x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
100 კილოგრამიანმა ქალმა პოლონელ ბიზნესმენს 120 000 $ გამოსძალა გაცნობის საიტიდან
image

ანასტასია ტიურტიმოვას ორი წელი მოუწვეს ციხეში ყურყუტი თაღლითობისთვის.




ანასტასია, რომლის წონაც 100 კილოგრამია, გაცნობის საიტზე თავს აი, ამ გოგოდ ასაღებდა - სახელად, კატია.

image


მოგწონთ?

image

imageimage

ასე მოეწონა გაცნობის საიტზე 51 წლის პოლონელ კომერსანტს ადამ პლოსკის "კატია" და იმდენად შეუყვარდა, რომ გადაწყვიტა მისი ცოლად მოყვანა.

image

ანასტასია ტიურტუმოვამ კი გადაწყვიტა, რაც შეიძლება ბევრი ფული დაეცინცლა მიამიტი კომერსანტისთვის.


მუმივად ფულის გამოგზავნას ითხოვდა, ხან, ვითომ დედის ოპერაციისთვის, ხან, საკუთარი ტრავმების მოსაშუშებლად ვითომ და მძიმე ავტოავარიის შემდეგ, ამასთანავე, პოლონელ ბიზნესმენს შეჰპირდა რუსეთში ნავთობის ბიზნესის წამოწყებას, გამოაგზავნინა ფული "საქმის ჩასაწყობად".


კატია-ადამის რომანი ორი წელიწადი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში თაღლითმა პოლონელ ბინზესმენს 8 მილიონი რუბლი დასცინცლა(დაახლოებით 120 000 აშშ$). ამ ხნის განმავლობაში ანასტასიამ იყიდა უცხოური ავტომობილი, სახლი ავეჯით გააწყო და არც კურორტებზე დასვენებას იკლებდა.


ერთ დღესაც ადამმა გადაწყვიტა
"კატიას" ფოტოს დაგუგვლა და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც გაირკვა, რომ მისი "საცოლე" სინამდვილეში იყო უკრაინელი ფოტომოდელი -"მის უჟგოროდი" ტატიანა ვოლოშჩუკი.

image

ამის შემდეგ პოლონელმა ბიზნესმენმა დაიქირავა კერძო დეტექტივი, რომელმაც გაარკვია "კატიას" ნამდვილი ვინაობა. იგი აღმოჩნდა 34 წლის ანასტასია ტიურტომოვა სოფელ კალიადან(ურალი). ქალი არასდროს ყოფილა გათხოვილი, მუშაობდა ბუღალტრად და არც კაცების ყურადღებით იყო განებივრებული, რადგან უზომოდ მსუქანი გახლდათ.

imageimage

ადამ პოლისკიმ პოლიციაში შეიტანა განცხადება, რის შემდეგაც ანასტასია ტიურტიმოვა დააკავეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აგრეთვე ქალს დააკისრა, სახელმწიფოს სასარგებლოდ 500 ათასი რუბლის გადახდა და დაზარალებულისთვის 8 მილიონი რუბლის ანაზღაურება.

image

- ჩვენ ვსაუბრობდით გრძნობებზე, ურთიერთობებზე, მქონდა შეგრძნება, ძალიან ჭკვიან, განათლებულ ადამიანს ვესაუბრებოდი. ღამით ჩვენ ვსაუბრობდით დოსტოევსკის, ტოლსტოის, ტარკოვსკის, ზვიგინცევის შესახებ. ძალიან დაინტერესებული ვიყავი. მინდოდა რუსეთის გაცნობა და კატიას მონახულება -დანანებით აღნიშნა პოლონელმა ბიზნესმენმა.

image


იხილეთ მსგავს თემაზე

image

ინტერნეტ-თაღლითობა გაცნობის საიტიდან:როგორ "გადააგდო" უკრაინელმა გოგონამ ყურებამდე შეყვარებული შოტლანდიელი

image

ალიონა ფედოროვსკაია-თაღლითთა ჩემპიონი გაცნობის საიტიდან

image

45 წლის ალფონსი ამერიკიდან ქალებს ხვდებოდა ჭამის გამო

image

40 წლის ჩინელი ქალი 6 თვე ცხოვრობდა ბოიფრენდთან, რომელიც ქალი აღმოჩნდა

image

ჰოლანდიელი მამაკაცი 10 დღე ელოდა აეროპორტში გოგონას გაცნობის საიტიდან

image

1
851
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
851
  
2018, 1 ნოემბერი, 15:12
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამმ ვებგვერდისს გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1