x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს
image

სოციალური ქსელები დიდი ხანია უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ზოგიერთი საკუთარ შინაურ ცხოველებსაც კი პირად ანგარიშს უხსნის, ხოლო ამერიკელი კრისტი ლოილმა თავისი ამპუტირებული ფეხისთვის ანგარიშის გახსნა მოიფიქრა. მაგრამ ბევრი ცნობილი ადამიანი, ფანების თხოვნის მიუხედავად, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.

ეს მსახიობები სოციალურ ქსელში არასდროს ყოფილან დარეგისტრირებულნი და, როგორც ჩანს, არც აპირებენ.

image

ცნობილი სახეები საზოგადოების ყურადღება ყოველთვის იპყრობს, ამიტომ უმეტესობა მათგანი პირად ცხოვრებას აფასებს და მის გასაიდუმლოებას ცდილობენ. სოციალურ ქსელებს კი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებად თვლიან. მგ., ბენედიქტ კამბერბეჩი ამბობს, რომ სოციალურ მედიას ბევრი პირადი დროის წაღება შეუძლია და ბოლოს ცხოვრების განადგურებაც.


image


ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილ მსახიობს, კიანუ რივზს სოციალური ქსელის ანგარიში არასდროს ჰქონია, თუმცა ფანები ამას მის ნაცვლად აკეთებენ. თავად მსახიობი რენე ზელვეგერთან, რომელიც ასევე სოციალური ქსელის მოწინააღმდეგე არის, ერთად ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ადამიანებისთვის მოსაყოლი არაფერი აქვს და თავის პირად სივრცეს ძალიან აფასებს.


image

დენიელ კრეიგი თანამედროვე ტექნოლოგიებთან მეგობრობს, მაგრამ სოციალური ქსელის აზრს ვერ ხედავს. ის თვლის, რომ არავის უნდა ჰქონდეს საქმე იმასთან, თუ ვინ როგორ ატარებს დილას ან დღეს. ამის ნაცვლად მსახიობი ადამიანებს ურჩევს, რომ ერთმანეთს დაურეკონ, მიწერონ ან პაბში შეხვდნენ.


image

სკარლეტ იოჰანსონი ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაზიარების სურვილს უცნაურად თვლის. ამასთან სოციალური ქსელის გაჩენამ ცნობილ სახეებს ბევრი პრობლემა შეუქმნა: პირადი ცხოვრება პრაქტიკულად დაუცველი გახდა, ინტერნეტში კი თითქმის ყველაფერი ხვდება.


image

მილა კუნისმა, თავისი ქმრის ეშტონ კაჩერისგან განსხვავებით, უბრალოდ არ იცის, თუ რა დაპოსტოს და მიმდევრებს რა უთხრას. საჭმლის თუ სელფის სურათის გამოქვეყნება? ნუთუ ეს ვინმესთვის საინტერესოა?

ბრედლი კუპერი დარწმუნებულია, რომ მაყურებელმა მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებ არ უნდა იცოდეს, რომ მისი ხასიათი ეკრანულ პერსონაჟზე არ გადაიტანოს და უბრალოდ ხელოვნების ნიმუშით დატკბეს. მსახიობი თავის არჩევას ფილოსოფიურად მიუდგა, ამასთან მისი მეუღლე ირინა შეიკი სოციალურ ქსელში სურათებს ორივეს ნაცვლად აქვეყნებს.


image

სოციალურ ქსელებში იდეალური სურათები გარეგნულ მხარეზე გადაჭარბებულ მოთხოვნებს ქმნის, რის გამოც ბევრი ქალი კომპლექსდება. კეიტ უინსლეტი ამ პრობლემას სერიოზულად თვლის და ამიტომ ინტერნეტს ბოიკოტი გამოუცხადა.


