x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინელებმა შექმნეს ლაზერული შაშხანა "ZKZM-500", რომლითაც შეაიარაღებენ სპეცდანიშნულების რაზმებს

image ჩინელები რომ დაკოპირების "დიდოსტატებად" ითვლებიან, ცნობილი ფაქტია, მაგრამ მათ უამრავი სიახლეც შესთავაზეს მსოფლიოს, მათ შორისაა უახლესი ლაზერული შაშხანა "ZKZM-500", რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია თანამედროვე საბრძოლო შეიარაღების კუთხით.
ლაზერული სხივი, რომელიც თვალისათვის უხილავია, მებრძოლის ტანსაცმელზე მოხვედრისას იწვევს საშინელ დამწვრობას, ტანსაცმლის და ამუნიციის სწრაფ აალებას. აალებაც რომ არ მოხდეს, ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ მებრძოლი კარგავს ბრძოლისუნარიანობას და ის პრაქტიკულად ქმედუუნარო ხდება.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შაშხანის ლაზერული სხივი უპრობლემოდ გადის სარკეშიც კი მიზნის შეუცვლელად და სარკის მიღმა მყოფ ადამიანს, მოხვედრისას უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს.
ექსპერტების აზრით, ლაზერის სხივის მოხვედრის ადგილზე, მებრძოლს ჯავშანჟილეტიც რომ ეცვას, წარმოიქმნება მოცულობითი დამწვრობითი კერა აუტანელი ტკივილით.
გარდა ამისა, ტესტირებისას ცხადი გახდა, რომ მულაჟზე ლაზერის სხივის მოხვედრისას მოხდა ტანცაცმლის და თავად მულაჟის სწრაფი აალება და მულაჟი სწრაფად დაიფერფლა.
შაშხანაში გამოყენებულია აკუმულატორი, რომელიც გარანტირებულად იძლევა საშუალებას, ლაზერული შაშხანიდან მებრძოლმა სრულიად უხმაურო რეჟიმში მოახდინოს 1000 გასროლა.
პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტში, შენსის პროვინციაში.
შაშხანის კალიბრია 15 მილიმეტრი და მისი წონაა 3 კილოგრამი. მისი გამოყენება შეუძლია ქვეით მებრძოლს, ასევე შეიძლება მისი დაყენება მანქანაზე, კატერებზე და თვითმფრინავებზე.
ტესტირებამ შაშხანის ეფექტურობა დაამტკიცა და უახლოეს დღეებში შაშხანის წარმოება დაიწყება მასიურად. პირველ ეტაპზე აღნიშნული შაშხანით შეაიარაღებენ სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს.


1
541
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
541
  
2018, 31 ოქტომბერი, 16:13
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილადდ .... შეგიძლიათთ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1