x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანენერბე - წინაპართა მემკვიდრეობა
image


ანენერბე (გერმ. Ahnenerbe) გერმანიის უძველესი ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის შესწავლის გერმანელთა საზოგადოება. დაახლოებით ასე ჟღერს...

ორგანიზაცია არსებობდა გერმანიაში 1935-1945 წლებში, ეს ორგანიზაცია ისტორიის, ტრადიციებისა და გერმანული რასის მემკვიდრეობას შეისწავლიდა და მიზნად ისახავდა მესამე რეიხის სახელმწიფო აპარატის ოკულტო_იდეოლოგიური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

დღესდღეობით ითვლება, რომ ფაშიზმის იდეოლოგიას ფუძე ჩაუყარა საიდუმლო საზოგადოებებმა, ნაცისტური სახელმწიფოს წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე, მაგრამ ეს მსოფლხედველობა აქტიურ ძალად იქცა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ.


დავიწყოთ მე_19 საუკუნის ბოლოდან. ზუსტად მაშინ იყო წასული ხანგძლივ მოგზაურობაში ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში, ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარი თეოდორ ჰაგენი. ამ მოგზაურობის მიზანი კი იყო ეზოთერული ცოდნის მოპოვება რომელიც გამოიყენებოდა თვით ამ ორდენის შექმნისას, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიკარგა. ჰაგენმა უკან დაბრუნებისას თან ჩაიტანა უძველესი მანუსკრიპტების დიდი რაოდენობა, რომელთა შინაარსი ამოუხსნელი რჩებოდა. წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეკვეთა მისცა ახალი ბარელიეფის დამზადებაზე, რომელთა საფუძველი იყო სვასტიკა - მსოფლიოს წრიული ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი. (საინტერესო დამთხვევა: ლამბახის მონასტრის კედელზე სვასტიკის გამოჩენის პერიოდში მათ გუნდში გალობდა ერთი ბიჭი, სახელად ადოლფ შიკლგრუბერი.)


image


თეოდორ ჰაგენის სიკვდილის შემდეგ 1898 წელს მათთან გამოჩნდა იორგ ლანს ფონ ლიბენფელსი. რატომღაც ეს საიდუმლო მანუსკრიპტები მის განკარგულებაში აღმოჩნდა. თვითმხილველები იხსენებდნენ რომ ლიბენფელსმა რამდენიმე თვე მონასტრის ბიბლიოთეკაში გაატარა და მხოლოდ მცირეოდენი საკვების მისაღებად გამოდიოდა გარეთ, თანაც ის არავისთან კონტაქტობდა. ის ძალიან აღელვებულად გამოიყურებოდა, თითქოს უდიდესი აღმოჩენით გაოცებული.


მის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე მან ჩამოაყალიბა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც ახალი ტაძრის ორდენი ეწოდა.

1947 წელს ლიბენფელსი დაწერს, რომ სწორედ მან მოიყვანა ჰიტლერი ხელისუფლებაში. ახალი ტაძრის ორდენი გახდა ოკულტური მიმდევრობის ცენტრი. მას უწოდეს "ვიენაი". ამავე მიმდევრობას ეკუთვნოდა გვიდო ფონ ლისტის ორდენი, რომელიც დაარსდა 1908 წელს. ლისტის საზოგადოებაში შეიქმნა შიდა წრე - არმანენორდენი. მას ლისტი თვლიდა მთელი ორგანიზაციების ჯაჭვად, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს საიდუმლოების ესტაფეტას გადასცემდნენ.

ნაშრომი "ინდო-გერმანელთა მისტერიული ენა" ლისტი წერდა გერმანელთა ტრადიციებზე, გამონაკლის სულიერებაზე და წინაპართა სიბრძნეზე, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ უძველეს კონტინენტზე - არქტოგეაზე. წიგნში მოთავსებული იყო ამ ლეგენდარული მიწის რუკა, დედაქალაქით "ტულე".


