხვდებიან, ასევე დრაკონებზე მონადირეებს, რომლებიც იმუქრებიან ყველაფერის განადგურებით, რაც კუნძულზე მაცხოვრებლებისთვის ძვირფასი არის, თუ ისინი დრაკონებს არ გადასცემენ.

თქვენ გელოდებათ კეთილი, ორიგინალური და დინამიური სიუჟეტი, ფერადი სურათები და დიდი ხნის წინ შეყვარებული გმირები მომხიბლავი დრაკონებით.


კაპიტანი მარველი (Captain Marvel)

image

პრემიერის თარიღი: 7 მარტი, 2019 წ.

როლებში: ბრი ლარსონი, ჯემა ჩანი, სემიუელ ლეროი ჯექსონი, ჯუდი ლოუ

სამხედრო საჰაერო ძალების პილოტი კეროლ დენვერსი მოულოდნელად სუპერ ძალას მოიპოვებს და მტერ უცხოპლანეტელებთან მორიგი შეტაკების შემდეგ უვნებელი ხდება. ახლა გოგონას საკუთარ ძალებში გარკვევა და მისი მართვის სწავლა სჭირდება, რომ ძლიერ და საშიშ მტერს მარტო შეებრძოლოს.

ეს მართლაც 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი სუპერგმირული ფილმია. ჩვენ კიდევ ერთ ისტორიას ვუყურებთ სუპერგმირის, ძლიერი და უშიშარი კაპიტანი მარველის შესახებ.


გოძილა-2: მონსტრების მეფე (Godzilla: King of the Monsters)

image

პრემიერის თარიღი: 21 მარტი, 2019 წ.

როლებში: მილი ბობი ბრაუნი, ვერა ფარმიგა, კაილი ჩანდლერი, სალი ჰოკინსი

კრიპტო ზოოლოგიური სააგენტო „სამეფო“ ნამდვილად გმირულ და ტიტანურ ძალისხმევას მიმართავს, რომ გიგანტური მონსტრის დედამიწაზე შემოჭრა შეაჩეროს. თუმცა, როცა ძველი სუპერგმირები - მოტრა, როდანი და სამთავიანი მონსტრი კინგ გიდორა - კვლავ აღდგებიან, რომ გოძილას შეებრძოლონ, ადამიანების ძალა უძლური აღმოჩნდება და ყველაფერი რაც შეუძლიათ იერიშის შეკავებაა.

მაყურებლებს ბრძოლების შთამბეჭდავი მასშტაბი, ძალიან ლამაზი კადრები და არსებები ელოდებათ, ასევე შესანიშნავი სამსახიობო გუნდი.


დამბო (Dumbo)

image

პრემიერის თარიღი: 28 მარტი, 2019 წ.

როლებში: ევა გრინი, მაიკლ კიტონი, კოლინ ფარელი, დენი დევიტო.

ცირკის ყოფილი ვარსკვლავი ჰოლტ ფერიერი ახალშობილი სპლიყვის მომვლელი ხდება. პატარა დამბოს წარმოუდგენლად დიდი ყურები ყველას დაცინვის საგანი გახდა. მაგრამ როცა გაიგებენ, რომ დამბოს ფრენა შეუძლია, სიცილის თავი არავის აქვს. ცირკის მფლობელი და უჩვეულო მეწარმე ვანდემერი მისით დაინტერესებული აღმოჩნდება: ცდილობს მისი შესაძლებლობით გამდიდრდეს, ასევე ცდილობს დამბო შოუს მთავარი ვარსკვლავი გახდეს.

ეს გრანდიოზული სრულმეტრაჟიანი ფენტეზი-ფილმი მაყურებელს ერთი ნახვით შეუყვარდება. არ გჯერათ? შეეცადეთ, თრილერს უყუროთ და საყვარელი დამბოს მიმართ გულგრილი დარჩეთ.


დედამიწა ალყაში (Captive State)

image

პრემიერის თარიღი: 28 მარტი, 2019 წ.

როლებში: ჯონ გუდმანი, ვერა ფარმიგა, მადლენ ბრიუერი, ალან რაკი

ფილმის მოქმედება ჩიკაგოს გარეუბანში მიმდინარეობს და ქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიამბობს, რომლებიც უკვე 10 წელია უცხოპლანეტელების ტყვეობაში იმყოფებიან. ადამიანები ორ ფრონტად იყოფიან: ვიღაც კოლაბორატორი ხდება, ვიღაც სხვის აზრს არ ექვემდებარება და დისიდენტი ხდება. უცხოპლანეტელები ამ რთულ ურთიერთობებს სწავლობენ, ამასთან ორივე მხარის კონფლიქტის გადადება და არსებობის ბრძოლის გზების ძებნა უწევთ.

ეს ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიური თრილერი მოეწონება ყველას, ვისაც მოეწონათ მაგ., „მაიმუნების პლანეტის აჯანყება“, რადგან ეს ფილმის რეჟისორმა რუპერტ უაიატმა გადაიღო.


შაზამი (Shazam!)

image

პრემიერის თარიღი: 4 აპრილი, 2019 წ.

