x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"...ყველას ვერ მოსთხოვ, იყოს თუმანიშვილი....." - გუგა სამხარაძე

image
"არჩევნები ცოტა ხნით იქეთ იყოს და...ამ დღეებში წავიკითხე ჯუმბერ პატიაშვილის მემუარები - " ოცდასამი წლის შემდეგ". წავიკითხე ძალიან ყურადღებით, რადგან ჩვენი უახლესი ისტორიის უაღრესად საინტერესო პერიოდს ეხება. დიახ, საინტერესო წიგნია, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა მონაკვეთმა, უფრო ზუსტად - ერთმა აბზაცმა...ავტორი, ეხება რა თავის ურთიერთობას ქართველი ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებთან, წერს (ამწუთას წიგნი ხელმისაწვდომად არ მაქვს, ამიტომ ციტირება, შესაძლოა, ზუსტი ვერ იყოს, მაგრამ აზრს ნამდვილად ზუსტად გადმოგცემთ):

"ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები ხშირად მოდიოდნენ "ცეკაში" და გვთხოვდნენ, დავხმარებოდით ამა თუ იმ პრობლემის (მათ შორის - საყოფაცხოვრებო) მოგვარებაში...გამონაკლისი იყო მიხეილ თუმანიშვილი.

მას არასდროს მოუმართავს პირადი თხოვნით. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ შევიტყვეთ, რომ მას არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები ჰქონდა, შევთავაზეთ ახალი ბინა, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა...ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჩემი მუშაობის განმავლობაში ეს იყო ერთადერთი ამგვარი შემთხვევა.

თუმცა იგი ხშირად მოგვმართავდა თხოვნით და ჩვენ ვიცოდით - თუკი "ცეკაში" რეკავდა ან მოდიოდა თუმანიშვილი, ე.ი. თეატრს უჭირდა...არავითარი პირადული"...როდესაც ეს წავიკითხე, მაშინვე გამიელვა ერთმა კითხვამ - რამდენად სხვაგვარად წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, ქართველი საზოგადოების თუნდაც მხოლოდ 10 % რომ ცხოვრობდეს იმ პრინციპით, რომლითაც დიდი მაესტრო მიხეილ თუმანიშვილი ცხოვრობდა?.. მხოლოდ საზოგადოებრივი, არავითარი პირადული. არადა - ძნელია, ყველას ვერ მოსთხოვ...ყველას ვერ მოსთხოვ, იყოს თუმანიშვილი... - გუგა სამხარაძე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0