x
image
ნათია ჩხობაძე
აშშ-ში ძაღლმა მეპატრონეს ესროლა - დაუჯერებელი ისტორიის დეტალები
აშშ-ში ძაღლმა მეპატრონეს თოფი ესროლა. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი-KRQE.

ინციდენტი მოხდა დონაია-ანაში, ნიუ-მექსიკოში. 74-წლის მონადირე სონი გილიგანი სატვირთო მანქანაში სამ ძაღლთან : ჩარლისთან, კოვბოისთან და სუკისთან ერთად იჯდა. ცხოველები იყვნენ უკანა სავარძელში, ხოლო იარაღიც იქვე იყო.

ძაღლმა სახელად ჩარლი, შემთხვევით გამოჰკრა სასხლეტს, ტყვია გავარდა სავარძლის გავლით და მონადირეს ზურგში მოხვდა. მიუხედავად მძიმე ტკივილებისა, მან შეძლო სამაშველო ეკიპაჟის გამოძახება. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნება გადაყვანილი.

დაშავებულის შვილმა, მარკმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მამამისი გარდაცვლილიყო, რომ არა მაშველების სწრაფი რეაგირება. მან ასევე განაცხადა, რომ სონი ყოველთვის ატარებს ძაღლებს სანადიროდ, უსაფრთხოების წესების დაცვაზე კი არც კი უფიქრია.


image

სონიმ გამოწერამდე განაცხადა, რომ ჩარლიზე გაბრაზებული არაა და ყველაფერი მისი ბრალია." მე ვგიჟდები მათზე, ისინი ჩემი ბიჭები არიან". სწორედ ასე მოიხსენიებს მათ სონი.
ინციდენტის შემდეგ, სამივე ძაღლი თავშესაფარში იმყოფებოდა, თუმცა სონიმ გამოწერამდე დაავალა, მარკს რომ ისინი გამოეყვანა "ციხიდან" .
სონის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები იტყობინებიან.
0
120
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0