x
image
პროფესორი
ვინ იყო ნამდვილი დათა თუთაშხია
image

დღეს ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ "დათა თუთაშხია" ეს არის რეალური პიროვნება და ის ქართულ რეალობაში არსებობდა.ეს პერსონაჟი ჭაბუა ამირეჯიბის გამოგონილი ჰგონიათ, "დათა თუთაშხიას" ეგრეთ წოდებული ავტორის, თუმცა ესეც სადაო თემაა და ცალკე საკითხად უნდა განვიხილოთ, ამ სტატიაში კი მოკლედ გავიცნოთ თუ ვინ იყო გუძა შელია.აქვე მინდა აღინიშნოს, რომ თვითონ წიგნში ბევრი ეპიზოდია ამოღებული, რადგან იმ დროინდელ ხელისუფლებას ეს არ "აწყობდა".

გუძა კაზას ძე შელია დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში, მეჯოგის ოჯახში.გვარი თუთაშხია(თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს ნიშნავს-მთვარის დღეს)მეჯოგეების გვარია, მათ გამოყავდათ სხვადასხვა ჯიშის ძროხები და ამით ირჩენდნენ თავს ძირითადად, ასევე აბრაგობდნენ, აბრაგობა და გააბრაგება კი სამეგრელოში, როგორც საქართველოში, იმ ხნად ყველაზე გავრცელებული იყო, აბრაგები წითელ ხელისუფლებას ებრძოდნენ ძირითადად.

image


გუძა შელიას აღნაგობა:საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად-წარმოსადეგი, აქვს ლურჯი თვალები, კეხიანი ცხვირი, უყვარს შავი ფერის ჩოხები და ხშირად იცვლის ცხენებს.

გრაფ სეგედის პირადად ქონდა შენახული მოგონებანი თუთაშხიაზე-როგორც ავტორი აღნიშნავს, თვითონ წიგნი კი იმ დროინდელ მოწმეთა გადმოცემაა, ავტორის გამოცდილებასთან შერწყმული.

მას ყავდა და-ელე შელია, ვის გამოც შემდეგ დათა გააბრაგდა, დაობლებული და-ძმა მის მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად გაიზარდნენ ზარანდიების ოჯახში."მუშნი თავს ევლებოდა დათას და მის დას-ელეს პატარაობიდანვე და მიუხედავად მათი დაპირისპირებისა მათ შორის ძმური სისხლისმიერი სიყვარული და პიროვნების ურთიერთპატივისცემა არასდროს შენელებულა, ეს პარადოქსად ჟღერს"-აცადებს გრაფი სეგედი.


თუთაშხიას ერთ-ერთი ვერსიით ნანო თავყელიშვილი უყვარდა, ეს სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ნანოს ქმარი ყავდა და ღირსების შელახვას გაურბოდა.ამას მის მიმართ მიწერილი წერილებიც მოწმობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ მას რამოდენიმე ქალბატონთან ქონდა ფლირტი.

აბრაგს შეგნებულად უყრიდნენ ჭორებს, რადგან ხალხში გამოეწვიათ მისდამი ზიზღი და იმ დონემდეც კი მივიდნენ, რომ საკუთარ შვილს შეეზიზღა მამა და საბოლოო გასროლაც მან მოახდინა(გუდუ პერტია), თუმცა რეალურად ეს ხელისუფლების ჩანერგილი სიძულვილი იყო რომელიც ამ ტყვიაში განხორციელდა, მაგრამ თუთაშხიას სიკვდილის ფაქტი ვერავინ დაადასტურა.თვით გუდუ პერტიამაც არ დაადასტურა მისი სიკვდილი, მან და მჭედელმა, რომელმაც თუთაშხია ბოლოს ნახა დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ აბრაგი თურქეთში გაემგზავრა.ამგვარად საქმე ვერ დაიხურა.ბიქტორ სამუშია, ანუ პირი, რომელმაც გუდუ პერტია თუთაშხიას მოსაკლავად მოამზადა, ღამის 2საათზე ვიღაცამ ენერგიულად დაუკაკუნა და ხმადაბლა მიუგო:თუთაშხია ვარ ძაღლიშვილო!ბიქტორ სამუშიას გული გაუსკდა და იქვე ჩაძაღლდა.

მუშნის სიცოცხლეს კი აღარ ქონდა აზრი, დათას სიკვდილის შემდეგ და შემდეგში ის მელანქოლიის მძიმე ფორმებით გარდაიცვალა

მათ-დათას და მუშნის თავიანთი შესაძლებლობების საზომად ერთმანეთი ყავდათ მხოლოდ.

ასევე აღსანიშნავია ერთი მომენტი, რომელიც დათას სიკვდილამდე მოხდა, მუშნიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე გრაფს ჰკითხა:ვინ იქნებოდა ქრისტე, რომ არ ყოფილიყო იუდა?!გრაფს ძალზედ ეუცნაურა აღნიშნული მომენტი, მას შემდეგ დაუგეს დათას ხაფანგი.

3
1469
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1469
  
2018, 4 ნოემბერი, 21:52
პროფილში იყო გადაცემა სამიოდე წლის წინ, გუძას ოჯახშიც იყვნენ ჟურნალისტები და მისი ოჯახის წევრების მონაყოლიც იყო.
მისმა შთამომავალმა განაცხადა ციხეში გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაშიო.
2018, 4 ნოემბერი, 17:52
გვარი არ არსებობს თუთა-მთვარე შხა-დღე,სად გარდაიცვალა გუძა ბევრი ვერსიაა,თუმცა წყარო გაქვს გუჯა?
2018, 4 ნოემბერი, 14:14
თუთაშხია გვარი არ არსებობს, გუძა ციხეში გარდაიცვალა.....
0 1 3