x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დედამ გატაცებული შვილი 31 წლის შემდეგ დაიბრუნა
image

კანადელი ქალბატონი 1987 წლის შემდეგ პირველად შეხვდა საკუთარ შვილს.



ჯერმეინ მანი, რომელიც მაშინ ერთი წლის და ცხრა თვის იყო, დაიკარგა მამასთან შეხვედრის შემდეგ. ბიჭუნას ქალაქ ტორონტოს პოლიცია ენაგადმოგდებული ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდგომ ბიჭუნას და მამამისის ძებნაში ამერიკელი სამართალდამცველებიც ჩაერთვნენ, მაგრამ უშედეგოდ.



როგორც ახლახან გაირკვა, მამამ ბიჭუნა შეერთებულ შტატებში წაიყვანა, სადაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში სხვისი სახელით იმალებოდნენ. მამაკაცმა შეძლო ყალბი დაბადების მოწმობის შოვნა, რის მიხედვითაც ის და მისი შვილი ტეხასის შტატში დაბადებულები იყვნენ. მამამ ბიჭუნას უთხრა, რომ დედამისი გარდაიცვალა.


image

სიცრუე მხოლოდ 31 წლის შემდეგ გამოაშკარავდა, მას შემდეგ, როდესაც მამაკაცმა გადაწყვიტა ბინის დაქირავება სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე.


საბუთების შესწავლისას რეესტრის თანამშრომელს ეჭვი შეეპარა, რომ შესაძლოა, დოკუმენტები ყალბი ყოფილიყო, ფოტო სახის ამოცნობის სისტემაში გაატარეს, სადაც დაფიქსირდა კანადაში დაკარგული ბავშვის მამა.


ამის შემდეგ საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ, 66 წლის ალან მანი 26 ოქტომბერს ჰატფორდში(შტატი კონექტიკუტი) დააკავეს. ცრუსახელს ამოფარებულ მამაკაცს ელოდება კანადაში ექსტრადირება და სასამართლო - ადამიანის გატაცების გამო.


რაც შეეხება ჯერმეინს, რომელიც ამჟამად 33 წლისაა, ჩავიდა კანადაში და პირველად შეხვდა დედას. შეხვედრა ამაღლევებელი იყო.

image

"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობდი - ამბობს ჯერმეინის დედა, ლინეტ-მან ლუისი - მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ისაა ნამდვილად...და მე თქვი, "ღმერთო ჩემო, ჩემი შვილი", მათ რამდენიმე საათი ისაუბრეს, შემდეგ დედამ 31 წლის უნახავ შვილს სადილი მოუმზადა.



ასევე დაგაინტერესებთ

image

1
408
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
408
  
2018, 1 ნოემბერი, 16:24
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდის გავლაა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
0 1 1