x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საბუთი, რომლის გამო, მ. სააკაშვილი მზად არის სიცოცხლე გაწიროს (+ ვიდეო)

გადაცემის, «უკრაინული სენსაციების» ავტორები (ტვ «1+1») საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს, სტუმრად ეწვივნენ. უკრაინელ ჟურნალისტებს ის რუსულად ესაუბრა და გადაცემის სრული ვერსია სტატიის ბოლოს არის მოცემული.


image

imageჟურნალისტებმა ინტერვიუ მის სახლში ჩაწერეს. ცოცხალი ყვავილები, ორიოდე სურათი, ერთი სუნამო და ძველი Rolex-ი – სულ ეს არის, რამაც იქ, მათი ყურადღება მიიქცია. მოკლედ, როგორც ისინი ამბობენ, სააკაშვილი ჰოლანდიის დედაქალაქშო ფუფუნებაში არ ცხოვრობს. თავად ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით კი, ამჟამად მატერიალური პრობლემები აქვს და მის ცოლ-შვილს ფინანსურად დედამისი ეხმარება. «ის საკმარისად გამოიმუშავებს საიმისოდ, რომ თავი შეინახოს და ჩემს ცოლ-შვილს დაეხმაროს, რომლებიც საქართველოში არიან. და ხანდახან, მეც კი მეხმარება», – ამბობს ის.
მ. სააკაშვილი ამსტერდამში ბინას ქირაობს, რომელიც კომუნალურების ჩათვლით, სულ, რაღაც 400 ევრო უჯდება, ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და სამუშაოზე ველოსიპედით დადის. ამბობს, რომ იქ მისთვის ცხოვრება მოსაწყენია, რადგან გასაპროტესტებელი არაფერია.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი აღიარებს, რომ უკრაინას ხშირად იხსენებს: «უკრაინა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ადამიანებია, რომლებიც მე შევიყვარე, ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და ის აუცილებლად გახდება ევროპის დიდი სახელმწიფო».
წარსულში, «ბარიგების ხელისუფლებასთან» (იგულისხმება უკრაინის ხელისუფლება. რედ.) მებრძოლმა სააკაშვილმა ისიც აღიარა, რომ უკრაინის პასპორტს დღემდე ინახავს და ცოცხალი თავით არ დათმობს: «ერთხელ საფრანგეთში ვიყავი. საერთოდ საბუთებს არ ამოწმებენ... პოლიციამ გამაჩერა და ჯიბეში მხოლოდ უკრაინული პასპორტი მქონდა. იმ მოტივით, რომ უკრაინას ინტერპოლში აქვს გადაცემული ინფორმაცია ამ საბუთთან დაკავშირებით, წესის მიხედვით, უნდა ჩამოერთვათ. მაგრამ, მე მათ ვუთხარი, რომ ამის გაკეთებას, მხოლოდ ჩემს გვამზე გადაბიჯებით თუ შეძლებდნენ...».


1
457
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
457
  
2018, 4 ნოემბერი, 11:15
P. S. გ. ვაშაძე ,,восстановлю справедливость, – верну гражданство III президенту грузии (აღვადგენ სამართლიანობას და დავუბრუნებ მოქალაქეობას საქართველოს III პრეზიდენტს )"
უნდა, რომ? კაცი უკრაინულ პასპორტს იხუტებს გულში
0 1 1