x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთში ახალგაზრდა ქალმა მაღაზიაში სალაროსთან იმშობიარა(ვიდეო)

image
ქალაქ ნაზივაევსკაში(ომსკის ოლქი, რუსეთი) ახალგაზრდა ქალი სუპერმარკეტ "Низкоцен"-ში შევიდა საყიდლებზე და იქვე იმშობიარა სალაროსთან.

image

მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, მყიდველები მომხდარ ფაქტს საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ და საკმაოდ ცნობისმოყვარედაც ადევნებდნენ თვალს მიმდინარე მოვლენებს, მშობიარობა ჩაიბარა მოლარემ და ფეხმძიმე ქალის ორმა დაქალმა, ბიჭუნა მედიკოსების მოსვლამდე დაიბადა, რომელსაც ივანე დაარქვეს.

image

- ის არ ითხოვდა დახმარებას, წყნარად თქვა, რომ მშობიარობა დაეწყო - განაცხადა "Низкоцен"-ის ადმინისტრატორმა, ანა ციბულსკაიამ. ამ დროს გამოვიძახე სასწრაფო.

გაირკვა, რომ 28 წლის ქალისთვის ეს მეექვსე შვილია, წინა, მეხუთე შვილზე ფეხმძიმობის დროსაც ახალგაზრდა ქალმა საავადმყოფოში მისვლა ვერ მიასწრო და სასწრაფო დახმარების კარეტაში იმშობიარა.

0
88
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0