x
image
კატო ემხვარი
"ნუ კოცნით სხვის შვილებს" - "სიკვდილის კოცნამ" 12 დღის ბავშვი იმსხვერპლა
image

აშშ-ში 12 დღის ბავშვი ვირუსმა იმსხვერპლა. ამის შესახებ გარდაცვლილის დედა წერს:


"ადამიანებო! შეწყვიტეთ იმ ბავშვების კოცნა, რომლებიც თქვენი არაა!

ჩემი შვილი გარდაიცვალა ჰერპესის ვირუსით, რომელსაც ჩვილების შემთხვევაში, „სიკვდილის კოცნასაც“ უწოდებენ. ჩვილებისთვის, რომელთაც არ აქვთ განვითარებული იმუნური სისტემა, ეს ფატალურია. როცა ვინმე დავირუსებული კოცნის ჩვილს, ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.


შეიძლება, გქონდეთ ვირუსი და ამის შესახებ არც იცოდეთ.

ყველამ უნდა გაიგოს, რა არის ეს ვირუსი და რას უშვება ის ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

დედები არასდროს არ უნდა მარხავდნენ საკუთარ შვილებს. მე ვუყურებდი, როგორ კვდებოდა ჩემი შვილი და ახლა მიწევს, სიცოცხლე მის გარეშე გავაგრძელო".


ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, გენიტალური და თვალის წყლულები. იგი განსაკუთრებით საშიშია 6 თვემდე ბავშვებისათვის, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ არ არის განვითარებული საიმისოდ, რომ მას შეებრძოლოს.


image

1
786
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
786
  
2018, 6 ნოემბერი, 21:16
საერთოდაც მიმაჩნია, რომ კოცნა, მით უფრო ბავშვისათვის - არაჰიგიენურია და არც არის საჭირო!
0 1 1