x
ის, რაც სარკასტულ ქალზე უნდა იცოდე
imageშენიღბული დაცინვა, სარკაზმი ადამიანებს გულს ტკენს, მაგრამ უნარი, მამაკაცი ერთი სიტყვით „ნოკაუტში ჩააგდო“, ამ უკანასკნელთ აგიჟებთ. საერთოდ, სარკასტული ენა გონიერების ნიშანია (შეურაცხყოფა და კომპლიმენტი ერთ წინადადებაში მოაქციო). გვერდით ნამდვილი მეგობრები ჰყავთ, ისინი, ვინც მათ ირონიულ შენიშვნებს ყოველდღე უძლებენ. სარკასტული მოსაუბრე ხალხს მარტივად შიფრავს, დამცინავ ტონს კი თავდაცვის იარაღად იყენებს. უგულო, თუ ყველაზე გულიანი კრიტიკა? როგორია, სარკაზმით სავსე ქალი გიყვარდეს? - ამ კითხვას დღეს ვუპასუხებთ:imageჩვეულებრივ, ნერვებს მოგიშლი: ჩემს ნათქვამს სერიოზულად ნუ მიიღებ. თამაში მიყვარს. კატა ხარ, მე კი ლაზერი ან რამე მსგავსი.. ვხუმრობ და შენც სათანადო ხუმრობა მესროლე.

სიყვარულით გამცირებ: გიხაროდეს მანიაკი თუ გიწოდე, ამ სიტყვაში იმდენი ინტიმი დევს.. ფაქტობრივად, საკოცნელად გიწვევ.

imageყველაფერს ვიმახსოვრებ: შეუმჩნეველი არაფერი მრჩება - მახსოვს როდის, სად და რა შეგემთხვა. სარკაზმის ენა უმნიშვნელო დეტალების ცოდნას ითხოვს.

შეგიძლია ჩემთან ერთად იმხიარულო: ჩემი გამოჩენა უკვე ხუმრობაა. ენაწყლიანი თუ აღმოჩნდი, კარგად ვიხალისებთ.


თავმომწონე მხოლოდ გარედან ვარ: გაზვიადებულად ვსაუბრობ, მაგრამ.. ისეთი თავდაჯერებული არ ვარ, როგორიც გგონია, კომპლექსები მაქვს.

დაგცინებ, იმიტომ რომ მომწონხარ: შენც ირონიულად მესაუბრე.. რეალურად, გაჭირვებულს რომ ვხედავ, სურვილი მიჩნდება, დავეხმარო.

მგრძნობიარე და სუსტი ადგილები მაქვს: გგონია, მტკიცე ვარ? ჩემში გრძნობები და ვნებები ბობოქრობს. შავი იუმორით ნათქვამი ერთი სიტყვა ხუთ ქათინაურს უდრის.

სახალხოდ თუ გაიგნორებ, ე. ი. მესიმპატიურები: ყურადღებას საყვარელ ადამიანს მაშინ ვაქცევ, როცა მარტოა. არ იფიქრო, რომ გივიწყებ, თვალ-ყურით გჭამ. გაკნინებ, არადა მაგიჟებ.

მძულხარ = მიყვარხარ: ყოველთვის განსხვავებულად.

ხუმრობის სწორად მიღება ისწავლე: დიდად გამახარებ, თუ სარკაზმის არსს ჩაწვდები. ეს მხოლოდ სასიყვარულო მუშტი-კრივია, ვერბალურად.

გულის გასაგმირი სიტყვები უცებ წამომცდება: შემდეგ ვნანობ, როგორ გამოვუტყდი-თქო. სითბოს პირდაპირი გზით გამოვლენა არ მჩვევია.

სასიყვარულო ფრონტზე მოქმედება მიჭირს: არ ვიცი როგორ გადმოვცე გრძნობა და განიშნო, რომ მჭირდები. ისღა დაგრჩენია, სარკაზმის ხელოვნება შეიცნო.

ხანდახან გულწრფელად ვსაუბრობ, მაგრამ ჩემს ნათქვამს ვერ იღებ, სარკაზმი გგონია: ძალიან დამთგუნველია. ალბათ, დავიმსახურე... სერიოზულ განწყობაზე როცა ვარ, დამაფასე.

არ გაიკვირვო, აცრემლებულს თუ მნახავ: გრძნობები მაქვს და გაბრაზებულიც ვიტირებ, მერე რა?! თავს მუდამ ვერ აკონტროლებ. გესლიანი ლედი ვარ, მაგრამ არა უემოციო კლდე.

გინდ დაიჯერე, გინდ არა, არ ვცდილობ მაგარი ტიპი გამოვჩნდე: ახლობლებს ჩემი სიჩუმე სიცივედ ეჩვენებათ. აშკარა არ არის, მაგრამ სათუთი და მოსიყვარულე ბუნება მაქვს.

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0