ვენაში ახალგაზრდა ჰიტლერი შეხვდა ლისტს. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ ორდენის ერთ ერთი აქტივისტი ქალი მატილდა ლიუდენდორფი, პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანული გენშტაბის უფროსის მეუღლე იყო. დღემდე შემონახულ არმანორდენის დოკუმენტებში არის მრავალმხრივი რეზოლუციები გერმანულ გენერალიტეტში ვიენაის იდეების გავრცელების შესახებ.

1912 წელს შეიქმნა გერმანორდენი, თავისი სხვადასხვა სტრუქტურებით, რომლებიც ვიენაის იდეებს ქადაგებდა, მათ შორის გვიდო ფონ ლისტის ორდენი. გერმანორდენის ერთ ერთმა წევრმა რუდოლფ ფონ ზებოტტენდორფმა 1918 წელს მიუნხენში დაარსა ამ ორდენის ფილიალი - ტულეს საზოგადოება. (ლეგედარული არქტიკული ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდებით. ასე ვთქვათ კაცობრიობის აკვანი) ოფიციალურად მისი მიზანი იყო ძველი გერმანული კულტურის შესწავლა, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანი უფრო სიღრმისეული იყო.


1918 წლის ოქტომბერში ზებოტტენდორფმა დავალება მისცა თავის თანამოაზრეებს კარლ ხარერუსა (სპორტული ჟურნალისტი) და ანტონ დრეკსლერს (ზეინკალი) დაეარსებინათ მუშათა წრე. მოგვიანებით ის გადაკეთდა (Deutsche Arbeiterparrei - გერმანელ მუშათა პარტიად). ვეტერანი (ყოფილი ეფრეიტორი) ადოლფ ჰიტლერი გაერთიანდა ამ პარტიაში მეშვიდე ნომრად.

ტულეს საზოგადოების სიებში მის მოპირდაპირედ დგას ნიშანი "სტუმარი". მალე ტულეს თეორიტიკოსთა იდეებმა ანარეკლი ჰპოვა მის წიგნში "ჩემი ბრძოლა".

როგორც ცნობილია თავის პროგრამული წიგნი ჰიტლერმა დაწერა ლანდსბერგის ციხეში, სადაც ის რუდოლფ ჰესთან ერთად იჯდა "ლუდის პუტჩის" ჩავარდნის შემდეგ. საინტერესოა, ის რომ პუტჩამდე ჰესი მუშაობდა მიუნხენის უნივერსიტეტში ასისტენტად პროფესორ ჰაუსჰოფერთან.


საუკუნის დასაწყისში კარლ ჰაუსჰოფერი მსახურობდა სამხედრო ატაშედ იაპონიაში. გადმოცემით ის ამ ქვეყანაში გაერთიანდა მწვანე დრაკონის საიდუმლო ორდენში. მოგვიანებით მე_20 საუკუნის 10_იან წლებში მის წინ გაიღო ბუდისტური მონასტრების კარებები ლჰასში (ყვითელი ქუდები).

პირველი მსოფლიო ომის წლებში ჰაუსჰოფერმა გენერლის წოდებამდე მიაღწია. მისი კოლეგები გაოგნებულები იყვნენ მისი წინასწარმეტყველებით სამხედრო ოპერაციების ანალიზისას. ითვლებოდა, რომ მან ეს თვისება განავითარა აღმოსავლეთის რჩეულებთან ურთიერთობისას.

