x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა საშიშროებას უქმნის იელოუსტოუნის ვულკანი პლანეტას
image
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერვულკანის ამოფრქვევა შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა იქნება.

ამის შესახებ წერს ეროვნულ გეოგრაფიული ჟურნალი, რომელიც ეყრდნობა არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებს. მათ გაანალიზეს ვულკანური ფერფლის წიაღისეული ნაშთები და დაასკვნეს, რომ იელოუსტოუნის ამოფრქვევა შეიძლება მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოხდეს.

იელოუსტოუნი ყველაზე ცნობილი სუპერვულკანია. ის მდებარეობს უზარმაზარ ეროვნულ პარკში, სადაც მუდამ უამარავი ტურისტია. სინამდვილეში, ეს არ არის ვულკანი, ეს არის ვულკანური კალდერა - გიგანტური ღრუ, რომელიც 80 კმ-ის სიგრძის და 40 კმ სიგანისაა. ეს კალდერა მილიონობით წლის განმავლობაში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი 640 ათასი წლის წინ მოხდა, ხოლო, შემდეგი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.image

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის სამსახური განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები იელოუსტოუნის ამოფრქვევის შემთხვევაში (უფრო ზუსტად, აფეთქების) იელოუსტოუნის ამოფრქვევა შედეგების თვალსაზრისით, იქნება ბირთვული ომის მსგავსი. აფეთქების მერე 50 მ სიმაღლეზე ამოიფრქვევა ცხელი ლავის ნაკადი. პირველსავე წუთებში აშშ-ში 500 კილომეტრის რადიუსის მანძილზე ყოველივე ცოცხალი ორგანიზმი მოისპობა, ხოლო, 1200 კილომეტრ რადიუსში 90% განადგურდება, 100 ათასი ადამიანი დაიღუპება მყისიერად უშუალოდ წყალბადის მოწამვლისგან. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი დასავლეთი სანაპირო მკვდარ ზონად გადაიქცევა და 1, 5 მეტრი ფერფლით დაიფარება.image


იელოუსტოუნის მიწისძვრა დედამიწაზე რამდენიმე ასეული ვულკანის ამოფრქვევას გამოიწვევს. ისინი პროვოცირებას მოახდენენ უამრავი ცუნამის, რომელიც წყნარი და ატლანტის სანაპიროზე ყველა ქალაქს წალეკავს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება მჟავის წვიმა, რომელიც გაანადგურებს მცენარეულ საფარს. ოზონის ხვრელი გაიზრდება, რაც მოკლავს ყველა ცოცხალ არსებას.

ერთი თვის შემდეგ, ვულკანური ფერფლი დაფარავს მთელ დედამიწას. მკვეთრი, 10-20 გრადუსის ვარდნა გამოიწვევს აცივებას. გაითიშება გაზი და ნავთობსადენი, რკინიგზები, ელექტროგადამცემი ხაზები გამოირთობა. ჩრდილოეთ რუსეთი და სკანდინავიის ქვეყნები უბრალოდ აღარ იარსებებს. ყველაზე მეტად ინდოეთი და ჩინეთი დაზარალდება. იქ, პირველ თვეებში 1.5 მილიარდი ადამიანი შიმშილისგან დაიხოცება. მთლიანობაში, დედამიწაზე 2 მილიარდი ადამიანი დაიღუპება. ყველაზე ნაკლებად კატაკლიზმა სამხრეთ ციმბირს შეეხება.

ვულკანური ზამთარი 4 წელი გაგრძელდება. მთელი საუკუნის განმავლობში კაცობრიობა შუა საუკუნეებს დაუბრუნდება.

ამბობენ, რომ ეს სცენარი ჰიპოთეტურია და არცერთ სერიოზულ მეცნიერს არ სჯერა, რომ 21-ე საუკუნეში და საერთოდ ადამიანის ცივილიზაციის არსებობისას ასეთი რამ რეალიზდეს, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ იელოუსტოუნს გაღვიძებაში დაეხმარონ. ეს შეიძლება მოხდეს ტერორისტების მიერ ატომური ბომბის გამოყენების შემთხვევაში.




1
309
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
309
  
2018, 4 ნოემბერი, 15:40
მერამდენედ უნდა გამოაქვეყნოთ ეს ბოდვა?
0 1 1