x
image
Yoona
Mediator image
როგორ უნდა ვიცხოვროთ - უძველეს ხელნაწერებში დაწერილი ცხოვრების 9 წესი
image

დაბადებისას არავინ გვაძლევს წერილობით ინსტრუქციას ან სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუმცა არსებობს ჯადოსნური ფორმულა, როგორ უნდა იყო ადამიანი. არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც მიწიერი გზის ღირსეულად გავლაში დაგეხმარებათ. იდეალური იქნებოდა, რომ ეს წესები ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდეს.

ასე რომ, ნახეთ ცხოვრების 9 წესი, რომლებიც უძველეს ხელნაწერებში აღმოაჩინეს. ის ათასი წლის წინ დაიწერა, მაგრამ დღესაც აქტუალურია.


წესი 1: თქვენი ფიზიკური სხეული მთელი ცხოვრება გეძლევათ.


შესაძლოა, თქვენი სხეული არ მოგწონთ, მაგრამ ის სამუდამოდ თქვენია, ამიტომ უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.


წესი 2: თქვენ უსასრულო გაკვეთილებს ჩაგიტარებენ.

ცხოვრების და სამყაროს შესახებ საიდუმლოება არავინ იცის. ცხოვრება - გამოცდილების მუდმივი შეძენა არის და ყოველი დღე ახალი გაკვეთილია. ამ გაკვეთილების ხარისხიანად შესწავლის უნარი ცხოვრების საიდუმლოების გახსნის გასაღებს წარმოადგენს.


წესი 3: განიხილეთ შეცდომები, როგორც გაკვეთილები.

თქვენი ზრდა და განვითარება სინამდვილეში შეცდომების, წარუმატებლობისა და მარცხის სერიაა, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყოთ. სულით არ დაეცეთ და მიიღეთ, როგორც გარდაუვალი. უფრო სწორად, როგორც ფასდაუდებელი გაკვეთილი...ბევრი გაკვეთილი. საკუთარ წარუმატებლობასა და დაგროვებულ გამოცდილებაზე გაიცინეთ.


წესი 4: გაკვეთილი განმეორდება მანამ, სანამ მას არ შეისწავლით.

ცხოვრების გაკვეთილები ბევრჯერ განმეორდება მანამ, სანამ მათ არ შეისწავლით. დაბრკოლება კვლავ და კვლავ გამოჩნდება, თუ თქვენი ქმედებებიდან დასკვნებს ვერ გამოიტანთ. აღიარეთ, რომ თქვენ არა გარემოების მსხვერპლი ხართ და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება - ეს თქვენი ხელების ბრალია. საკუთარი შეცდომების გამო სხვების დადანაშაულება - ეს უარყოფაა. თქვენს ქმედებაზე მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს.


წესი 5: სწავლის პროცესი არასდროს მთავრდება

შეცდომაში არ შეხვიდეთ: თქვენ სწავლას არასდროს შეწყვეტთ, სანამ ცოცხალი ხართ. ბედნიერების ჯადოსნური გასაღები არ არსებობს, ამიტომ საკუთარი თავის კრიტიკის და თავდაჯერებულობის დაკარგვის ნაცვლად, ადაპტირება და შეცვლა ისწავლეთ. საკუთარი ნაკლი მიიღეთ და იყავით მოქნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შეცდომების ხაფანგში გამომწყვდეული იქნებით.


წესი 6: იყავით მადლობელი იმისთვის, რაც გაქვთ

დიახ, მეზობლის ეზოში ბალახი შეიძლება ახალ აბიბინებული და მწვანე იყოს, მაგრამ თქვენ მადლიერი უნდა იყოთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ. საკუთარი მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების დაფასება ისწავლეთ და სხვა ადამიანებთან შედარება საჭირო არაა. იცხოვრეთ აწმყოთი და არა წარსულით ან მომავლით - ასე საკუთარ თავთან მშვიდობიან ჰარმონიას დაამყარებთ.


წესი 7: სხვები - საკუთარი თავის ანარეკლია.

იმის მიხედვით, თუ რა გიყვართ ან გძულთ საკუთარ თავში, მსგავსად, მოგწონთ ან გძულთ რაღაც სხვა ადამიანში. იყავით ტოლერანტული და ადამიანის განსხვავება მიიღეთ. ობიექტური იყავით. თუ ამის გაკეთებას ვერ მოახერხებთ, ცხოვრების გამკლავებას ვერ შეძლებთ.


წესი 8: მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ თქვენს ბედს.

როცა თქვენ იბადებით, თქვენ ბედნიერებისა და წარმატებისთვის ყველა რესურსი ხელთ გაქვთ. ის, თუ როგორ გამოიყენებთ, მხოლოდ თქვენზე არის დამოკიდებული. თქვენს არჩევანზე პასუხისმგებლობა აიღეთ და გაუშვით ის, რასაც თქვენთვის სარგებელი არ მოაქვს. ბოროტება და ნეგატივი თქვენში არ შეუშვათ - ისინი თქვენს აზროვნებას „გააფუჭებენ“. ადამიანები ავანტიურისტული არსებები არიან და საკმარისი ძალა აქვთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.


წესი 9: ყველა პასუხი თქვენშია

თუ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა გსურთ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ. მერწმუმენთ, ეს შინაგანი ხმა თქვენ სწორ პასუხს მოგცემთ, უბრალოდ მისი მოსმენა და სწორად გაგება ისწავლეთ.

0
610
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
610
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0