x
image
მანანა თურმანიძე
სიძუნწე ჯანმრთელობას ვნებს
image

ხელმომჭირნეობა და ფულის დაზოგვა, როდესაც საქმე ეხება ფინანსურ საკითხებს, აღიქმება, როგორც პირად მოგებაზე ზრუნვა და ბუნებრივია, ასოცირდება კეთილდღეობასთან. მაგრამ ახალი კვლევა, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, ვარაუდობს, რომ სიძუნწემ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს სტრესულ დონეზე და აისახოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.


ქვინსლენდის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (ქტუ) მკვლევარებმა ბრისბენში, ავსტრალიაში, კვლევის მონაწილეების ფიზიოლოგიური რეაგირება განიხილეს, მაშინ, როდესაც ისინი ფინანსური ვაჭრობის თამაშში იყვნენ ჩართულნი. მონაწილეები, ვინც შედარებით დაბალ შეთავაზებებს განიხილავდნენ, განიცდიდნენ უფრო მეტი სტრესის ზემოქმედებას, ვიდრე ისინი, ვინც შედარებით გულუხვები იყვნენ. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS ONE.


ექსპერიმენტში მონაწილეები დააწყვილეს და გამოუყვეს გარკვეული თანხები. მათ მოეთხოვებოდათ, რომ ერთ მოთამაშეს გაეყო თანხა მეორესთვის ისე, როგორც ეს მას მიაჩნდა სწორად, ხოლო მეორეს - ან მიეღო შეთავაზება ან უარი ეთქვა შემოთავაზებულ წინადადებაზე. მკვლევარებმა ამ ფისკალური გაცვლითი ექსპერიმენტის დროს გულისცემის ცვლადები შეისწავლეს. მოთამაშეებს, რომლებსაც დაბალი შეთავაზებები ჰქონდათ, ასევე მათაც, ვინც დაბალ შეთავაზებებს იღებდა, ანუ კვლევით განსაზღვრული მთლიანი თანხის 40%-ს ან ნაკლებს, საგრძნობლად უჩქარდებოდათ გულისცემის დონე.



მკვლევარების აზრით, გულისცემის გაზომვაზე დაფუძნებული ეკონომიკური ექსპერიმენტი ერთ-ერთი პირველია. პროექტის მიზანი იყო ფსიქიკური სტრესის გაზომვა, როდესაც საქმე ეხება ფულს და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ძუნწი მონაწილეები შეიძლება ასევე განიცდიდნენ სტრესს დანაშაულის გრძნობის გამო.


"ეს შეიძლება იყოს მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ადამიანების ადგილას ვაყენებთ საკუთარ თავს და ვგრძნობთ, თუ რას განიცდიან ისინი ამგვარ სიტუაციებში", - ამბობს მარკუს შაფნერი, ქტუ - ის ქცევითი ეკონომიკის ექსპერიმენტის ჯგუფის ლაბორატორიის კვლევის თანაავტორი და მენეჯერი. მან ასევე განაცხადა: "შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს უარყოფითი ემოციები, როდესაც ვინმეს უსამართლოდ ვექცევით, მაგალითად, თამაშში ეს გამოიხატა 40 პროცენტზე ნაკლების შეთავაზებით. არსებობს ემოციური და ფიზიოლოგიური საფასური, რომელსაც ვიხდით და ჩვენ ამის გამო თავს უსიამოვნოდ ვგრძნობთ".


ახალი კვლევა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერების მიერ შესწავლილ იქნა ალტრუიზმის სარგებელი ეკონომიკის კონტექსტში. კვლევა გვიჩვენებს, რომ ქველმოქმედება და გაცემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას და რომ ფული შეიძლება მხოლოდ ამდენად შორს წავიდეს, როდესაც საქმე ეხება ბედნიერებას.


მოკლედ, როდესაც საქმე ანგარიშიანობას და სამართლიანობას შეეხება, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ჩვენმა სიძუნწემ გადაგვახდევინოს ბევრად მეტი საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე გულუხვობა დაგვაზოგინებდა.


რუსული გამონათქვამი გამახსენდა „скупой платит дважды“ - ძუნწი იხდის ორჯერ. მისი ინგლისური ანალოგია იდიომი - „don't be penny wise and pound foolish“ - ნუ იქნები პენის ბრძენი და ფუნტის სულელი. წმიდა იოანე ოქროპირი მბობს: "ძუნწისათვის ისევე არ არსებობს ის, რაც მას აქვს, როგორც ის, რაც მას არ აქვს". დედააზრი ერთია, გულუხვობა და სიკეთე - სიკეთის მომტანია, მომჭირნეობა და ძუნწობა კი სიკეთეს ვერ მოგიტანს, „ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება. ..... ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს“. (მათეს სახარება)

სულხაბ-საბა ორბელიანის იგავ-არაკი


0
90
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0