ფეხბურთი როგორი მოლოდინია ბოლნისელთა ბანაკში დილასთან მატჩის წინ 2018, 1 ნოემბერი, 12:11 3 ნოემბერს 15:00 საატზე ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება "მიხეილ მესხი 2"-ზე, სადაც ერთმანეთს ნომინალური მასპინძელი ბოლნისის სიონი და გორის დილა დაუპირისპირდებიან.
ამ მომენტისთვის სიონს 25 ქულით მე-8 ადგილი უკავია და ფლეი-აუტის ზონაში, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალიან კარგი შანსი უჩნდება იმისა, რომ ლიგა 1-ში ადგილი ყოველგვარი გადათამაშების გარეშე დაიბევოს.
ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი მოლოდინი აქვთ ბოლნისელ ფეხბურთელებს დილასთან მატჩის წინ და რამდენიმე მათგანს კომენტარი ვთხოვეთ:
ვილი ისიანი: " გორი ძალიან კარგი გუნდია, სადაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, ისინი ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან, ჩვენ კი სხვაგვარი მიზანი გვაქვს. ვფიქრობ, წინ ძალიან მძიმე თამაში გველოდება. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ფლეი-აუტის ზონას აუცილებლად თავი უნდა დავაღწიოთ. სიონის მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება, რადგან რუსთავთან ჩამორჩენა შევამციროთ. პლუს, შემდეგი მატჩი სწორედ რუსთავთან გვაქვს და საჭიროა ამ მნიშვნელოვან შეხვედრას კარგ განწყობაზე შევხვდეთ.
გიორგი დათუნაიშვილი: " ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. ვცდილობთ, ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ და დილასთან მატჩიში 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. დილა საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ დღეს საქართველოში არ მეგულება ისეთი გუნდი, ვისი დამარცხებაც შეუძლებელია. ასე, რომ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისათვის და ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. " 43 შეფასება არ არის
|