x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საპატრიარქო გრიგოლ ვაშაძეს ტყუილში ადანაშაულებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს
image


საქართველოს საპატრიარქო გრიგოლ ვაშაძის განცხადებებით გაკვირვებულია და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდა. იქიდან გამოსული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და თავად საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ტელე კამერების წინ საუბრობდნენ, თითქოს პატრიარქი სახელისუფლებო სისტემის დასანგრევად მათი გეგმებით დაინტერესდა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშაძემ საკუთარი ინტერპრეტაციით არასწორად გაავრცელა ინფორმაცია და პატრიარქთან ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია.


„ადრეც, და, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება გვიხდება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, სადაც იგი ამბობს:


„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას.“



აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს; პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის, “ - ნათქვამია განცხადებაში.

0
678
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0