x
image
alex999
Mediator image
ღია წერილი კახა კალაძეს, დავით ნემსაძისგან!
საღამო მშვიდობისა ბატონო კახა!


გადავწყვიტე რამოდენიმე სიტყვა თქვენი მისამართით ვთქვა, სარკაზმის გარეშე, ცივი გონებით და ცხელი გულით . უმთავრესად მოგიხსენიებთ კახად და არა კახით რადგან ფამილარული ენის მოჩლეფვა არ მჩვევია მეტადრე არ მომწონს როცა კახაბერი კახა ხდება, კახა კი კახიდ გადაიქცევა გიორგი-გიგიდ, დიმიტრი - დუჩუნად და ნანა - ნანუკად.


ჩვენ სამოქალაქო ომის ზღვარზე ვდგავართ და შიში და პანიკა თქვენს რიგებში უსაფუძვლო სულაც არაა.


ვკითხულობ თქვენს სიტყვებს -
“დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია "


მომიტევეთ და ვერ დაგეთანხმებით, ვფიქრობ იმდენად გაერთედ თქვენი საქმიანობით ქუჩაში მოშიმშილე ბავშვებს ვერ ხედავთ. არ გეწყინოთ წვენების ჯიხურის ყიდვა ერთი უმწეო ბავშვისთვის ეს იმდენად მიზერულია ქვეყნისთვის როგორც ზღვაში წვეთი. უგულო ბიჭი უდაოდ არ ხართ აი პრობლემის დანახვა კი გიჭირთ სოციუმს რომ თავი გავანებოთ რას იტყოდით სამართლიანობის აღდგენაზე, სამთავრობო ცინიზმზე, და ანტიეროვნულ პოლიტიკაზე.


image


1.სამართალი ამ ქვეყანაში არ აღდგა - მამის წინ შვილის გამუპატიურებელი რეჟიმი დღეს რომ არჩევნებს გიგებთ ერის ტრაგედიის გარდა თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.


2.რაღაც არ მახსოვს სპორცმენი თბილისის მერი მარიხუანის ლეგალუზაციას შეწინააღმდეგებოდა იქნებ მანახოთ თბილისში უფასო სპორტ სკოლა, მოედანი, სავარჯიშო ცენტრი, თუ საცურაო აუზი. იქნებ მანახოთ ამ ძვირადღირებულ სავარჯიშო სივრცეებში ომის ვეტერანებზე დაწესებული შეღავათები, იქნებ მე ბრმავარ დამარწმუნეთ რომ მე ვცდები და ბოდიშს საჯაროდ მოვიხდი.


ანტინარკოტიკული პროპაგანდა მე სხვაგვარად არ მესმის განა ყველა მამას აქვს იმის საშუალება შვილს სპორტის ფული უხადოს როცა ოჯახები შიმშილით ინგრევა!


3. მე არც ის მახსოვს თქვენ პედერასტების წინააღმდეგ და ერის ტრადიციული ხაზის დასაცავად რამე გეთქვათ, მეტიც მერია აივსო თმა გაღებილი საჭურისებით, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ პედერასტობა დასაქმებისთვის პრიორიტეტი იყო .


ქართველი კაცი დასაქმების გამო პედერასტობას არასოდეს დაიბრალებს!


4.ვინც თქვენ 2012 წელს ხელისუფლებაში მოგიყვანათ ის დღეს: დამცირებული, შეგინებული, და გაკიცხული ლუკმა-პურს გარეთ ეძებს, რადგან ყველა დონის სახელმწიფო ინსტანციებში მათი ადგილი უნიჭო და უღირსმა ნაცებმა დაიკავა - როგორ ფიქრობთ ეს ცინიზმია თუ უმადურობა? ან იქნებ ორივე ერთად.


მეც ისე როგორც თქვენ თბილისლი არ ვარ.
მე ქუთაისელი ვარ თქვენ სამტრედიელი ჩვენ ორივეს გვერგო პატივი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გვეცხოვრა მაგრამ ჩემსადა თქვენს შორის განსხვავება დიდია....


ვერ მოგატყუებთ ფეხბურთი ჩემი საყვარელი სპორტი არ არის თუმცა საოცრად მიყვარს არგენტინელი ფორვარდი დიეგო არმანდო მარადონა რატომ? მხოლოდ ამ სიტყვის გამო ვციტირებ


"პოლიტიკოსები მსოფლიოში ფულის დახმარებით არჩევნებში იმარჯვებენ, ხოლო ფიდელ კასტრომ ყველა შაშხანის დახმარებით დაამარცხა, რადგან „კვერცხები“ აქვს! მე მიყვარს კუბა!"


"ჩემს ქვეყანაში პოლიტიკოსები მდიდრდებიან, ხოლო ხალხი მათგან არაფერს იღებს. პოლიტიკაში წასვლა ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ მათ უარი ვუთხარი, რადგან ხალხისთვის ფულის მოსაპარად არ გამოვდგები".


