x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რამდენჯერ შეიძლება ტანსაცმლის ჩაცმა, სანამ გარეცხავთ - ეს უნდა იცოდეთ!
imageალბათ, ყველა ჩვენგანს გვქონია შემთხვევა, როცა დავფიქრებულვართ, კიდევ ერთხელ ჩაგვეცვა ესა თუ ის ტანსაცმელი თუ სარეცხ მანქანაში შეგვეგდო. რეცხვის წესები ყველამ არ იცის, მაგალითად ის, რომ ზოგი ტანსაცმელი უნდა ამოაბრუნოთ და ისე გარეცხოთ, ზოგი კი იმაზე ბინძური შეიძლება იყოს, ვიდრე გარედან ჩანს.


სტატიაში გაგაცნობთ, ამა თუ იმ ტანსაცმლის რამდენჯერ ჩაცმაა რეკომენდებული მის გარეცხვამდე.







1. არასდროს ჩაიცვათ საცვლები გარეცხვამდე ხელახლა

მგონი ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვედა საცვლის გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ, რეგულარულადაა საჭირო. ეს, უბრალოდ, ჰიგიენის საკითხია.

image







2. გარეცხეთ ჯინსი 5-6-ჯერ ჩაცმის შემდეგ


ზოგის აზრით, ჯინსი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ასე ქსოვილი გაფუჭდება და მის იშვიათად გარეცხვას ამჯობინებს. ოპტიმალური ვარიანტია, ჯინსი 5-6 ჩაცმის შემდეგ გარეცხოთ ხოლმე.

image








3. მაისურები გარეცხეთ ყოველი ჩაცმის შემდეგ

მაისურს ქვედა საცვალივით უნდა მოუაროთ, რადგან ორივე მათგანი პირდაპირ ეხება კანს. მაისური ხშირად ოფლიანდება. გარეცხეთ ის ყოველი გამოყენების შემდეგ. გამონაკლისი შემთხვევა იქნება, თუ მხოლოდ 1-2 საათით გეცვათ.

image








4. კაბები გარეცხეთ 1 ან 2 ჩაცმის შემდეგ

კაბის ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხვა აუცილებელი არაა, რადგან შესაძლოა ქსოვილი დაზიანდეს, მაგრამ თუ ის მთელი დღის განმავლობაში სიცხეში გეცვათ, უმჯობესია გარეცხოთ.

image








5. ბიუსტჰალტერი გარეცხეთ 3-4 გამოყენების შემდეგ

ქვედა საცვლისგან განსხვავებით, ბიუსტჰალტერის ყოველ ჯერზე გარეცხვა არ არის საჭირო. თუ მას ტანსაცმლის შიგნით ატარებთ, 3-4 დღის შემდეგ გარეცხვაა რეკომენდებული. ეს არ ეხება სპორტულ ბიუსტჰალტერს.

image








6. წინდები და გეტრები გარეცხეთ ყოველი გამოყენების შემდეგ

ეს ბავშვობიდან ყველამ იცის. წარმოიდგინეთ, რამდენ ბაქტერიას იკრავს წინდა, თუ იატაკზე ფეხსაცმლის გარეშე დადიხართ.

image








7. სპორტული ტანსაცმელი გარეცხეთ ყოველი გამოყენების შემდეგ

ნუ დაგეზარებათ! სპორტ-დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ყოველ ჯერზე გარეცხეთ სპორტული ტანსაცმელი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს ვარჯიშობდით, ტანსაცმელი აუცილებლად იქნება ოფლიანი და ჭუჭყიანი, თანაც, რამდენ ტრენაჟორს შეეხეთ...

image








8. პიჟამოები გარეცხეთ 3-4-ჯერ გამოყენების შემდეგ

პიჟამოს ცუდმა სუნმა შესაძლოა ძილშიც შეგიშალოთ ხელი. საკუთარი კომფორტისთვის უმჯობესია, ის მაქსიმუმ 4-ჯერ ჩაცმის შემდეგ გარეცხოთ.

image








9. ფეხსაცმელების გარეცხვა მაშინ შეგიძლიათ, როცა გაჭუჭყიანდება

გაწმინდეთ ფეხსაცმელი ყოველ ჯერზე, როცა გაჭუჭყიანდება, მაგრამ გაითვალისწინეთ მისი მატერია და ფრთხილად იყავით წყალთან.

image








10. ქვედაკაბები, შორტები და შარვლები უნდა გაირეცხოს 3-ჯერ გამოყენების შემდეგ

ჯინსისგან განსხვავებით, ნაჭრის კაბები, შორტები და შარვლები უფრო ხშირად უნდა გარეცხოთ. რეკომდენდებულია მათი 3-4-ჯერ ჩაცმის შემდეგ გარეცხვა.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს

image


2. როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი მოდურად - 16 მარტივი ხერხი

image


3. "ჭკვიანი ტანსაცმლის" 12 მაგალითი, რომელიც მალე ჩვეულებრივს ჩაანაცვლებს

image

0
2831
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2831
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0