x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართველებს წლების მანძილზე გვიმალავდნენ, რომ პირველი საბჭოთა რაკეტმზიდი კოსმოსური თვითმფრინავი "ბურანის" შემქმნელი ქართველი იყო

image 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველებისათვის დამალული, კოსმოსური საკონსტრუქტორო ბიუროს თვალსაჩინო წარმომადგენელი, უამრავი ინოვაციისა და სსრკ-ში პირველი და უკანასკნელი კოსმოსური რაკეტმზიდი თვითმფრინავი "ბურანი"-ს შემქმნელი ვახტანგ დიმიტრის ძე ვაძნაძე.
ვახტანგ ვაჩნაძე დაიბადა 1929 წელს ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ ბობრუისკში.
თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი ინჟინერ მექანიკოსის სპეციალობით. ჯერ კიდევ პრაქტიკებზე ყოფნისას მიიქცია სტუდენტმა ცნობილი მეცნიერის სერგეი კოროლიოვის ყურადღება და ის მიღებულ იქნა კოროლიოვის საკონსტრუქტორო ბიუროში. მალე ვაჩნაძე და კოროლიოვი გახდნენ უახლოესი ადამიანები, ისინი ოჯახებითაც მეგობრობდნენ. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაუმჯობესების გამო 27 წლის ასაკში ვაჩნაძემ მიიღო პირველი ჯილდო.
ამის შემდეგ ვაჩნაძე უკვე ჩაერთო საკონტინენტშორისო რაკეტის " Р-7"-ის შექმნაზე, საიდანაც დაიწყო მისი, როგორც მის ბიოგრაფიაში ყველაზე მთავარი კოსმოსური კვლევების და ტექნოლოგიების ინჟინრის კარიერა.
"პირველი რაკეტის გაშვება არ გამოდგა წარმატებული, რაკეტას საწვავის ერთერთი ბლოკი მოწყდა რამაც აფეთქება გამოიწვია, დაზიანდა გამშვები სისტემა და ლიანდაგი, რომლითაც გადაიტანეს რაკეტა სასტარტო გამშვებამდე, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა"-იხსენებდა ვაჩნაძე.
მალევე მეორე რაკეტის წარმატებული გაშვების გამო ვაჩნაძეს მიენიჭა წითელი ვარსკვლავის ორდენი. 27 წლის ასაკში კოროლიოვის უშუალო ჩარევით და რეკომენდაციით ვაჩნაძე დაინიშნა ჯერ საამქროს ხელმძღვანელად, 45 წლის ასაკში კი მთავარ კონსტრუქტორად. მთვარეზე გაშვებული კოსმოსური ხომალდის ("луна 3) მიერ მთვარის მანამდე დაფარული მხარის სურათების გადაღების გამო ვაჩნაძეს მორიგი ორდენი მიენიჭა და გადაეცა ლენინური პრემიაც. 1965 წელს კოსმოსური კვლევებისა და კოსმოსური ხომალდების ამწყობ ქარხანაში ვაჩნაძე ინიშნება ქარხნის მთავარ ინჟინრად. 1974 წელს ის ინიშნება მანქანათმშენებლობის სამინისტროს მესამე მთავარი სამმართველოს უფროსად. ხოლო 1977-1991 წლებში სამეცნიერო კვლევითი საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად. მისი დამსახურებით და პროექტებით შეიქმნა ავტომატიზირებული კოსმოსური ხომალდები, თანამგზავრები და კოსმოსური სადგური, რის გამოც მას სახელმწიფო პრემია მისცეს.
ვაჩნაძის მთავარი პროექტი კი გახლავთ კოსმოსური რაკეტმზიდი თვითმფრინავი "Буран"-ი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების შეფასებით ამერიკულ "შატლს" მთელი თავით სჯობდა, რაც დაადასტურა "შატლის" გაშვებისას მომხდარმა აფეთქებამ, რომელმაც "შატლთან" ერთად მისი ეკიპაჟიც შეიწირა.
"Буран"-მა 1988 წლის 15 ნოემბერს ავტომატურ რეჟიმში ეკიპაჟის გარეშე შესძლო მსუბუქად დაშვებულიყო ბაიკონურის აეროდრომზე.
"მე ჩემს გუნდთან და მოსკოვიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან ერთად ვაკვირდებოდი თვითმფრინავის დაშვებას და როცა ის მსუბუქად დაეშვა დასაფრენ ზოლზე და გაჩერდა მე შვებით ამოვისუნთქე, ეს იყო წარმოუდგენელი სიხარულისა და აღტაცების წუთები. პროექტი რომელშიც ყველაფერი ჩადე და გაამართლებს საოცარ განწყობას გიქმნის მის ავტორს"-განაცხადა ვაჩნაძემ მოგვიანებით.
პ.ს
ასე გვიმალავდნენ ქართველ ერს მის გამორჩეულ შვილებს, ათწლეულების მანძილზე.
მათი საქმიანობა გასაიდუმლოებული იყო, ხოლო მათ უსაფრთხოებას და მათ "ჩრდილში" ყოფნას კი "კგბ" უზრუნველჰყოფდა.

4
4564
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
4564
  
2018, 2 ნოემბერი, 9:52
სტატიის წესების გამო შევამცირე ეს ფოტოც თორნიკე, ავტვირთე უკვე უფრო დიდი ფოტო, დაკლიკე გადიდდება და გადაიწერე...
2018, 2 ნოემბერი, 9:48
ავტვირთავ ახლავე და წაიღე, როგორც კი წაიღებ მომწერე და მე წავშლი და შენ გამოიყენე,
2018, 1 ნოემბერი, 19:23
ეს ფოტო სად ვნახო, ოღონდ უფრო დიდი რომ იყოს ბევრად? :) ძალიან მაგარი ინფორმაციაა :)
2018, 31 ოქტომბერი, 18:26
Google გადაიხადოს 241 დოლარი საათში ჩემი ბოლო გადახდა შემოწმება იყო $ 7935 სამუშაო 33 საათი კვირაში ხაზზე. ჩემი უმცროსი ძმა მეგობრობა თვეების განმავლობაში საშუალოდ 32 კგ-ს შეადგენს და ის კვირაში 28 საათის განმავლობაში მუშაობს. მე ვერ მჯერა რა ადვილი იყო ერთხელ მე შევეცადე ის. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებბ

.......... ➥➥ ➥ ➥➥ www.CashPay40.Com
0 1 4