x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რუსეთის ინტერესებს აბრალებს

image


რაც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი, ის კალკირებულად არის აღებული და პირდაპირ ბრალდება სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს კრემლის პიარკამპანიას, რომელსაც სათავეში ვლადმიერ პუტინის პიარის დამგეგმავი ადამიანები უდგანან. გოგა ხაინდრავას განცხადებით, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი გადმოწმება მარტივად შეუძლია.


ხაინდრავას თქმით, „ნაცინალური მოძრაობა“ რუსეთის თამაშს თმაშობს, თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ვაშაძე კი, რუსეთის ინტერესების დამცველია, რაც დოკუმენტურად დასტურდება.


“რაც ჰქონდა ჩადენილი სააკაშვილს, ის კალკირებულად არის აღებული და პირდაპირ ბრალდება სალომე ზურაბიშვილს. სამარცხვინო მდგომარეობაა, ჩემი აზრით, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს რუსეთის ინტერესების დაცვას აბრალებს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.


1
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
92
  
2018, 3 ნოემბერი, 16:12
სასაცილოა, ვაშაძე სხვას რუსობას რომ წამოაძახებს
0 1 1