x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სვანები
image


სვიმრა (დამცავი რაზმი) - სვანები, თავად სვანურ ენაზე "მუშვან".

ქართველთა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს დასავლეთ საქართველოს მიუვალ მთებში. ისინი მამაცი და დაუნდობელი ჯარისკაცები არიან, რომლებმაც არ იციან რა არის შიში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საკმაოდ გაძლიერდა მთიელებს შორის, მათ მაინც შერჩათ წარმართული ადათები. მათ სწამთ ქრისტე, ამავედროულად მათში არის ხეთების ღმერთის, თელეპინუს კულტიც. მათ ასევე სწამთ მეომრების იდუმალი ღმერთის, რომელიც დახეტიალობს ტყეში თავის ცხენზე ამხედრებული. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობით ყოველთვის მცირენი იყვნენ, საჭიროების დროს მათ ყოველთვის გამოჰყავდათ ჯარი ქვეყნის და მეფის სამსახურში. სვანები შესანიშნავი მონადირენი არიან, უძველესი დროიდან ისინი შეადგენდნენ კოლხური არმიის, შემდგომ ლაზიკა_ეგრისი და გაერთიანებული საქართველოს არმიების ერთ ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას. როდესაც არ არის ომიანობა, სვანები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს, სისხლის აღების წესი სვანეთის დათოვლილ მთებში კვლავ მოქმედებს. ზოგჯერ სვანები, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ივიწყებენ წყენას ერთმანეთს შორის, ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს უტევს მტერი.

სვანები ამბობენ: თუ თქვენ გინდათ ომი სვანებთან, ერთადერთი რაც დაგრჩენიათ ეს არის ღვთის იმედი, ვინაიდან მის გარდა თქვენ ვერავინ დაგეხმარებათ!


სტრაბონი წერდა სვანებზე, რომ ეს ერთ ერთი უძლიერესი და მამაცი ხალხია მთელს მსოფლიოში.


image


"სხვა მთიელს უთხარით, რომ მყინვარებს იქით მუჰამედის სამოთხეა, ის არ წავა, აი სვანი კი სიკვდილზეც წავა..."


ალექსანდრ კუზნეცოვი საავტორო წიგნიდან "Внизу Сванетия".


რომაელები უკვე ძველი წელთაღიცხვით l საუკუნიდან იცნობდნენ სვანებს, მაშინ მათ გაცილებით დიდი ტერიტორია ეკავათ. რომაელი მეცნიერები, ისტორიკოსები და გეოგრაფები, თვლიდნენ რომ სვანები მეომარი და ძალიან ძლიერი ხალხი იყო, რომლებსაც ანგარიშს თვით რომაელი მხედართმთავრებიც კი უწევდნენ. ჯერ კიდევ მაშინ გააჩნდათ სვანებს მაღალი კულტურა და ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებულები, გააჩნდათ შესაბამისი კანონები და კარგადაც იყვნენ შეკრულნი.


"სვანი არ გაგიღიმებს უმიზეზოდ, არ გაჩუქებს ღიმილს, იმისთვის რომ სასიამოვნო ადამიანად მოგაჩვენოთ თავი. არასდროს ჩათვალოთ, რომ სვანი გულუბრყვილოა, ის ყველაფერს ხვდება, უბრალოდ არ იყენებს ამას ცუდი მიზნებისთვის, ეს უბოროტო ხალხია, რომელიც თავის ბოროტებას მხოლოდ ბრძოლის ველზე აფრქვევს".


ალექსანდრ კუზნეცოვი საავტორო წიგნიდან "Внизу Сванетия".

1
256
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
256
  
2018, 3 ნოემბერი, 19:50
ასე არ სჯობს?))
0 1 1