ომის შემდგომ პერიოდში ჰაუსჰოფერმა თავი მეცნიერებას მიუძღვნა. ლუდის პუტჩის ჩავარდნის შემდეგ ჰაუსჰოფერი თითქმის ყოველდღე მიდიოდა ციხეში არასანდო რეპუტაციის მქონე ორი ახალგაზრდის სანახავად.


image


საინტერესო დეტალი: ჰაუსჰოფერი დაახლოებული იყო ტულეს საზოგადოებასთან. როგორც გვახსოვს ნაცისტური პარტია გახდა მისი პოლიტიკური ფილიალი. ზუსტად პუტჩის შემდგომ ორდენის რუხმა კარდინალებმა გააკეთეს თავისი არჩევანი. ფიურერი იქნება ჰიტლერი. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ჰიტლერი? იხრება მისტიკისკენ, ესეიგი შესაძლებელია მისი შთაგონება. ახასიათებს მედიუმის ნიშანთვისება და შეუძლია ზემოქმედება აუდიტორიაზე. იდეალურად ეთავსება ყველა ოკულტისტისათვის ტრიადას. მაგი ზემოქმედებას ახდენს მედიუმზე, ხოლო ის კი კოლექტიური ცნობიერიდან იძახებს ომისა და სისხლის დემონებს.


1944 წელს ჰიტლერზე თავდასხმისას მოკლეს ჰაუსჰოფერის შვილი ალბერტი. მას ჯიბეში უპოვეს სისხლიანი წერილი, რომელშიც უცნაური ლექსი ეწერა, რომელიც სიტყვა-სიტყვით დაახლოებით ასეთი იყო: "ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, რომ შევაგდოთ დემონი მის ქვესკნელში. მამაჩემმა გატეხა (გახსნა) ბეჭედი და ვერ იგრძნო მისი სუნთქვა. მან გამოუშვა დემონი სამყაროში (დედამიწაზე).

უფრო მოგვიანებით ნიურნბერგის პროცესზე ჰესი ვითომდა ამნეზიაში მყოფი ვერ ცნობდა თავის მასწავლებელს. 1946 წლის 14 მარტს პროფესორმა მოკლა თავისი ცოლი მარტა და თავიც მოიკლა სამურაის რიტუალის შესაბამისად.

იდეები მისტიკური სიბრტყიდან უცებ გადავიდა სამეცნიერო სიბრტყეში. 1934 წლის რასათა კანონი თითქოსდა პირდაპირ გადაწერილია გერმანორდენის დოკუმენტებიდან. თავისი პრაქტიკული ნაწილიდან კანონი მოუწოდებდა განიდევნონ სახელმწიფო აპარატიდან, ადვოკატურიდან, ჟურნალისტიკიდან, სამედიცინო სფეროდან, კულტურის სფეროდან და ხელოვნებიდან არაარიელები, განსაკუთრებით ებრაელები.


ზოგიერთი, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გამოსვლების დროს ჰიტლერი აკეთებდა დამახასიათებელ ჟესტებს - მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები, ზუსტად ასე არის აღწერილი ორდენის დოკუმენტებში მაგისტრის რიტუალური ჟესტი. ის შეესატყვისება რუნიკულ ნიშანს "ლაკ", რაც ნიშნავს "ორმაგ ნაჯახს" - ძალაუფლების სიმბოლო.


image


მაგისტრის ჟესტი - მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები არის სიკვდილისა და აღორძინების სიმბოლო, რომელიც გამოიყენებოდა მიცვალებულთა გამოძახების რიტუალში, მაგრამ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეიხის ზედა ეშელონების წარმომადგენელთა დამოკიდებულება მისტიკასთან გარეგნულად შეიცვალა.

ამ ცვლილებათა სიმბოლო გახდა ერთი ნიუანსი, რომელზეც ყურადღების მიქცევა შესაძლებელი გახდა "ანენერბეს" საარქივო დოკუმენტებიდან გამომდინარე.

ბევრი მათგანი იყო ორდენის შავი ნამუშევარი სიმბოლოებზე და ყველა მათგანზე სვასტიკა გამოისახებოდა მარჯვენა მხრივად, ხოლო სვასტიკა რომელიც რეიხის თავზე ააფრიალეს აღმოჩნდა ამოტრიალებული მარცხენა მხრივ.


