x
image
Yoona
ოპტიკური ილუზია „იპოვეთ ძაღლი“ - ტესტი, რომლის ამოხსნა ადამიანების მხოლოდ 1%-ს შეუძლია!
image

ოპტიკური ილუზია წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან საინტერესოა, არ დაუჯერო თვალებს! ოპტიკური ილუზიების დაყოფა მათი დანახვის მიხედვით შეიძლება დავყოთ: ზოგ შემთხვევაში 3D სათვალე გჭირდებათ, სხვაგან კი სურათზე დაკვირვების წინ სხვადასხვა სახის მანიპულაციები გჭირდებათ.


თუმცა ოპტიკური ილუზიის ყველაზე უჩვეულო და საინტერესო ვარიანტი არის ის, რომელიც დამატებით ხელსაწყოებს არ საჭიროებს. აქ თითქოსდა არაფერი ჩანს, რომ დაინახოთ თქვენ ხედვა „გადაადგილოთ“, შეხედოთ, დაფიქრდეთ.


გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ილუზიას.



რას ხედავთ სურათზე? ზრდასრულ მამაკაცს ქუდში? დიახ, ეს თვალში გვხვდება, მაგრამ კარგად დააკვირდით, სურათი თვალსა და ხელ შუა როგორ შეიცვლება.


image

თუ გეტყვით, რომ სურათზე ცხოველი, უფრო სწორად ძაღლი არის გამოსახული? ახლა სურათზე რას ხედავთ? სურათი თქვენს წინაშე სულ სხვა კუთხით წარდგება და ჩვენ წინაშე არის ძაღლი. თუ ვერ ხედავთ საშიში არაა, უფრო მეტიც, ადამიანების მხოლოდ 1 პროცენტს შეუძლია სურათზე ძაღლის სწრაფად დანახვა. კიდევ ერთხელ სცადეთ!


კვლავ არ გამოგივიდათ? მაშინ მინიშნებას მოგცემთ! მოხუცის სახეს, უფრო სწორად დეტალებს დააკვირდით. დამეთანხმეთ, ის ძალიან უცნაურია. ცხვირი, თვალი- ძალიან უჩვეულოა. გამოგივიდა? კიდევ ერთხელ სცადეთ და თუ არ გამოგივათ, ქვემოთ კიდევ ერთი მინიშნება ნახეთ!


ყველაფერი რაც გჭირდებათ, სურათის გადმობრუნება არის! ამას გააკეთებთ თუ არა, თქვენს წინაშე ლეკვი პირში ძვლით გამოისახება. მაგარია არა?


image

თუ ამ ყველაფერს სწრაფად მიხვდით, უბრალოდ ძალიან ყოჩაღი ხართ! მისი ამოხსნა ყველა ადამიანს არ შეუძლია.

0
4024
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
4024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0