x
image
_K_
რატომ არ სჭირდება დღევანდელ სამყაროს თანასწორობა - 5 რეალური მიზეზი
image

დღეს მსოფლიოს თანასწორობაზე მეტად სამართლიანობა სჭირდება. მართალია, სიტყვები "თანასწორობა" და "სამართლიანობა" ხშირად ერთსა და იმავე კონტექსტში გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში მათ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. თანასწორობა ნიშნავს, ყველას თანაბრად, ერთნაირად მოექცე, სამართლიანობა კი ნიშნავს, მისცე ყველას ის, რაც სჭირდება წარმატებისთვის.


იმის გამო, რომ თანასწორობასა და სამართლიანობას შორის საზღვრების დადგენა არც ისე მარტივია, სტატიაში 5 მარტივ მაგალითზე განვიხილავთ ამ ყველაფერს.








ყველას აქვს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარე.

ალპინისტისა და მოჭადრაკის ჭადრაკში ან მთაზე ასვლაში შეჯიბრება თანასწორი ჩანს, მაგრამ სამართლიანი არაა. ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ არ შეიძლება, სხვისი სისუსტე თქვენს ძლიერ მხარეს შეადაროთ.


image








მოექცე ადამიანებს სამართლიანად, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოექცე მათ თანასწორად.

არათანასწორი საზოგადოებისთვის თანასწორი შესაძლებლობების მიცემა სამართლიანი არაა, სუსტს და ძლიერსაც თავისებური დახმარება სჭირდება; მაგალითად, ავადმყოფი ადამიანის მოთხოვნილებები და საჭიროებები სრულიად განსხვავდება ჯანმრთელისგან. ამ მოსაზრებას მხარს უჭერდა კარლ მარქსიც, რომელიც ამბობდა: "ყველას მოეთხოვება თავისი უნარის შესაბამისად, ყველას უნდა მიეცეს თავისი საჭიროებების შესაბამისად".

image








თანასწორობა უტოპიურ საზოგადოებაშიც ვერ მიიღწევა.

მართალია, კარგი იდეაა, მაგრამ უტოპიის შექმნა ყველა ადამიანისთვის შეუძლებელია. იმიტომ კი არა, რომ დასაწყისში იქნება რთული, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია თანასწორი შედეგის გარანტია მოგცენ. გარდა ამისა, ყველა ადამიანის იძულებით თანასწორად გახდომამ შესაძლოა საზოგადოებაში განსხვავებულობა მოსპოს.

პროფესორები, ლიზე ბორდო-ლეპაჟი და ჟან-მარი ჰურიოტიც ფიქრობენ, რომ უტოპიურ საზოგადოებაში სამართლიანობა ვერ მიიღწევა, რადგან წესები, რომლითაც უტოპია უნდა შეიქმნას, უკვე ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სამართლიანობის ცნებებს.

image








ადამიანებს მოტივაციას თანასწორობა კი არა, სამართლიანობა აძლევს.

მოვიყვანოთ ქარხანაში წარმოებული სანათების მაგალითი. თანასწორობა ნიშნავს, ყველას თანასწორად გადაუხადონ, მიუხედაად იმისა, ვინ რამდენ და რა ხარისხის სანათს აწარმოებს. ასე რომ იყოს, მუშები მუშაობის ინტერესს დაკარგავდნენ, რადგან კარგად გაკეთებული საქმისთვის ვერ წახალისდებოდნენ. მეორე მხრივ, თუ მუშებს მათი მონდომებისა და ხარისხიანად გაკეთებული საქმის მიხედვით გადაუხდიდნენ, მათ მუშაობის ინტერესი ექნებოდათ და მეტს მოინდომებდნენ.

image








ადამიანები ეგუებიან უთანასწორობას, თუ ის სამართლიანია.

ფსიქოლოგებმა, ალექს შოუმ და კრისტინა ოლსონმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ამ მოსაზრების დასამტკიცებლად. შეკრიბეს 6-დან 8 წლამდე ბავშვები და უთხრეს 2 ბიჭის - მარკისა და დენის შესახებ, რომლებიც ოთახს ალაგებდნენ. ჯილდოდ დენი და მარკი სხვა ბავშვებისგან საშლელებს იღებდნენ, მაგრამ სულ 5 საშლელი იყო, ამიტომ მათი თანაბრად გაყოფა 2 ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. ბავშვები ამჯობინებდნენ, მეხუთე საშლელი გადაეგდოთ, ვიდრე არათანასწორად გაეყოთ იგი. ისინი ისევ ასე მოიქცნენ, როცა უთხრეს, რომ დენსა და მარკს არ ეცოდინებოდათ, რამდენ საშლელს მიიღებდა მეორე.

ჩანს, თითქოს ამ ექსპერიმენტში თანასწორობისკენ მიდრეკილება იკვეთება, მაგრამ უფრო მეტად ბავშვები სამართლიანობას ითხოვდნენ. როცა ისინი მეხუთე საშლელს აგდებდნენ, ფიქრობდნენ, რომ მარკი და დენი ოთახის დალაგებაში თანაბარ ძალისხმევას დებდნენ; ხოლო როცა მკვლევრები ეუბნებოდნენ, რომ დენმა მარკზე ბევრი იშრომა, ბავშვები თავისუფლად, კომფორტულად აძლევდნენ სამ საშლელს დენს და ორს - მარკს. ასე რომ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვებისთვის მისაღები იყო უთანასწორობა, თუ ის იქნებოდა სამართლიანი.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ექსპერიმენტი: რა ხდება, როცა ბიჭები და გოგონები 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასებში სწავლობენ

image


2. როგორ შეიცვლება მსოფლიო, თუ ყველა ადამიანი ვეგანი გახდება

image

3. ვის სახელებს ატარებს თბილისის მეტროსადგურები - საინტერესო ისტორიები

image


1
602
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
602
  
2018, 1 ნოემბერი, 15:12
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდისს გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1