x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი მოლოდინია ბოლნისელთა ბანაკში დილასთან მატჩის წინ
3 ნოემბერს 15:00 საატზე ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება "მიხეილ მესხი 2"-ზე, სადაც ერთმანეთს ნომინალური მასპინძელი ბოლნისის სიონი და გორის დილა დაუპირისპირდებიან.

ამ მომენტისთვის სიონს 25 ქულით მე-8 ადგილი უკავია და ფლეი-აუტის ზონაში, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალიან კარგი შანსი უჩნდება იმისა, რომ ლიგა 1-ში ადგილი ყოველგვარი გადათამაშების გარეშე დაიბევოს.

ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი მოლოდინი აქვთ ბოლნისელ ფეხბურთელებს დილასთან მატჩის წინ და რამდენიმე მათგანს კომენტარი ვთხოვეთ:

ვილი ისიანი: " გორი ძალიან კარგი გუნდია, სადაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, ისინი ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან, ჩვენ კი სხვაგვარი მიზანი გვაქვს. ვფიქრობ, წინ ძალიან მძიმე თამაში გველოდება. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ფლეი-აუტის ზონას აუცილებლად თავი უნდა დავაღწიოთ. სიონის მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება, რადგან რუსთავთან ჩამორჩენა შევამციროთ. პლუს, შემდეგი მატჩი სწორედ რუსთავთან გვაქვს და საჭიროა ამ მნიშვნელოვან შეხვედრას კარგ განწყობაზე შევხვდეთ.


გიორგი დათუნაიშვილი: " ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. ვცდილობთ, ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ და დილასთან მატჩიში 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. დილა საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ დღეს საქართველოში არ მეგულება ისეთი გუნდი, ვისი დამარცხებაც შეუძლებელია. ასე, რომ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისათვის და ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. "

image

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0