x
image
Yoona
ფენ-შუი ჰოროსკოპი - სად და როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს?
image

ჩინელ ბრძენებს თუ დავუჯერებთ, ახალ წელთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მას ყველა წესის დაცვით შეხვდებით, სახლში პოზიტიურ ენერგიას მოიზიდავთ და ნეგატიურს განდევნით.

მალე ახალი 2019 წელი - ყვითელი ღორის წელი მოდის, ანუ გვაქვს მიზეზი, გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოემზადოთ ამ დღესასწაულის აღსანიშნავად.


ახალი 2019 წლის სამზადისი

პირველ რიგში, სახლში რევიზია ჩაატარეთ და ყველა უსარგებლო ნივთი გადაყარეთ. აქ შედის გატეხილი სათამაშო, გაბზარული ჭურჭელი, გაუმართავი ტექნიკა, ყველა სახის ქაღალდი დ ჩეკი, რომლებითაც კარადები არის სავსე, კომპიუტერის და ტელეფონის მეხსიერება.


თუ სახლში გაქვთ ძველი ნივთები, გაჭირვებულებს დაურიგეთ. ასე სახლსაც გაწმენდთ და სხვა ადამიანებსაც გააბედნიერებთ და პოზიტიური ენერგიისთვის გზას გაათავისუფლებთ. ძველი ნივთები - სასიცოცხლო ენერგიის ცნობილი მშთანთქმელები არიან.

მოაშორეთ ზედმეტი ნივთები, რომლებიც თაროებსა და კარადებში უბრალოდ ადგილს იკავებს და ეცადეთ ფანჯრებს ფარდები ზედმეტად არ ჩამოაფაროთ - მზის სხივებით ოთახში პოზიტიური ენერგია შემოვა. თუ სახლის ენერგეტიკას დამატებითი დაჩქარება სჭირდება, კოსმეტიკური რემონტი ჩაატარეთ - კედლები, ფარდები შეცვალეთ.

სხვათა შორის, წმენდა არა მხოლოდ სახლში, არამედ თავშიც უნდა ჩაიტაროთ. ამიტომ ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე პატიება სთხოვეთ ადამიანებს, რომელთაც აწყენინეთ, ახლობლებს შეურიგდით და თავიდან ნეგატიური ფიქრები განდევნეთ. ყველა ადამიანს ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვეთ და ფიქრით სამყაროს ეს პოზიტიური შეტყობინება გაუგზავნეთ.


ნაძვის ხის განლაგება ახალი 2019 წლის აღსანიშნავად

ახლა, როცა სახლში იდეალური სისუფთავეა, შეგიძლიათ თემატურ გაფორმებაზე გადახვიდეთ. ეს ნაძვის ხის ინსტალაციით დაიწყეთ. მის მდებარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სახის ენერგიას მოიზიდავთ სახლში.

თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, გაფორმებული ნაძვის ხე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოათავსეთ. თუ ახლობლებთან შერიგება და მათი გაგების მოპოვება და ოჯახში ჰარმონია გსურთ, ახალი წლის მთავარი სიმბოლო სახლის აღმოსავლეთ ნაწილში დადგით. თუ თქვენი მიზანი საჯარო აღიარება და დიდება არის, ნაძვის ხე სახლის სამხრეთ ნაწილში დადგით. ეს ნაბიჯი თქვენს შემოქმედებით ნიჭს გზას გაუხსნის და ცნობილი გახდებით, როგორც მხატვარი, პოეტი, ფოტოგრაფი ან დეკორატორი.

თუ ბავშვის შეძენაზე ოცნებობთ, აირჩიეთ სახლის ყველაზე შორეული დასავლეთი კუთხე და ნაძვის ხე ელეგანტურად გააფორმეთ. სახლში ჯანმრთელობის მოსაზიდად ნაძვის ხე სახლის ცენტრში დადგით.


სახლის დეკორაციები 2019 წლის აღსანიშნად

იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წელი მიწის ყვითელი ღორის წელია, წვეულების მთავარი ფერები უნდა იყოს: ყვითელი, ყავისფერი და მათი ელფერები. წითელი ფერი, მაგ, წითელი ბაფთები ან ბურთები, ასევე თემაში იქნება.

მიწის ტოტემის მთავარი სიმბოლო არის კვადრატი. ამ მხრივ შეგიძლიათ კვადრატული კონვერტები გააკეთოთ და ხურდებით აავსოთ. ასეთი გაფორმება თვალსაც გაახარებს და სახლში ფინანსებს მოიზიდავს. თემაში იქნება ასევე კვადრატული ფორმის ყუთები საჩუქრებით სავსე, რომელთაც ნაძვის ხის ქვეშ დადგამთ.