1935 წელს SS_ის წევრებს აუკრძალეს გერმანორდენის რიგებში გაწევრიანება, შემდგომ დროში კი მან საერთოდ შეწყვიტა არსებობა. "ათასწლეულის იმპერიის" იერარქებს შორის დამკვიდრდა აზრი, რომ მსგავსი სტრუქტურების მოღვაწეობა ინსპირირებულია ებრაელთა "მიწისქვეშა" მოძრაობის მიერ. მალე SS_იდან გადინება დაიწყო მრავალმა თეორიტიკოსმა, რომლებიც რეიხის წარმოქმნას სათავეში ედგნენ. სატანისტური ძალებით არ სარგებლობენ, მას ემსახურებიან ან უბრალოდ იღუპებიან.


მოგვიანებით 1935 წელს დაარსდა ელიტური მისტიური ორდენი "ანენერბე" (Ahnenerbe - წინაპართა მემკვიდრეობა), რომელიც 1939 წელს ჰიმლერის ინიციატივით გახდა მთავარი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურა SS_ის ფორმატში, რომელსაც თავის განკარგულებაში ათობით კვლევითი ინსტიტუტები ჰქონდათ. ანენერბეს საზოგადოება დაკავებული იყო უძველესი ცოდნის მოპოვებით, რომლებიც ხელს უწყობდა უახლესი ტექნოლოგიების მიღწევაში. მაგიური მეთოდებით ემართათ ადამიანთა აზროვნება, ჩაეტარებინათ გენეტიკური მანიპულაციები ზეადამიანის გამოსაყვანად.


იდეოლოგიური საფუძველი "ანენერბეს" ჰერმან ვირტმა ჩაუყარა, რომელმაც 1928 წელს გამოსცა წიგნი "კაცობრიობის წარმოშობა". ის ამტკიცებდა რომ კაცობრიობას სათავეში ორი პროტორასა ედგა: ნორდიკული - სულიერი რასა ჩრდილოეთიდან და გონდვანური - შეუცვლადი ინსტიქტებით შეპყრობილი სამხრეთის რასა. ვირტი ამტკიცებდა, რომ ამ რასათა შთამომავალნი გაბნეულები არიან სხვადასხვა თანამედროვე ერებში.

1933 წელს მიუნხენში ჩატარდა ისტორიული გამოფენა სახელად "Ahnenerbe". მისი ორგანიზატორი იყო პროფესორი ჰერმან ვირტი. ამ გამოფენის ექსპონატებს შორის იყო ძველი რუნიკული და პროტორუნიკული დამწერლობა. ზოგიერთ მათგანს ვირტი 12 000 წლით ათარიღებდა. მათ მოიპოვებდნენ პალესტინაში, ლაბრადორის ქვაბულებში, ალპებში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვირტის გამოფენას თვით ჰიმლერიც ეწვია. ის აღფრთოვანებული იყო დასკვნების "სანახაობით" ნორდიკული რასის უპირატესობით.

ამ დროისთვის SS_ი რომელიც გამოიჩეკა პარტიის პატარ პატარა დაცვის ჯგუფებისაგან, გადაიზარდა ბელადთა დამცველად. აქ უკვე ცდილობდნენ თავზე აეღოთ ნორდიკული რასის გენეტიკური, სულიერი და მისტიური დაცვის ფუნქცია. ამისათვის კი საჭირო იყო განსაკუთრებული ცოდნა. ამ ცოდნას კი ისინი წარსულში ეძებდნენ. 1935 წელს SS_ის რეიხსფიურერის, ჰიმლერის რასოლოგ რიხარდ ვალტერ დარესასა და ჰერმან ვირტის ინიციატივით დაარსდა "ანენერბე", რომლის შტაბ ბინა მდებარეობდა ვაიშენფელდში (ბავარია).

