x
image
ზოგადი განათლება
ჰარვარდის უნივერსიტეტი: ''კვლევებმა გვიჩვენა, რომ კანაფის მოხმარებისგან ერთი თვით თავის შეკავება აუმჯობესებს მახსოვრობას ახალგაზრდებში''

ჰარვარდის უნივერსიტეტი: ''კვლევებმა გვიჩვენა, რომ კანაფის მოხმარებისგან ერთი თვით თავის შეკავება აუმჯობესებს მახსოვრობას ახალგაზრდებში''


image


მასაჩუსეტის გენერალური საავადმყოფოს (MGH) კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს დამოკიდებულება კანაფის მოხმარებასა და ახალგაზრდებში მეხსიერების ფუნქციების გაუმჯობესებას შორის.

კლინიკური ფსიქოთერაპიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ერთ-ერთი პირველია პერსპექტიული თვალსაზრისით, რომელიც ცვლის შეხედულებებს კოგნიტურ ფუნქციებსა და მათ ასოციაციებს კანაფის გამოყენებასთან დაკავშირებით.

''ჩვენი დასკვნები განპირობებულია ორ მნიშვნელოვან დამამტკიცებელ საბუთზე დაყრდნობით'' - ამბობს ფსიქიატრიის MGH დეპარტამენტის მედიცინის ცენტრის ნეიროფსიქოლოგიის დირექტორი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის ასისტენტ-პროფესორი, რანდი შტუსტერი.

''პირველი არის ის, რომ მოზარდები სწავლობენ უკეთესად, როდესაც ისინი არ იყენებენ კანაფს. მეორე კი არის ის კარგი სიახლე, რომ კანაფის ზემოქმედება არ არის მუდმივი და მისი ზემოქმედებიდან გამოსვლის შემდეგ ტვინი უკეთესად და სწრაფად მუშაობს.''

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საშუალო ასაკის მოზარდებში კანაფს იყენებს 13%-ზე მეტი. თუმცა ახალგაზრდების მომწიფების ასაკში ტვინის გარკვეული უბნები არის მგრძნობიარენი კანაფის მიმართ. ამავე ჯგუფის მიერ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის მომხმარებლები(16 წლის ან უფრო ახალგაზრდები) ძნელად ითვისებენ/სწავლობენ/იმახსოვრებენ ახალ ინფორმაციას.

მიმდინარე კვლევა არის პირველი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს არა მხოლოდ შემეცნებითი გაუმჯობესება, არამედ აბსტინენციისიც. კვლევაში მონაწილეობდა 16 დან 25-წლამდე ის 88 მოზარდი, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარდა კანაფს. ავტორები დამოუკიდებლად აკვირდებოდნენ მოზარდებს, რომლებმაც 30 დღით შეწყვიტეს კანაფის მიღება და მათ, რომლებმაც ჩვეულებრივ გააგრძელეს მოხმარება. შედარება რომ მაქსიმალურად ზუსტი ყოფილიყო ისინი ითვალისწინებდნენ: სწავლის ხარისხს, განწყობას, შემცნებას, კოგნიტურ აზროვნებას, მოტივაციას, კანაფის მოხმარების სიხშირესა და ინტენსივობას...

მონაწილეებს უტარდებოდათ თავიანთი აზროვნებისა და მეხსიერების რეგულარული შემოწმებები სწავლის პერიოდში. ასევე ხშირი შარდის ტესტები კანაფის აბსტინენციის გადამოწმების მიზნით, რომლებშიც შესაძლებელი იყო კანაფის გამოყენების შეწყვეტა და უწყვეტი გამოყენების ჯგუფის გამოვლენა.

შესწავლის პერიოდის განმავლობაში, შარდში კანაფის ბიომარკერის დონე სტაბილურად შემცირდა იმ ჯგუფში, რომლებმაც თავი შეიკავეს 30 დღით კანაფის მოხმარებისაგან. ბიომარკერის დონე უცვლელი დარჩა მეორე ჯგუფში(რომელიც განაგრძობდა ჩვეულებრივ კანაფის მიღებას).

შემეცნებითი გამოკვლევა ასკვნის, რომ კონკრეტული ახალი ინფორმაციის გაცნობა და გახსენება/დამახსოვრება გაუმჯობესდება მათთვის, ვინც შეწყვეტს კანაფის გამოყენებას და შედეგი თვალსაჩინო პირველივე კვირიდან აბსტინენციის პერიოდში იქნება. ხოლო მეორე ჯგუფში, რომლის წევრებიც სტაბილურად მოიხმარდნენ მას, არანაირი პროგრესი, მახსოვრობა და ტვინის უჯრედების გააქტიურება არ შეინიშნებოდა.

''ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი კანაფის მიღებას თავიდან აირიდებთ და რეგულარულად შეწყვეტთ, ეს გააუმჯობესებს სწავლასა და მასთან დაკავშირებული ფუნქციების მოქმედებას''

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0