x
image
მანანა თურმანიძე
გოგონა, რომელიც იემენის კრიზისის სიმბოლოდ იქცა
image

ამალ ჰუსეინი, 7 წლის იემენელი გოგონა, რომლის ფოტოსურათიც New York Times -ში გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნის ხანგრძლივი კონფლიქტის სიმბოლოდ იქცა, იემენის ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადებით გარდაიცვალა.


იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. იმავე წელს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია შეიქმნა და ის შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის. შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს. სამწლიანი კონფლიქტი აშშ-ს მხარდაჭერილი საუდის არაბეთის კოალიციასა და ირანის მოკავშირე ჰუსიტებს შორის განადგურებით ემუქრება იემენს.


საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთი საჰაერო თავდასხმებს და ბლოკადას იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 10, 000 ადამიანი დაიღუპა კონფლიქტის შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი კი დევნილად იქცა.



მას შემდეგ, რაც ამალის ფოტო გამოქვეყნდა, საერთაშორისო სკანდალის ფონზე, რომელიც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სასტიკ მკვლელობას უკავშირდებოდა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ჯიმ მატისმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეიმ, მოუწოდეს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "30 დღის განმავლობაში".


გაერო-ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, იემენის მოსახლეობას ყველაზე მასშტაბური შიმშილობა ემუქრება, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეიწიროს. იემენის ბლოკადის გამო ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება. არაბულმა კოალიციამ ბლოკადა ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ერ-რიადის მისამართით რაკეტების გაშვების შემდეგ დაიწყო. კოალიცია მიიჩნევს, რომ ამბოხებულებს იარაღით ირანი ამარაგებს.


CNN- თან ინტერვიუში მარტინ გრიფიტმა, იემენში გაეროს ელჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი შიმშილობს და მოუწოდა მშვიდობის დამყარებისკენ. მან დასძინა, რომ "შიმშილის საფრთხე არის ძალიან რეალური და არსებობს რისკი იემენის შიმშილისთვის განწირული მოსახლეობის რიცხვი გაორმაგდეს“.


გრიფიტმა გააფრთხილა იემენი, რომ მშვიდობის ალტერნატივა იქნებოდა "დამანგრეველი", რაც გამოიწვევდა შიმშილობას, ტერორიზმს და რეგიონალურ არასტაბილურობას, რაც გავლენას მოახდენდა სავაჭრო მარშრუტებზე ევროპაში. გაერო-ს მონაცემებით, იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს. გაერო საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას საჰაერო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.



საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და კონფლიქტის შედეგად იემენში შესაძლოა, ბოლო 100 წელიწადში ყველაზე მასშტაბური შიმშილის ფაქტი დაფიქსირდეს, რომელიც გაანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, იემენში ქოლერის შედეგად უკვე 100 000-ობით ადამიანი დაზარალდა.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0