x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გთხოვთ დაიცვათ ჩემი და ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოება და სიცოცხლე
image

თამაზ ელიზბარაშვილი პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას თხოვნით მიმართავს, მისი თქმით მასზე უცხო პირების მიერ თვალთვალი და უკანონო დევნა ხორციელდება, რასაც ადასტურებს რამდენიმე ვიდეო მასალა, რომელიც თვითონ ბიზნესმენმა გამოაქვყენა სოციალურ ქსელებში, ვიდეო მასალას სტატიის ბოლოს გაეცნობით მანამდე კი ნახეთ პოსტი უცვლელად:

ღია წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას !!!

მე ბიზნესმენი, ქველმოქმედი და საზოგადოების აქტიური წევრი მოგმართავთ თხოვნით დაიცვათ ჩემი და ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოება და სიცოცხლე.
ამა წლის 25 ოქტომბერს შევამჩნიე, რომ ჩემთვის დაუდგენელი პირები რამდენიმე მსუბუქი ავტომობილით გვითვალთვალებდნენ მე და ჩემი ოჯახის წევრებს სავარაუდოდ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების და გადაადგილების გრაფიკის შესწავლის მიზნით .
როცა დავაფიქსირე თვალთვალის მორიგი შემთხვევა, ავედევნე მოთვალთვალე ავტომობილს ვერცხლისფერ bmw x5 სახელმწიფო ნომრით pkp 362 -ს. წამოვეწიე და ვკითხე: "რატომ მითვალთვალებთ პოლიციელები ხომ არ ხართთქო?" მანქანაში მსხდომთაგან პასუხი არ გამცეს, დიდი სიჩქარით მოსწყდნენ ადგილიდან და მიიმალნენ .
მაშინვე მივმართე ჭ.ამირეჯიბის ქუჩაზე მდებარე ვაკის პოლიციას . მივაწოდე სრული ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ, ასევე ჩემი ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის ფირები.სამწუხაროდ დღემდე გამოძიების მხრიდან ვერ მოხდა იდენტიფიცირება ვერც ავტომობილის მესაკუთრის და ვერც იმ პიროვნებების ვინც მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვითვალთვალებდნენ .(ან კიდევ გვითვალთვალებენ)
ბატონო მინისტრო მე ვარ ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ცხოველთა დამცველი და საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება .
თუ ამ ქვეყანაში, რომლის შს მინისტრიც თქვენ ბრძანდებით, ჩემი ოჯახის და მისი თითოეული წევრის უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვას კრიმინალებისაგან ვერ ახერხებთ მაშინ მირჩიეთ მაინც რა გავაკეთო, როგორ დავიცვა ჩემი ოჯახის უსაფრთხოება?

პატივისცემით ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილიimage

მორიგეები თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების მანქანასთან (2018.10.31)



თამაზ ელიზბარაშვილის დევნა გაურკვეველი პირების მიერ (25 ოქტომბერი, 04:19)


3
736
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
736
  
2018, 1 ნოემბერი, 19:42
ისევ ეგენი თუ დასდევენ და როგორ დაიცავენ?
2018, 1 ნოემბერი, 13:06
ბატონო მონისტრო იქნებ მიიღოთ ზომები და ჩვენც დაგვიცვათ კაიროს დასახლების ხალხი ძაღლების თავშესაფრიდან წამოსული ხმაურის და საშინელი სუნისგან გაუსაძლისია იქ მცხოვრები ხალხისთვის არსებობა დიდი იმედით და პატივისსემით მეზობლები...
2018, 1 ნოემბერი, 11:30
იმდენი ცოლი და შვილისტოლა საყვარლები ყავს არაა გასაკვირი მტრები ყავდეს, თან მურტალი ენის პატრონია...
0 1 3