x
image
beko777
სალომე კორკოტაშვილს ოცნების ახდენაში „ბერკლი“ დაეხმარება
ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი პრესტიჟული სასწავლებლის ბერკლის სტუდენტი გახდა. ბერკლი-ეს ის სასწავლებელია, რომლის კურსდამთავრებულებმა სტატისტიკის მიხედვით 205 „გრემი“ მიიღეს.ის 4 წელი ისწავლის ასეთ პრესტიჟულ აკადემიაში, სადაც შაბათ-კვირას ლექციებს ჩიკ კორეა, სტინგი და მსგავსი შემსრულებლებლები ატარებენ.სალომეს ოცნებაა გახდეს გრემის მფლობელი და თუ დაინახავს საქართველოში განვითარებას მუსიკის მხრივ, სადაც ყველა ჟანრის მომღერალს ექნება დაფასება, ის აუცილებლად დაბრუნდება.

მომღერალი ფიქრობს, რომ საქართველოში თავისი ნიჭის რეალიზებას ბოლომდე ვერ ახერხებს, ამიტომაც საკუთარი კარიერის გაგრძელებას საზღვრებს გარეთ აპირებს. „ჯერ საქართველო არ არის მზად დააფასონ ნიჭიერი ადამიანები, ეს ხომ აქიდან წასვლის, სხვა ქვეყანაში წარმატების მოპოვების მერე ხდება“-აცხადებს მომღერალი.

როგორც ცნობილია სალომე კორკოტაშვილი ხშირად თავს არიდებს მედიას და შოუ ბიზნესზე საუბრისგან თავს იკავებს, „ვერ მოვატყუებ ჩემს მსმენელს და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს, რაც ახლა შოუ ბიზნესში ხდება.“-განმარტავს მომღერალი. image

ალბათ დასაფიქრებელი და ყურადსაღებია ქართული შოუ ბიზნესის მესვეურებისთვის, თუ რატომ ეძებენ ნიჭიერი ქართველი მომღერლები პროფესიული წარმატებისთვის გზას ქვეყნის საზღვრებს გარეთ?
0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0