x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ირაკლი კაკაბაძისა და ნიკა გვარაიას დაირისპირება - „ყმაწვილო ბებია გყავს? თხოვე უკეთ გაგზარდოს“
image


ნიკა გვარამია და ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წაკამათდნენ. კაკაბაძის გაღიზიანება ნიკა გვარამიას პოსტმა გამოიწვია, რომელიც კაკაბაძის ყოფილ მეუღლეს, ანა დოლიძეს ეხებოდა.


„ქალბატონი Anna Dolidze ან ამ უკიდურესად მავნებლური სისულელისთვის ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს.
არჩევანი მასზეა. დრო - ცოტა., “ - წერს ნიკა გვარამია.


ამ სტატუსს ანა დოლიძის ყოფილი მეუღლე, ირაკლი კაკაბაძე ეხმაურება და პოსტს პირველი აკომენტარებს.


Ika Kakabadze ბოდიში შენ გაქვს მოსახდელი ძალიან ბევრი რამისთვის. ჯერ ხომ დაიჭირეთ ნახვარი საქართველო და მერე ამ თქვენ 'კოჰაბიტაციას' გადააყოლეთ მთელი თქვენს საყვარელ ქოცებთან ერთად. ამ შენს გამოთქმაზე ერთი ლაზათიანი ძველქართული შეკითხვა მოდის: ყმაწვილო, შენ ბებია გყავს? თუ გყავს, თხოვე უკეთ გაგზარდოს.

Nika Gvaramia აუ, წაი რა იცეკვე შენ.

Ika Kakabadze ჩემ ცეკვაზე ნუ ღელავ, ნიკა. აი, შენ ბიოგრაფიაზე იღელვე. ნიჭიერი კაცი ხარ ნამდვილად. მაგრამ არჩევანი გეშლება. მაგრად თან. By the way პროკურორობას და ხალხის დაჭერა/წამებას ცეკვაც სჯობია, სიმღერაც, და კინოს გადაღებაც. ოღონდ, 2007 წლის ნოემბერში რომ გადაიღე ისეთის არა.

რატი მაისურაძე: ოპ, იკაცა :)

Ika Kakabadze რატი მაისურაძე ამ ბ-ბანდისთვის სტრასბურგში მაქვს სასამართლო მოგებული. სხვებთან ერთად. ქოცებში არ აგერიოს ეგ ამბავი. მაგრამ ეხლა ყველა გამწარებული გამოვა და სალომეს მისცემს ხმას და მერე კატეგრიულად მოითხოვს ნაცების პარტიის აკრძალვას ისევე როგორც გერმანიაშია აკრძალული ნაცების პარტია 1945 წლიდან. ეკუთვნის ამ მოქალაქეთა კავშირის ნაბიჭვარ ჯგუფს ეგ.

Ika Kakabadze ოცნებაც მოქალაქეთა კავშირის ბუშია. მაგრამ ეს ნაცებისთვის ინდულგენცია არ არის. მოქალაქეთა კავშირი მთლიანად უნდა დაიმარხოს როგორც პოლიტიკური მემკვიდრეობა. ნაცები ჯერ, მერე ქოცები - და მერე იქნება საქართველო თავისუფალი.

რატი მაისურაძე: პირველად მესმის ჯერ მესაფლავის დამარხვას ითხოვდნენ და მერე მკვდრისას

Ika Kakabadze ჯერ ჰიტლერი დაემხო და მერე სტალინი. და იყო ამაშიც ისტორიული კანონზომიერება.

რატი მაისურაძე: ლოგიკას ვერ მივხვდი.ანუ სტალინი ბიძინაა და ჰიტლერი მიშა, ხო?

ასეც რომ იყოს, ჩემი აზრით ჩვენს ქვეყანას სტალინმა ბევრად მეტი ავნო, ვიდრე ჰიტლერმა.

Ika Kakabadze კაცობრიობამ თავის დროზე ჩათვალა, რომ ჯერ ჰიტლერის რეჟიმი უნდა გაესამართლებინა ნიურნბერგის პროცესზე. 1945 წელს. სტალინის და ლენინის რეჟიმი კი 1992 წლამდე არსებობდა და თავისით დაიშალა. ნაციზმზე დიდი ბოროტება მეოცე საუკუნეში არ ყოფილა - და ამაზე ყველა თანხმდებოდა. და ძალიან სიმბოლურია, რომ თქვენმა პარტიამ მსოფლიოს ყველაზე დიდი ბოროტების სახელი აირჩია.

.

image

image

0
1658
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0