x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
,,უნდა იყოს ტანადი, თეთრი და ქალაქელი"-როგორ არჩევენ სარძლოებს ტაჯიკეთში
გათხოვდეს და მინიმუმ ორი შვილი გააჩინოს - ასეთია ტაჯიკეთში ქალების მომავალი. თუმცა, სანამ ბედნიერი მეუღლე და დედა გახდება, მან რთული და გრძელი გზა უნდა გაიაროს.

ბევრ ოჯახში ქორწილისთვის ჯერ კიდევ მაშინ იწყებენ მზადებას, როცა ბავშვი იბადება. ამ დღიდან იწყება მზითვის შეგროვება გოგოსთვის და ყალიმისა(საფასური, რომელსაც სასიძო ქალის მშობლებს უხდის) - ვაჟისთვის. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და სიღარიბისა, ტაჯიკები ცდილობენ ყველა საქორწილო ტრადიცია დაიცვან.

image

ტაჯიკეთში პატრიარქალური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერია. ახალგაზრდებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აირჩიონ თავისი მეორე ნახევარი. საცოლის შერჩევაში ახლაც, ისევე როგორც წინათ, მთელი ოჯახი და კლანია ჩართული. ჩაიხანასა თუ სადმე წვეულებაზე შეკრებისსას, უფროსები მსჯელობენ, ახალგაზრდებიდან ვისი გათხოვების თუ ცოლის მოყვანის დროა. იქვე განიხილება შესაფერისი კანდიდატურები და პოტენციურ საქმროსა თუ საცოლის მშობლებთან იწყება მაჭანკლების გაგზავნა.


მართალია, დღეს უამრავი გაცნობის თუ სოციალური საიტი არსებობს, სადაც მეორე ნახევრის პოვნაა შესაძლებელი, მაგრამ ტაჯიკეთში ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ უნდობლად უყურებენ და უპირატესობას ჯერ კიდევ ეროვნულ ტრადიციებს ანიჭებენ.

ამასთან, თანდათან მომრავლდნენ ისეთი ოჯახები, რომლებიც ყალიმზე, გამოსასყიდზე უარს ამბობენ, მაგრამ მზითვი ჯერ კიდევ რჩება ქორწილისთვის აუცილებელ ატრიბუტად. ამას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: ასე, ახალდაქორწინებულნი უფრო მომზადებულნი იწყებენ ოჯახურ ცხოვრებას.

ამ ტრადიციებს მოწინააღმდეგენიც ჰყავთ, რადგან ქორწილის შემდეგ ბევრ ოჯახს უზარმაზარი ვალი რჩებათ და მათ გასასტუმრებლად ზოგჯერ საზღვარგარეთაც მიდიან სამუშაოდ.

imageრამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ კანონიც კი მიიღო ეროვნული ტრადიციების, ჩვეულებებისა თუ დღესასწაულების მოსაწესრიგებლად. ამ კანონით მკაცრადაა გაწერილი ის წესები და მოთხოვნები, რომლებიც ქორწილში უნდა გაითვალისწინონ. ხელისუფლება დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, რომ ქორწილებზე და რელიგიურ ცერემონიებზე ფული დაზოგონ და ხარჯები სიძის და პატარძლის ოჯახებმა თანაბრად გაინაწილონ. ახალგაზრდებს სამედიცინო წიგნაკი უნდა ჰქონდეთ, მასში ასახული ჯანმრთელობის ისტორიით, არ უნდა დამალონ რაიმე დაავადება. კანონითაა ასევე განსაზღვრული ქორწილის ჩატარება, მოწვეულ სტუმართა რიცხვი. გამოსასვლელ დღეებში ზეიმი 8:00-დან 22:00-მდეა დაშვებული, სამუშაო დღეებში კი 18:00-დან 22:00-მდე.თავად ქორწილის აღნიშვნის ხანგრძლივობად 3 საათია განსაზღვრული.

imageტაჯიკეთში ნებისმიერმა სადედამთილომ იცის, სად შეიძლება კარგი სარძლოს პოვნა: პირველ რიგში, უმაღლესი ან სხვა საშუალო სასწავლებლების სტუდენტები განიხილებიან. მაგალითად, ქალაქ ხიჯანდში პოპულარულ სარძლოებად ითვლებიან ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები, მათ მოსდევს უცხო ენების ფაკულტეტი, მესამე ადგილზე კი სამედიცინო კოლეჯია.imageშესაძლოა, ასეთმა რიგითობამ გაგაკვირვოთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივია. ფილოლოგიურზე ის გოგონები აბარებენ, რომელთაც დიდი ამბიციები და სამომავლო გრანდიოზული გეგმები არ გააჩნიათ. ასეთი გოგონები მომავალში სკოლებში იმუშავებენ მასწავლებლებად ან დიასახლისები იქნებიან და ბავშვებს კარგად აღზრდიან. უცხო ენების ფაკულტეტზე პირიქით, ისინი აბარებენ, ვისაც კარიერის აწყობა უნდა, ამიტომ აქ საცოლეებს ძირითადად მდიდარი ოჯახები ეძებენ, რომელთა ვაჟებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან სწავლობენ. რაც შეეხება სამედიცინო ფაკულტეტს, აქაც შეძლებული ოჯახები ეძებენ სარძლოებს, რომელთაც უნდათ, რომ მათი ოჯახის ახალი წევრი არა მარტო განათლებული იყოს, არამედ შემოსავალიც გააჩნდეს. კიდევ ერთი ფაქტორია - ფინანსები. პირველ ორ სასწავლებელში სწავლის საფასური შედარებით იაფია. საცოლის შერჩევისას ოჯახები იმასაც ითვალისწინებენ, თუ სად სწავლობს გოგო და რამდენად დააწვება სწავლის გადასახადი მათ ოჯახს.

