x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით
image

ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც კისრის გარშემო მდებარეობს და პეპლის ფორმა გააჩნია, სხეულის ბევრ ფუნქციაზე შეუძლია დრამატული გავლენა იქონიოს. მისი არასწორი ფუნქციონირება კატასტროფულ შედეგებს იწვევს და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას აზიანებს.


სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების გზაზე პირველ ადგილს იკავებს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დასაცავად სასარგებლო და გემრიელი საკვები უნდა მიირთვათ.


ვაშლი - სასარგებლო თვისებების კოქტეილი. ორგანიზმის ყველა სისტემაზე დადებითად მოქმედებს, პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. ფარისებრი ჯირკვლისთვის ძვირფასია, რადგან მას კიბოს უჯრედებისგან იცავს.



კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტები - შეიცავენ B12 ვიტამინს და თუთიას, რომლებიც სხეულის იმუნური სისტემის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. ყურადღება მიაქციეთ: დაკონსერვებული კიბორჩხალას ხორციც სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.


ზღვის კომბოსტო - შეიცავს იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალს დაავადებებისგან იცავს.


ხახვი - სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და გულისათვის. უამრავ მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ.


მოცვი - კენკრა, რომელიც ანტიოქსიდანტების რაოდენობით რეკორდსმენი არის. ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს.


წითელი თევზი - ორაგული, კალმახი. მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი არის. მიირთვით რაც შეიძლება ხშირად.


კაკალი თაფლთან ერთად. ზარმაცი ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურებას ხელს უწყობს. 3-4 კაკალი დააქუცმაცეთ, 1 ს/კ თაფლს შეურიეთ და დილით უზმოზე მიირთვით. ასეთი „წამალი“ ყოველდღე მიიღეთ 1-2 კვირის განმავლობაში.


ლიმონი თაფლთან ერთად. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს. 2-3 ლიმონი კარგად გარეცხეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე, რომ 1 ჭიქა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. თანაბარი რაოდენობის თაფლს შეურიეთ. მიიღეთ როგორც წამალი 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამის მიღებებს შორის.

1
4642
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
4642
  
2018, 31 ოქტომბერი, 18:37
Google გადაიხადოს 241 დოლარი საათში ჩემი ბოლო გადახდა შემოწმება იყო $ 7935 სამუშაო 33 საათი კვირაში ხაზზე. ჩემი უმცროსი ძმა მეგობრობა თვეების განმავლობაში საშუალოდ 32 კგ-ს შეადგენს და ის კვირაში 28 საათის განმავლობაში მუშაობს. მე ვერ მჯერა რა ადვილი იყო ერთხელ მე შევეცადე ის. ეს არის ის, რასაცც მე ვაკეთებ

.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com
0 1 1