სიამოვნებით იხსენებდნენ ლეგენდას გრაალის თასზე, რომელიც სამყაროზე ძალაუფლების მომცემი იყო. მას უყურებდნენ არა როგორც უბრალოდ ლამაზ ლეგენდას. ჰიტლერიც არ გამორიცხავდა, რომ გრაალი არის ქვა რუნიკული წარწერებით, რომელიც შეიცავს არაადამიანურ, არამიწიერ დაკარგულ ცოდნას. მოგვიანებით SS_ელებმა გრაალის თასის აქტიური ძებნაც კი დაიწყეს. ერთი ხანობა ხმაც გავრცელდა თითქოსდა იპოვეს კიდეც თასი, მაგრამ ის არ დადასტურდა. ამ ექსპედიციას ოტო რანი ხელმძღვანელობდა, რომელიც 1938 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.


1935 წლის ბოლოს ვირტი საშინაო პატიმრობაში მოაქციეს. ის პატიმრობაში ჰყავდათ ომის დასრულებამდე. 1937 წლიდან საზოგადოების თავმჯდომარე ჰიმლერი გახდა, კურატორი ვალტერ ვიურტსი და გენერალური მდივანი კი ისტორიკოსი ვოლფრამ ზივერსი. "ანენერბე" იმდენად წარმატებულად მოქმედებდა, რომ 1939 წელს ჰიმლერმა ეს ინსტიტუტი SS_ის შემადგენლობაში შეიყვანა, ხოლო მათი ხელმძღვანელები რეიხსფიურერის პირად შტაბში შევიდნენ. უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით რეიხის სამხედრო მოთხოვნებთან დაკავშირებით 1940 წელს "ანენერბეში" შეიქმნა სამხედრო კვლევათა ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა ვოლფრამ ზივერსი. სამხედრო კვლევათა ინსტიტუტი გაერთიანდა ენტომოლოგიის განყოფილებასთან და მცენარეთა გენეტიკის ინსტიტუტთან. ამ ინსტიტუტში შედიოდა რამდენიმე ორგანიზაცია.

მათემატიკის განყოფილება. ხელმძღვანელი - ბოზეკ კარლ ჰაინცი. მას ეხმარებოდა 25 ასისტენტი, რომლებიც ორანიენბურგის საკონცენტრაციო ბანაკებიდან ჰყავდა არჩეული.

პეკტრინის კვლევები. კვლევებს აწარმოებდა დოქტორი პლატნერი. SS_ის შტუნბარფიურერი და ლეიფციგის უნივერსიტეტის ლექტორი. კვლევები მობილიზებული იყო პეკტრინისა და გლუტამინის მჟავის, სისხლის შედედების უზრუნველყოფის კლინიკურ საშუალებად გამოყენებისათვის. პლეტნერის ასისტენტი იყო ქიმიკოსი დოქტორი რობერტ ფეიკსი (ებრაელი) დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი. მეორე ასისტენტი პატიმარი დიპლომირებული ინჟინერი ბრომი, ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი.

ექსპერიმენტებს სიმსივნის (კიბოს) კვლევებისათვის ატარებდა პროფესორი ჰირტი ტიურინგის უნივერსიტეტიდან, პარტიის და SS_ის წევრი. ითვლება, რომ ჰირტმა პირველმა შეძლო სიმსივნური უჯრედის გამოყვანა და მან ასევე მოახერხა ამ უჯრედის განადგურება მისი მკურნალობის მეთოდის გამოყენებით.

ქიმიური ომის პრობლემების გამოკვლევები მიმდინარეობდა პროფესორ ბრანდტომთან (ის ჰიტლერის ერთ ერთი პირადი ექიმი იყო) და პროფესორ ბიკკენბახომთან ერთად. ასე იქნა აღმოჩენილი რომ გაზით LOST მოწამლულთა მკურნალობა შესაძლებელი იყო ვიტამინური დიეტის გამოყენებით.