მიღებულია ლექტორ-მასწავლებლების გამოკითვაც, თუ როგორ სწავლობს სარძლოდ შეგულებული სტუდენტი, როგორი ყოფაქცევა აქვს, თავაზიანია თუ არა და ა.შ. გარეგნობას რაც შეეხება, კრიტერიუმები ასეთია: უნდა იყოს თეთრი(ანუ ღია ფერის კანი უნდა ჰქონდეს), ტანადი, მაღალი, ლამაზი, გრძელი შავი თმით და ქალაქელი.

რაც შეეხება სოფლებს, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველაფერი უფრო მარტივია. მოთხოვნებიც უფრო მოკრძალებულია. ადრე მშობლები არც ეკითხებოდნენ ქალიშვილს, სურდა თუ არა მათ მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინება, ახლა ეს წესი შედარებით დემოკრატიულია: ნიშნობამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ და ერთმანეთი კარგად გაიცნონ. თუმცა, გოგონებს პატარაობიდანვე ისე ზრდიან, რომ მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლას ვერ ბედავენ და მათთვის არასასურველ ქორწინებაზე მაინც თანხმობას იძლევიან.imageსაცოლის არჩევისას გადამწყვეტ როლს მისი მზითვი ასრულებს. რაც უფრო დიდია მზითვი, მით უფრო სასურველი სარძლოა გოგონა. მზითვის არქონამ ან მისმა სიმწირემ და მოკრძალებულმა საჩუქრებმა შესაძლოა სკანდალებიც კი გამოიწვიოს. ამჟამად ტაჯიკეთში მამაკაცებს სამუშაოს პოვნა უჭირთ, ამიტომ მდიდარ საცოლეებს ეძებენ. ხშირია შემთხვევები, როცა ქმარი სახლში ზის და ოჯახში შემომტანი ცოლია.imageტრადიციები ზოგჯერ მარაზმში გადადის. ზოგჯერ მამაკაცები მეუღლეს და დიასახლისს კი არა, მოსამსახურეს, ოჯახში დამხმარეს ეძებენ, რომელიც ვალდებულია, ქორწილზე გაწეული ხარჯი აანაზღაუროს და იმუშაოს. ტრადიციის თანახმად, მზითვი ყველას დასანახად უნდა გამოიფინოს, რომ სტუმრებმა ნახონ, რა ქონება ექნებათ ახალდაოჯახებულებს.

imageტაჯიკეთში ყველა ოჯახში იციან, თუ რომელ კლანს მიეკუთვნებიან. საბჭოთა პერიოდამდე აქ რამდენიმე კლანი ჩამოყალიბდა, რომლებიც თავს კეთილშობილებად მიიჩნევდნენ: ოია, მირზო, ხუჯა. ამ სამში ოია ყველაზე გავლენიან და კეთილშობილადაა მიჩნეული. ყველა დანარჩენი დაბალ კლასს-ომის მიეკუთვნება. შეიძლება ითქვას, რომ დღემდე, ყოველი კლანი საქორწინო კავშირს თავისივე კლანის წარმომადგენელთან ამყარებს. ომის წარმომადგენელი საცოლედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ ყოფილა.image
ოიას ოჯახებს კი თავისი ქალიშვილები არასოდეს მიუთხოვებიათ დაბალი კლასის წარმომადგენლებისთვის, რადგან ეს ღირსების შელახვად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო წლებში ეს სტერეოტიპები ნელ-ნელა იცვლება, რამდენადაც ომის წარმომადგენელ ბევრ ოჯახს აქვს უკვე სიმდიდრე და გარკვეული პოსტებიც უკავიათ, რის გამოც ოიას ოჯახები მათ “წარმომავლობას ივიწყებენ". მთავარი ხომ იმ ოჯახის სიმდიდრეა, სადაც მათი ქალიშვილი შედის. და თუ ამის გამო წარსულში ხშირად ნათესავებსაც კი აქორწინებდნენ ერთმანეთზე, დღეს ეს კანონით აკრძალულია.image

შედარებით დაბალი ფენების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დღესასწაულებზე მასობრივი ქორწილი ეწყობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს.

1
237
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
237
  
2018, 1 ნოემბერი, 16:25
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდისს გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
0 1 1