x
image
კატო ემხვარი
"წუხელ სარკის წინ ვიდექი და ვტიროდი..."
image

"წუხელ სარკის წინ ვიდექი და ვტიროდი. ყველაფერი გამოვიტირე - ვერ დავიწყებული თუ ვერ დაშვებული შეცდომები,
ვერგადალახული სიამაყეები, ვერგამხელილი საიდუმლოები, ვერგამოხატული გრძნობები, ვერნათქვამი სიტყვები,
ვერგანცდილი ემოციები, ვერგანკურნებული დაავადებები, ვერგაწეული დახმარებები, ვერგაყუჩებული ტკივილები,
სხვა ვერგამოტირებული ღამეები, ვერმოკლული თავი,
ვერგადადგმული ნაბიჯები, ვერდამტკიცებული სიმართლეები, ვერაუხსნელი განცდები, ვერდაფარული შფოთვები, ვერშეკავებული ცრემლები, ვერმიღწეული მიზნები,
ვერმოზომილი გაბრაზებები, ვერდაწეული ხმა,
ვერნაპატიები შეცდომები, ვერშეყვარებული ადამიანები, ვერშენარჩუნებული მეგობრები, ვერდამეგობრებული ნაცნობები....

დავიწყებული ღმერთი...

მერე დავწექი და ვერაფრით დავიჯერე, რომ სარკის წინ მე ვიდექი.."



მაკა ლობჟანიძე




0
217
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0