ადამიანზე დაბალი ტემპერატურის ზეგავლენის ექსპერიმენტებს ატარებდა დოქტორი ზიგმუნდ რაშერი (შვაბინგერის საავადმყოფოში) მიუნხენის გოსპიტალი. რაშერი იყო SS_ის წევრი და გერმანული საჰაერო ძალების საშტაბო ექიმი. ის თვლიდა, რომ კვლევები საჰაერო სიმაღლის გავლენაზე მფრინავებზე გაჩერებული იყო ერთ ადგილზე და ამ კვლევების გასაგრძელებლად საჭირო იყო ცოცხალი ადამიანების მონაწილეობა, რაც მან მიიღო კიდეც.

ამ ექსპერიმენტების განსახორციელებლად მიუნხენიდან დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადასროლილი იქნა სპეციალური ბაროკამერები, სადაც ჰაერს ამოტუმბავდნენ ზუსტად ისე, რომ მიახლოვებული ყოფილიყო დიდ სიმაღლეებზე ფრენის დროს უჟანგბადობისა და დაბალი წნევის რეალურ პირობებთან. როგორც ცნობილი გახდა "ექიმთ პროცესიდან" ამ ექსპერიმენტებში მონაწილეობა მიაღებინეს დაახლოებით 200_მდე პატიმარს, აქედან 80 პირდაპირ ბაროკამერაში მოკვდა, დანარჩენები კი შემდგომ დროში დახვრიტეს, რათა არავისთვის მოეყოლათ ის, რაც იქ ხდებოდა.


image


მალე რაშერმა დაიწყო ექსპერიმენტები ადამიანის გაყინვაზე, რაც ასევე მოიაზრებდა პატიმართა გამოყენებას. ადამიანებს ცდიდნენ ორი მეთოდით: ადამიანებს ათავსებდნენ რეზერვუარში, რომელშიც გაყინული წყალი იყო ან მთელი ღამით ტოვებდნენ გარეთ თოვლში. ყველაზე ძლიერმა ყინულოვან წყალში 100 წუთი გასძლო, ხოლო სუსტმა - 53 წუთი. როგორც კი მზად იყო "ფატალური ცხრილი" მან ჰიმლერისგან მიიღო ბრძანება - ესწავლათ გაყინული ადამიანების უკან დაბრუნება ანუ გაცოცხლება. სულ ამ ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა 300 პატიმარი, აქედან 90 დაიღუპა, ნაწილს ფსიქიური შეშლილობა დაემართა, ხოლო დანარჩენები გაანადგურეს.


დღესდღეობით შეიძლება ფიქრი, რომ ეგრედწოდებული "ნების ახალი კონცეფცია" აქტიურად მუშავდება უაღრესად გასაიდუმლოებულ სამხედრო_სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც პრაქტიკული გზით ხდებოდა "ზეადამიანის" ღირსების გარკვევა.

ასევე ცდები ტარდებოდა ცოდნის არატრადიციული მეთოდებით მოპოვებაზე, ჰალუცინოგენური ნარკოტიკების გამოყენების გზით, ტრანსის მდგომარეობაში ან უმაღლეს ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობით. ანენერბეს ერთ ერთ წამყვან სპეციალისტად შავი მაგიის დარგში ითვლებოდა კარლ მარია ვილლიგუტი. მას "ჰიმლერის რასპუტინს" უწოდებდნენ, ვინაიდან დიდი გავლენა ჰქონდა ნაცისტების ზედა ეშელონებზე. 1936 წლის SS_ხელმძღვანელთა ოფიციალურ სიებში ის ფსევდონიმით ფიგურირებდა, გრუპენფიურერ ვაისტორომი (ძველგერმანული ღმერთის ერთ ერთი სახელი).


image


ვილლიგუტი - ითარგმნება, როგორც "ნების ღმერთი". არიოსოფთა ტერმინოლოგიის მიხედვით ის არის "დაცემული ანგელოზის" სინონიმი. ანუ საუბარი მიდის "უმაღლეს ძალებზე" - დემონებზე, რომლებმაც დედამიწაზე იმქვეყნიური ცოდნა მოიტანეს.