როლებში: ზაკარი ლივაი, მარკ სტრონგი, ჯიმონ ჰუნსუ, მიშელ ბორტი

აი, კიდევ ერთი საინტერესო ფილმი სუპერგმირის შესახებ, ოღონდ სხვა კუთხით - ნაკლები პათოსი, მეტი იუმორი. ის კომიქსების სასაცილო პერსონაჟს ეძღვნება - ბიჭს, რომელმაც თავისი უშიშრობისა და სითამამის წყალობით მეგობარი სკოლის თაღლითებისგან დაიცვა და შეიძინა უნარი, რომლის საშუალებითაც შეუძლია უფროსი სუპერ გმირი გახდეს, თუ ჯადოსნურ სიტყვა „შაზამს“ გამოიყენებს.

ფილმი მხიარულებით, სიკეთით და რა თქმა უნდა, მომხიბლავი ექშენ სცენებით და კარგი ხუმრობებით სავსე იქნება.


შინაური ცხოველების სასაფლაო (Pet Sematary)

image

პრემიერის თარიღი: 4 აპრილი, 2019 წ.

როლებში: ჯონ ლიტოუ, ჯეისონ კლარკი, ემი საიმეცი

ჩვენ გვახსოვს 1989 წლის ფილმი ოჯახის შესახებ, რომელიც საცხოვრებლად ქალაქ მეინში გადადის, სადაც ახლოს ცხოველების სასაფლაო არის. ის სტივენ კინგის წიგნის საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება. ახლა კი paramount pictures ამ ფილმის რიმეიკს გთავაზობთ. რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა შექმნა კიდევ უფრო საშინელი ფილმი, მაგრამ რეჟისორი კევინ კოლში და დენის იუდმაიერი საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან.


შურისმაძიებლები-4 (Untitled Avengers Movie)

image

პრემიერის თარიღი: 2 მაისი, 2019 წ.

როლებში: ბრი ლარსონი, სკარლეტ იოჰანსონი, კრის ჰემსვორტი, რობერტ დაუნი

ეს შურისმაძიებლების სერიის კიდევ ერთი ფილმია, სადაც შურისმაძიებლების და თანოსის შებრძოლება დასრულდება. შურისმაძიებლები და გალაქტიკის დამცველები გაერთიანდებიან და გიჟ ტიტანს უკანასკნელად შეებრძოლებიან.

უკანასკნელი ბრძოლა მათ მომავალ ბედს, ასევე დედამიწის და სამყაროს ბედს განსაზღვრავს.


ჯონ უიკი 3: პარაბელუმი (John Wick 3: Parabellum)

image

პრემიერის თარიღი: 16 მაისი, 2019

როლებში: კიანუ რივზი, ჰელი ბერი, იენ მაკშეინი, ჯეისონ მანცუკასი

ფილმის მესამე ნაწილი, რომელიც ყოფილი ქილერის, ჯონ უიკის ისტორიას ეძღვნება. სასტუმროში მკვლელობის შემდეგ, კრიმინალური კლანები მასზე ნადირობას გამოაცხადებენ. უნებურად, კონი მოულოდნელად პლანეტის ყველაზე საშიში მკვლელებთან ბრძოლაში ჩართული ხდება.

პირველი ორი ნაწილი საუკეთესო სანახაობრივ და თანამედროვე საბრძოლო ფილმად არის აღიარებული. მოსალოდნელია, რომ ფილმის დინამიკა მის წინამორბედებს არ ჩამოუვარდება.


იგი: ნაწილი მეორე (It: Chapter Two)

image

პრემიერის თარიღი: 5 სექტემბერი, 2019 წ.

როლებში: ბილ სკარსგორდი, ჯესიკა ჩასტეინი, ჯეიმზ მაკევოი

სექტემბერში გახმაურებული ფილმის მეორე ნაწილი გამოდის, ფილმის მოქმედება გმირების შეხვედრის და დემონურ კლოუნზე გამარჯვებიდან 27 წლის შემდეგ ვითარდება.თითქოსდა, ისინი გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ მათ მშვიდ არსებობას უცნაური სატელეფონი ზარი არღვევს, რომელიც ყველას შეკრებას აიძულებს. ისინი სანადიროდ გადიან.

მეორე ნაწილში, მაყურებლებს AAA კატეგორიის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საშინელებათა ფილმი ელოდებათ.


ჯოკერი (Joker)

image

პრემიერის თარიღი: 3 ოქტომბერი, 2019 წ.

როლებში: ხოაკინ ფენიქსი, ზაზი ბიტცი, რობერტ დენირო

ოქტომბერში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედის შესახებ ახალი ფილმი გამოვა. ფილმში მოქმედება 1980 წელს ვითარდება. არტური წარუმატებელი კომიკოსი, მოკრძალებული და არაფრით გამორჩეული ადამიანი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ გოთჰემში ბრუნდება, რომ მოხუც დედას მოუაროს და კარიერის განახლება მოახერხოს. თითქოსდა, არაფერი შემაშფოთებელი, მაგრამ არტურის დაბრუნების მთავარი მოტივი ორაზროვანია, რადგან მის წარსულში საიდუმლო არის დამალული: მისი ოჯახის ისტორია გოთჰემის უმდიდრეს ოჯახთან არის დაკავშირებული.

თქვენ მოუთმენლად რომელი ფილმის გამოსვლას ელოდებით?

0
838
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0