image

სანდრა ბულოკი ასევე თვლის, რომ სოციალური ქსელი მხოლოდ დადებითს აჩვენებს, ანუ ადამიანის ყალბ მხარეს. წარუმატებელ ფოტოს არავინ გამოაქვეყნებს, ყველა იდეალური სელფის გადაღებისკენ მიისწრაფვის. მსახიობმა ამას „გლობალური ჰოლივუდი“ უწოდა.


image

კრისტენ სტიუარტი სოციალურ ქსელში ანგარიშს არ ქმნის, რადგან მისი სიტყვებით, ეს ადამიანებს უარესობისკენ ცვლის. იქმნება პირადი ცხოვრებით გადაჭარბებული გართობა, ხოლო პოსტები საკუთარ თავთან დიალოგს ჰგავს.


image

ზოგს შეიძლება უნდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ამის გაკეთება კატასტროფული ტექნიკური ცოდნის უუნარობის გამო არ შეუძლიათ. მაგ., ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ არაერთხელ აღიარეს, რომ კომპიუტერის მოხმარება კარგად არ იციან. ვაინონა რაიდერი ინტერნეტს არ გამოიყენებს, ხოლო ჯონი დეპს ტელეფონი არ აქვს, რადგან არ სურს ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.


image

ჯენიფერ ენისტონი თვლის, რომ სოციალური ქსელი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს. მსახიობი ტექნიკასთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს: ძილის წინ ყველა ელექტრო მოწყობილობას თიშავს და პერიოდულად ტელეფონს იშორებს და გარე სამყაროდან დროებით შეზღუდული რჩება.

რეიჩელ მაკ-ადამსი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ცხოვრობს. მას არ აქვს ტელევიზორი, ახალ ამბებს რადიოთი ისმენს და ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა.


მსახიობები, რომლებმაც სოციალური ქსელი გააუქმეს

image

ბევრი თვლის, რომ ემა სტოუნი სოციალური ქსელებით არ სარგებლობდა. სინამდვილეში მან თვითერის ანგარიში მისი გატეხვის შემდეგ გააუქმა. ამასთან მსახიობმა აღიარა, რომ მზად არ არის, რომ ადამიანებმა მის გარეგნულ მხარესა და ცხოვრების სტილზე კომენტარები გააკეთოს.


image

კირა ნაიტლმაც თვითერში ანგარიში გააუქმა, რადგან გადაწყვიტა რომ ასე ფანებისგან დიდად არ განსხვავდება და თავს კვლავ ჩვეულებრივად თვლის.

რაიანა გოსლინგი უკვე ერთ წელზეა მეტია, რაც თვითერზე აღარ იყენებს. როგორც ჩანს, მსახიობიც სოციალური ქსელებით იმედგაცრუებულია.


მსახიობები, რომლებიც სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებით არიან

image

ჯენიფერ ლოურენსმა არაერთხელ ემოციურად აღიარა, რომ სოციალურ ქსელს მისი პირადი ცხოვრების კრიტიკის გამო არასდროს შეუერთდება. მაგრამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ გამოგონილი სახელით ანგარიში გახსნა. იქნებ, ვინმემ მისი გამოცნობა შეძლოს?!


image

ადელი ინსტაგრამზე აქტიურად პოსტავდა, მაგრამ პიარ მენეჯერმა მას თვითერში პოსტების დადება აუკრძალა მსახიობის ემოციური ხასიათის გამო. ამის გამო ადელმა საიდუმლო ანგარიში გახსნა, სადაც მორიდების გარეშე საკუთარ მოსაზრებებს საჯაროდ აქვეყნებს.


image

როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებს არ იყენებენ, მაგრამ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სიყვარულის დაწყებისას ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცმა ინსტაგრამზე საიდუმლო ანგარიში გახსნა, რომ მომავალ ცოლთან კომუნიკაცია ჰქონოდა და მის ახალ სურათებზე თვალი ედევნებინა.

თქვენ რას ფიქრობთ სოციალურ ქსელებზე?

1
732
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
732
  
2020, 18 ივლისი, 8:50
ცუკერბერგს მიეცა ჩვენი ცოდვა)))))))))))))
0 1 1