პირველად ამ გვარის გერბი (შიგნით ორ სვასტიკას მოიცავდა) დაფიქსირდა მე_18 საუკუნის ხელნაწერებში. თანაც ის პრაქტიკულად იდენტურია მანჯურიის შუა საუკუნეების მმართველთა გერბთან. ვილლიგუტები თაობიდან თაობაზე გადასცემდნენ საიდუმლო ცხრილებს უძველესი დამწერლობით. ისინი მოიცავდნენ რაღაც წარმართულ რიტუალებს. ამის გამო დაედოთ მათ პაპის წყევლა შუა საუკუნეებში.

ისინი უარყოფდნენ ყველა წინადადებას ამ ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით, თითქოსდა ელოდნენ, რომ ოდესღაც მათი დროც დადგებოდა. ის აოცებდა ჰიმლერს თავის გამოცხადებებით. მან ერთგვარი მანტრაც კი შექმნა ამ გამოცხადებების.

1939 წელს ის ჩამოშორდა საქმეებს და მარტო ცხოვრობდა. გარშემო მცხოვრებნი ამ გენერალს გერმანიის საიდუმლო მეფედ თვლიდნენ. ის 1946 წელს გარდაიცვალა, როგორც ამ დაწყევლილი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი.


ნაცისტები ასევე იყენებდნენ ანენერბეს დახმარებით მოპოვებულ ძველ ოკულტურ რიტუალებსა და შელოცვებს, რომლის მეშვეობით ცდილობდნენ კონტაქტი დაემყარებინათ "უცხოებთან". კონტაქტების დასამყარებლად საქმეში ჩართეს ყველაზე გამოცდილი მედიუმები და კონტაქტორები. შედეგების სიზუსტის მიზნით ექსპერიმენტები დამოუკიდებლად ტარდებოდა ორ საზოგადოებაში - "ტულე" და "ვრილი".

ამტიცებდნენ, რომ ზოგიერთმა "გასაღებმა" შედეგი გამოიღო და დამოუკიდებელ კანალებზე მიღებული იქნა თითქმის იდენტური ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია. კერძოდ, მფრინავი თეფშების ნახაზები და აღწერილობა, რომლებიც თავის მახასიათებლებით ბევრად აღემატება საავიაციო ტექნიკას.


image


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადამიანის მართვის მექანიზმების შესწავლას. ინტენსიური ცდები ტარდებოდა ნაცისტების მისტიური ციტადელის, ვეველსბურგის ციხესიმაგრის (რომელსაც მომავალი SS_ის იმპერიის ცენტრის როლი ელოდა) სიახლოვეს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში. სხვათაშორის აქვე ტარდებოდა მისტერიები, დედამიწაზე "ადამიანი ღმერთის" მოვლინების მოსამზადებლად. აქედან გამომდინარე ჰიტლერი იყო პირველი არცთუ წარმატებული გამოსაცდელი ამ სფეროში. ზოგიერთი მონაცემებით ჰიტლერმა ანენერბეს ჩარჩოებში ჩატარებულ კვლევებში უფრო მეტი დახარჯა ვიდრე აშშ_მ თავისი პირველი ბირთვული ბომბის შექმნაში და ძნელად წარმოსადგენია, რომ ხარჯები იყო ამაო და ჰაერში გასროლილი ფული. საინტერესო ისაა, რომ ფაშიზმის თეორიტიკოსებმა შეძლეს გერმანელ ხალხში ფსიქო_ფიზიკური აფეთქების გამოწვევა. სხვათაშორის ნიურნბერგის ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსაჯა ანენერბეს ბოლო ხელმძღვანელს ვოლფრამ ზივერსს, თუმცა შტუმბანფიურერი (პოლკოვნიკის წოდებას შეესაბამება) 1082_ე ადგილზე იდგა.