ვერავინ გკადრებთ რომ ქურდი ხართ და ამ ხალხს რამე მოჰპარეთ, თუმცა ალბად ხედავთ რა განსხვავებაა იმ პოლიტიკოსებს შორის ვინც ავტორიტეტს ფულით და კარაბინით იპოვებენ. რამდენმა თქვენმა თანაგუნდელმა შეჭამა ხალხის ფული? რამდენი თქვენი “თანამებრძოლი " გახდა მილიონერი ჩვენს ტყავზე?
რამდენი თქვენი თანამშრომელი ფიზიოლოგიური მამრი დადის “კვერცხების" გარეშე?


აი რატომ უარგყოთ ხალხმა, თქვენმა გუნდმა ნდობა და სიყვარული დაკარგა ეს უკანასკნელი კი თავად უკეთ უწყით რა ოფლით და ჯაფით მოიპოვება.


როდესაც მერი ხდებოდით, არმიაში ბავშვების წამების მხილების გამო მე ხიდაშელის შემგინებელს ჯარიდან უსამართლს დათხოვნილს ოჯახის პატრონს და მამას თქვენს ოფისთან ბევრჯერ ჩამივლია არასდროს არ მქონია სურვილი შემოვსულიყავი და ჩემი გასაჭირი მეთქვა, იცით რატომ? ეს ჩემი ხვედრი იყო რომელიც მე შეგნებულად მივიღე და მე წუწუნა მამაკაცი არ ვარ!


მახსოვს თქვენს ოფისთან მამუკა მდინარაძე ვნახე უშიშროების კომიტეტის მოადგილის ნაცის დანიშვნა იმ ხანად რომ გააპრავა, მინდოდა მასთან საუბარი ზემოდან გადმომხედა -
“ვერ ვხედავ რომ ვსაუბრობო"

“მახსოვს უპასუხე სადაც გხედავ ნეტა იქაც არ გხედავდეთქო"


თქვენს პოლიტ აქტივში მყოფმა ერთმა ექსპერტმა მიცნო სიტუაციის განმუხტვა სცადა მაშინღა მიხვდა მდინარაძე რომ საქმე კარგად ვერ იყო მომიბრუნდა და მითხრა - “შენი დახმარების სურვილი უნდა მქონდესო"


რა საცოდაობაა ეგონა სამსახურს ვთხოვდი მათვალიერებდა ჩემი ბოტასი და ქურთუკი აშკარად არმანის არ იყო დასკვნებიც ისე გააკეთა როგორი ინტელექტიც აქვს უთხარი რომ მის მაგივრად მრცხვენოდა რომ ნაცგამპრავებელი იყო და რომ სამსახურის გამო არასოდეს მოგაკითხავდით...


ბატონო კახა აი სად წააგეთ ...

ახლა ყველაფერი გტკივათ, ამ პოსტს რომ წაიკითხავენ თქვენი ვეზირები გეტყვიან აი ეს ის ნემსაძეა აქ რომ გაგაკრიტიკათ იქ რომ გისაყვედურათ იმაზე მეტსაც დამაბრალებენ რაც აზრადაც არ მომივიდოდა ბოლო ბოლო ფულს ამ ჭორაობაში იღებენ რომ ერთგულება დაგიმტკიცონ


სამაგიეროდ კი ასეთი მიდგომის შედეგი სახეზე გაქვთ.

მთელი გუნდი ისე ხართ როგორც სარაკეტო დაბომბვის დროს სანგარში შეყუჟულები ფილტვები დენთის სუნით გაქვთ დავერილი და არ იცით როდის განმეორდება ეს იერიში რომელიც მხოლოდ სრულ განადგურებას მოიტანს.


ბატონო კახა ჩვენ სამხედროებს ბრახ-ბრუხის არ გვეშინია ყურსაც კი გვაკლია ამის გამო, ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ და ერმა იკითხოს თორემ ჩვენი პროფესიული ცხოვრება მზადებაა ომისთვის რადროსაც როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობთ თავს...


საუბარი გინდა კიბატონო თუ ამის გამბედაობა გეყოფათ სიმართლე მტკივნეული მოისმინოთ ჩვენც აქ ვართ....


image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 26 ოქტომბერი/ 2018 წელი - "დღეს ყველას მოგვიკლეს შვილი" - facebook მომხმარებლის ემოციური პოსტი (+video)

2. 8 ყველაზე გიჟური ფაქტი "მზის სამშობლოს" შესახებ!

3. "შტანგა კი არა, სულ რომ სპორტის სასახლე აწიოს, ფეხებზე მკიდია" - ნიკა გვარამია

4. დრაგონი - ერთადერთი და უნიკალური ხე, რომელიც გახმობისას სისხლს გამოყოფს

5. როგორ ინარჩუნებს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდულ გარეგნობას? - მეგავარსკვლავი 8 საიდუმლოს გვიმხელს!

6. "მე ვარ ის პატარა გოგო რომელიც მამის ნამღერ იავნანაზე გაიზარდა" - შენი კოპწია გოგო

7. საიდუმლო მასონების შესახებ - როგორ შეაღწიეს ქალებმა მასონებში?

8. ეს გოგონები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის მამაკაცები - ისრაელის ქალთა სამხედრო არმია!

1
1304
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1304
  
2018, 31 ოქტომბერი, 12:15
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1