x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მუდმივი ახალგაზრდობის ბალზამი თეთრებად
image

ძვირადღირებულ კოსმეტიკასა და მედიკამენტებზე ფულის დახარჯვას შეგიძლიათ თავი აარიდოთ, თუ ყურადღებით დააკვირდებით იმას, რაც მაცივარში ინახება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყო უბრალოდ კიტრი ან კვერცხი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საქმე რძის შრატს ეხება.


რძის შრატის სასარგებლო თვისებები


ბევრი ამ პროდუქტს არ აფასებს და სულ ტყუილად. მასში ადამიანისთვის აუცილებელი ბევრი კომპონენტი შედის: ლაქტოზა, ცილა, A, C, E ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინები, სასარგებლო მჟავები, მაგნიუმი და კალციუმი.


მდიდარი შემადგენლობის წყალობით რძის მჟავა კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი მიზნით ფართოდ გამოიყენება. ჯერ კიდევ არ გჯერა? მაშინ რძის შრატის სახლის პირობებში გამოყენების ერთ-ერთი მეთოდი სცადეთ.

რძის შრატით ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში გეხმარებათ. ეს ლაქტოზის ხარჯზე ხდება, რომელიც ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორას ააქტიურებს, ასევე საკვების მონელების პროცესს აუმჯობესებს. ასეთი გაწმენდა გაზის წარმოშობას ამცირებს და მავნე ბაქტერიების განვითარებას ხელს უშლის.


image


რძის შრატი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ზედმეტი წონის გამო იტანჟება. ეს, ერთი შეხედვით უბრალო პროდუქტი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს, ორგანიზმს „გაღვიძებას“ და ტემპში მუშაობას აიძულებს, რაც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ.

იმუნური სისტემის გაძლიერება კიდევ ერთი დადებითი პუნქტია მათთვის, ვინც რაციონში რძის შრატი ჩართო. შრატის რეგულარული გამოყენება იმუნურ სისტემას და ენერგეტიკულ ბალანსს ნორმაში მოიყვანს. გირჩევთ დალიოთ დილით, უზმოზე 1 ჭიქა.

რძის შრატი სიხარულით აგავსებთ! პირდაპირი გაგებით. ის ორგანიზმში სეროტონინის (სიხარულის ჰორმონი) წარმოქმნას ხელს უწყობს. გაიხსენეთ კალიუმის შესახებ: ეს ელემენტი ვიტამინების კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს, ანუ გონებრივ ტონუსზე. დამატებითი ბონუსი B ვიტამინი - ის ემოციური მდგომარეობის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ასე შეგიძლიათ ქრონიკულ დაღლილობას და სტრესს ებრძოლოთ.

და ბოლო, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი მეთოდი - კოსმეტიკური პროცედურა. რძის შრატი ბევრი ნატურალური კოსმეტიკის შემადგენლობაში შედის. მას ნებისმიერი ტიპის კანის გადამრჩენელს უწოდებენ. მას შეუძლია შეებრძოლოს ნაოჭებს და ზედმეტ სიმშრალეს, ასევე სახეს ჯანსაღი ფერი მიანიჭოს, შრატი თმისთვისაც სასარგებლოა: მათ ზრდას და აღდგენას ხელს უწყობს.

ანტიოქსიდანტები - შრატის ყველაზე ძვირფასი კომპონენტები, დაბერების პროცესს აფერხებს. შრატის სახის ნიღბებში გამოყენება ძალიან მოსახერხებელია.


რძის შრატი სახის კანისთვის


გაწმენდა: ცოტა კოფეინი რძის შრატს 1:2 პროპორციით შეურიეთ, მიღებული ნარევი, როგორც სკრაბი, სახეზე ნელ-ნელა მასაჟური მოძრაობით წაისვით. კანზე მაქსიმუმ 3 წუთით გაიჩერეთ, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კანის გამოკვება: რძის შრატის და ხაჭოს ნარევი პროპორციით 1:1 სახეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს დაუყონებლივ შეამჩნევთ!

თანდათანობით წვრილი ნაოჭები მოიშორეთ და ახალგაზრდობა შეინარჩუნეთ: რძის შრატი ყინულის კუბებში გაყინეთ და ყინულით ყოველ დილით კანი დაიბანეთ - დამატენიანებელ კრემთან ან ტონიკთან ერთად სახეს დღის კრემის წასასმელად შესანიშნავად მოამზადებს.

რძის შრატი შეგიძლიათ გამაჯანსაღებელ კოქტეილებს დაუმატოთ, კენკრას, ხაჭოს და შაქარს შეურიოთ. შეგიძლიათ პატარა ბავშვებისთვის მოამზადოთ. ბავშვის საკვებში ხშირად უმატებენ, რადგან მისი შემადგენლობა დედის რძესთან ახლოს არის.

ეს ნამდვილად უნიკალური პროდუქტია! ჩართეთ რძის შრატი თქვენს რაციონში და თავის მოვლის საშუალებებში. იყავით ახალგაზრდა და ლამაზი, ასაკის მიუხედავად.

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0