image


ზივერსი დაკითხვებზე უარყოფდა საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებზე ექსპერიმენტებს. ის საუბრობდა მხოლოდ ოკულტურ თემებზე. ბოლოს მან საუბარი ანენერბეს ერთ ერთ დამფუძნებელზე დოქტორ გილშერზე დაიწყო და დაკითხვაც შეწყვიტეს. გილშერი, ვისითაც გამოძიება არ დაინტერესებულა თავად მივიდა ნიურნბერგის პროცესზე და ზივერსის სასარგებლოდ ჩვენება მისცა. ჩვენების მიცემის შემდეგ მან ნებართვა ითხოვა პირადად მიეცილებინა ზივერსი სახრჩობელამდე. ზუსტად მასთან ერთად წაიკითხა რომელიღაც კულტის ლოცვები, რომლის შესახებაც საერთოდ არ ყოფილა ხსენება პროცესზე. დაცვამ ვერაფერი გაარკვია უცნაური მოძრაობებისა და გაუგებარი სიტყვების შესახებ, რომელიც ლოცვას ჰგავდა.


1989 წელს ნიუ იორკში გამოიცა წიგნი "მესიანური მემკვიდრეობა", რომლის ავტორებიც ერთ ერთი მოკავშირის ბრალმდებლის ციტირებას ახდენენ. მისი აზრით ნიურნბერგის პროცესის დოკუმენტებიდან შეგნებულად იქნა ამოღებული მტკიცებულებები მესამე რეიხის რიტუალურ_ოკულტური ასპექტების შესახებ. ამას გარდა სავარაუდოდ საქმე იმაშიც იყო, რომ როკფელერის ფონდმა 1946 წელს გასცა 139 000 დოლარი იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის წარმოედგინა მეორე მსოფლიო ომის გარკვეული ოფიციალური მიზეზები, რომელიც მთლიანად ფარავდა ნაციზმის როგორც ოკულტურ_მისტიკურ საფუძველს და ამერიკელი ბანკირების მიერ ნაცისტური რეჟიმის დამყარებაში გარკვეული როლის შესრულებას. სხვადასხვა ძირითად ორგანიზაციებთან ერთად, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს იყო კორპორაცია "სტანდარტ ოილ როკფელერი".


ომის შემდგომ ანენერბეს არქივები სსრკ_სა აშშ_ში აღმოჩნდა, სადაც სპეცსამსახურების მიერ ძირეულად შესწავლის საგანი გახდა. ანენერბეს ბევრი ყოფილი თანამშრომელი იძულებული გახდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დამალულიყო. მათი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში აღმოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩილეში პინოჩეტის მმართველობის პერიოდში სპეცსამსახურების მიერ ტარდებოდა ცდები პატიმრებზე და ბევრჯერ ამ ექსპერიმენტების ადგილი იყო თვალს მოფარებული გერმანელთა კოლონია, სადაც ბევრი, როგორც ძველი ისე ახალი თაობის ნაცისტი ცხოვრობდა.


საინტერესოა ისიც, რომ ანენერბეს არქივები სსრკ_შიც მოხვდა. 1945 წელს წითელი არმიის მებრძოლებმა აიღეს ძველი ციხესიმაგრე ალტანი. აქ აღმოჩენილი იქნა ანენერბეს არქივი, რომლითაც 25 ვაგონი დაიტვირთა. ამ ნაწილმა შეადგინა სსრკ_ს განსაკუთრებული არქივი. საინტერესოა ის, რომ ძირითადი ნაწილი არქივისა, რომელიც მისტიკას შეეხებოდა პრაქტიკულად არავის შეუსწავლია. მრავალი დოკუმენტების ნუმერაციაც მას შემდეგ გაკეთდა, რაც ანალიზისთვის მოითხოვეს 90_იან წლებში.

0
377
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0