x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
გასაოცარი ბალანსირებადი ქვები, რომლებიც გრავიტაციის კანონებს არღვევენ

იმ დროს, როცა ადამიანების უმეტესობა ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობს, ამერიკელმა მხატვარმა და სკულპტორმა, მაიკლ გრებმა შეძლო, საერთო ენა გამოენახა ბუნებასთან, კერძოდ - ჩვეულებრივ ქვებთან.




image



მხატვრის ხელში მისი დახვეწილი და ზუსტი მოძრაობებით ქვები, აგურები, ლოდების ნამსხვრევები თავბრუდამხვევ ტრიუკებს ატარებენ, უგულებელყოფენ რა გრავიტაციას და არაჩვეულებრივ ინსტალაციებს ქმნიან. შეიძლება გაიფიქროთ, რომ აქ გამოყენებულია წებო, თოკები ან მავთულები, რომლებიც თვალისაგან შეუმჩნევლად ამაგრებენ ქვებს ერთმანეთზე, მაგრამ არა...მაიკლი მუშაობს პატიოსნად, დახვეწილად, ასე რომ, ბალანსირებადი ქვები მის მიერ ფიზიკის კანონების და არქიტექტურის პრინციპების ცოდნაზეა დამყარებული და არა მნახველის მოტყუებაზე.




image



მაიკლის ბავშვობის გატაცება - შეეგროვებინა და ლამაზად დაელაგებინა ერთმანეთზე სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვები, გადაიქცა მასშტაბურ არტ-პროექტად, სახელწოდებით Gravity glue, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, გრები მთელ თავისუფალ დროს უთმობს.



imageimage


მდინარეების და ტბების ნაპირზე სეირნობის თუ ზღვის პირას ნამზეურის მიღების დროს მაიკლი მუდამ პოულობს დროს, წყალში მდებარე ქვებიდან შექმნას რამოდენიმე სახალისო ფიგურა, რომლებიც თვითმხილველებში დიდ გაოცებას იწვევს. ზოგიერთი ადამიანი სპეციალურად მოდის იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობს ოსტატი. ძალიან ბევრს სჯეროდა, რომ მაიკლი რაღაც ეშმაკობას მიმართავდა თავისი ქვის ინსტალაციების გასაკეთებლად, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილეს ის მუშაობის პროცესში, მათი ეჭვები აღფრთოვანებამ და ხელოვანისადმი უდიდესმა პატივისცემამ შეცვალა.



imageimage


რა სამწუხაროა, რომ მაიკლის ნამუშევრებს დიდი დღე არ უწერიათ - ინსტალაციები, რომლებიც გრავიტაციის კანონებსაც კი არ ემორჩილებიან, მალე კარგავენ თავიანთ ფორმას და წყლისა და ქარის, წვიმისა და თოვლის ზეგავლენით იშლებიან. მხოლოდ ფოტოსურათებზე ინარჩუნებენ ისინი თავიანთ სახეს, აძლევენ რა მნახველს საშუალებას, კვლავ და კვლავ დატკბეს ამერიკელი მხატვრის მიერ შექმნილი ხელოვნების უნიკალური ნიმუშებით.



imageimage



და ბოლოს, მინდა ნახოთ ეს არაჩვეულებრივი ვიდეო, რომელშიც დაწვრილებითაა ასახული ამერიკელი ხელოვანის მუშაობის პროცესი.


4
289
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
289
  
2018, 31 ოქტომბერი, 14:36
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ისს აქქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
2018, 31 ოქტომბერი, 12:57
რახან სიმძიმის ცენტრი იცი რას წარმოადგენს, ფიზიკა კარგად გცოდნია :)
2018, 31 ოქტომბერი, 9:55
რა საინტერესოა ასე ზუსტად როგორ პოულობს სიმძიმის წერტილს, მაგარია!
2018, 31 ოქტომბერი, 9:50
როგორც ყოველთვის კაი სტატია მალადეც მანჩო
0 1 4