x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კვიპროსმა საქართველოს 1 მილიონი ევროს ღირებულების მიწა აჩუქა
image

კვიპროსმა ღალიას (ჟალიას)ღვთისმშობლის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია 13.000 კვ.მ.მიწა, რომლის ღირებულება 1 000 000 ევროა საქართველოს საჩუქრად გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.



image



ღალიის მონასტრის ნანგრევები 1981 წელს ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ აღმოაჩინა რომელიც მე-12 საუკუნის ქართულ ცნობებს ეყრდნობოდა.

ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ეს უძ­ვე­ლე­სი კერა რამ­დენ­ჯერ­მეა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ძველ ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში, მემატიანეს ცნობით "აღაშენა და შეამკო ყოვლითა წესითა თამარ მეფემ".



ღა­ლი­ას მო­ნას­ტერ­ში, მისი არ­სე­ბო­ბის და­სას­რუ­ლამ­დე, ქარ­თვე­ლი ბერ-მო­ნაზვნე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ნას­ტერ­მა არ­სე­ბო­ბა XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, ოს­მალ­თა მიერ კვიპ­რო­სის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ შე­წყვი­ტა.

image

მონასტრის სრულმასშტაბიანი არქეოლოგიური შესწავლის იდეა 2001 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კვიპროსში ვიზიტის დროს გაჩნდა, ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე.

image

სისტემატიური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე.

image

გათხრების დროს აღმოაჩინეს ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს 1000 წლით თარითღება. უფრო გვიანდელი, წმ. გიორგის ტაძარი, მე-12 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე.

image

კვიპროსზე გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ქართველი ბერები მონასტერი მიეტოვებინათ. მე-16 საუკუნეში ღალია გაძარცვეს და ნანგრევებად იქცა.

2018 წელს კვიპროსმა ქართველთა ისტორიული ღვაწლის დასაფასებლად, ღალიას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, 13.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა საჩუქრად მასზე ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად.

image

ამ მოვლენასთან დაკავშირებით კვიპროსის რესპუბლიკას სტუმრობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა გაფრინდაშვილი, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე.



3
226
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
2018, 1 ნოემბერი, 18:32
რა მაგარი ამბავია!
2018, 1 ნოემბერი, 12:12
Google გადაიხადოს 241 დოლარი საათში ჩემი ბოლო გადახდა შემოწმება იყო $ 7935 სამუშაო 33 საათი კვირაში ხაზზე. ჩემი უმცროსი ძმა მეგობრობა თვეების განმავლობაში საშუალოდ 32 კგ-ს შეადგენს და ის კვირაში 28 საათის განმავლობაში მუშაობს. მე ვერ მჯერა რა ადვილი იყო ერთხელ მე შევეცადე ის. ეს არის ის, რასაც მეე ვაკეთებ

.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com
2018, 1 ნოემბერი, 0:35
ეს არ მინახავს თორე აღარ გამოვაქვეყნებდი
0 1 3