x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბადრი პატარკაციშვილს დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა

image


დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა. ის „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო. მას დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა.


პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

.


17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის კუდის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა ბრალი. პროკურატურის განცხადების შემდეგ, ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს.

.

ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“ - ტელეკომპანია, რომელიც 2007 წელს დარბევის შემდეგ წაართვეს და მფლობელს მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნდა.

.

2018 წლის 1 მაისს მთაწმინდის პარკში ბიზნესმენისა და მეცენატის, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი გაიხსნა. ცერემონიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

.

ამავე თემაზე: მთაწმინდის პარკში ბადრი პატარკაციშვილის ძეგლი გაიხსნა

1
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
54
  
2018, 31 ოქტომბერი, 12:47
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათთ შეამოწმოთთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1