ყვითელ ღორს უყვარს ყველაფერი ბუნებრივი, ამიტომ ნაძვის ხის გირჩებით სახლი გააფორმეთ. გახსოვდეთ, უძველესი ჩინური ტრადიციის შესახებ - ნაძვის ხე მანდარინებით უნდა გააფორმოთ, ყველა სტუმარს ტკბილეულობა უნდა შესთავაზოთ. ამასთან, თითოეულს ორი ცალი უნდა მისცეთ, რომ ადამიანი მარტო არასდროს დარჩეს.

სადღესასწაულო სუფრა ლამაზი სანთლებით უნდა გააფორმოთ. სანთლები ლუწი რაოდენობის უნდა იყოს. ისინი ოჯახში სინათლის და ბედნიერების სიმბოლო გახდება. შემოსასვლელ კარზე აუცილებლად ზარი ჩამოკიდეთ, რომელიც ბოროტ სულს განდევნის. 2019 წლის დიასახლისი რომ გაახაროთ, ნატურალური ხელნაკეთი ნივთებით ყვითელი ღორის ფიგურა გააკეთეთ და ამით ნაძვის ხე და მაგიდა გააფორმეთ.


დღესასწაულის ორგანიზება ახალი 2019 წლის აღსანიშნავად

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ მას ტრადიციულად უნდა შეხვდეთ: სახლში, ოჯახის წრეში. მაშინაც კი, თუ ახალი წლის აღნიშვნას ქალაქგარეთ აპირებთ, წასვლამდე მშობლები და ახლობელი ადამიანები აუცილებლად მოინახულეთ.

ჩინელებს აქვთ ერთი წესი - სადღესასწაულო სუფრაზე კერძების სიუხვე. ასეთი მიდგომა სახლში სიუხვეს და კეთილდღეობას მოიზიდავს. ღორი ყველაფრის მჭამელია, ამიტომ სუფრა შეგიძლიათ სხვადასხვა კერძებით გაავსოთ, ოღონდ ღორის ხორცი არ უნდა იყოს. სუფრაზე სხვადასხვა სახეობის ხორცი, თევზი და ფრინველი, ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ გქონდეთ. მთავარი წესი - კერძი მარტივი და ნოყიერი უნდა იყოს.

ღორი ტკბილეულზე გიჟდება, ანუ დესერტებს და ტკბილ სასმელებს დიდი ყურადღება მიაქციეთ.

ალკოჰოლური სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სასმელებს - ღვინო, არაყი და კონიაკი. ასევე ეგზოტიკური სასმელები და კოქტეილები.

თუ მაგიდის გაფორმებაზე ვისაუბრებთ, მას ბუნებრივი მასალის (ბამბა ან თეთრეული) ქსოვილი გადააფარეთ. ანალოგიური პრინციპი ჭურჭელსაც ეხება. სასურველია, რომ მაგიდაზე თიხის ან ფაიფურის ჭურჭელი იდოს. მისასალმებელია ასევე ხის კოვზები და ხელსახოცის ჩასადებები.


ჩაცმულობა ახალი 2019 წლის აღსანიშნავად

ახალი წლის აღსანიშნავად ბამბის, აბრეშუმის ან ატლასის ქსოვილი გამოიყენეთ. კარგი იქნება, თუ წვეულების კაბას ან კოსტიუმს დეკორით გააფორმებთ.

ასევე მნიშვნელოვანია ფერი. თუ ყვითელ ღორს გსურთ ჯანმრთელობა შესთხოვოთ, ნარინჯისფერი ან ჟანგისფერი ჩაიცვით. თუ ფინანსური კეთილდღეობა გსურთ, ყვითელი ან ოქროსფერი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვით. თუ მშვიდობა და ჰარმონია გსურთ - ყავისფერი ჩაიცვით.

რაც შეეხება, ღორის წელში დაბადებულ ადამიანებს, სასურველია, თუ წვეულებაზე შავი ფერის ტანსაცმელში გამოჩნდებით, ან შავის და ვერცხლისფრის კომბინაციით.

ტანსაცმელს შესაბამისი აქსესუარი შეურჩიეთ. დაე, ეს იყოს ოქროს, ვერცხლის ან პლატინის სამკაული ნატურალური ქვებით, ასევე ხის სამკაულები და ბიჟუტერია.


საჩუქრები ფენ-შუის მიხედვით 2019 წელს

ყვითელ ღორს კომფორტი უყვარს, ამიტომ კარგი საჩუქარი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ზრუნვის, სითბოს და კომფორტის სიმბოლოა. ეს შეიძლება იყოს ღამის პერანგი, ჩუსტები ან ბამბის ხალათი, სასარგებლო გაჯეტი ან ტექნიკა.

თუ ყვავილებს ჩუქნით, ნატურალური მცენარეები ქოთანში აირჩიეთ. თუ ძვირფასეულობის ჩუქება გსურთ, არჩევანი ნატულარულ მასალასა და ქვებზე გააკეთეთ.

ასევე, თქვენს ახლობლებს ბრელოკი აუცილებლად აჩუქეთ, ხელნაკეთი ნივთები ღორის ფორმით - 2019 წლის სიმბოლო. ისინი აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ!

0
863
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0