x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას აქცევს ყურადღებას ქალი უცნობი მამაკაცის დანახვისას?
პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია ურთიერთობის გასაგრძელებლად და საერთოდ, დასაწყებად. ადამიანს თქვენზე წარმოდგენა რამდენიმე წამში ექმნება.

ტანსაცმელი

როცა ქალი პირველად ხედავს მამაკაცს, აფასებს მის ჩაცმულობას. მნიშვნელოვანია, გეცვათ სუფთად. თუ გაცვით ძველი სვიტერი, ჯინსი, რომელიც არასდროს გარეცხილა და პერანგზე ყავის ლაქა გაქვთ, ქალი თქვენთან საუბარსაც არ მოისურვებს. ადგილის შესაფერისად - კაცს სანაპიროზე პერანგი ეცვას? ეს ისეთივე უცნაურია, როგორც თეატრში შორტებით მისვლა. ეტიკეტის ნორმებს უნდა გადახედოთ. გრძნობდეთ სტილს - ტანსაცმლის არჩევისას მცირე ხარვეზებს გოგონები პატიობენ, მაგრამ თუ სპორტულ შარვალთან კლასიკურ ფეხსაცმელს მოირგებთ, შანსი არ გაქვთ.. სამოსს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს შრომისუნარიანობაზე, აზროვნებაზე, ჰორმონალურ დონეზე და მეტიც, გულისცემაზე. წითელი ფერი ხშირად ჩაიცვით, ეს თავდაჯერებას შეგმატებთ. წითელი ვნებისა და სიყვარულის, ძალაუფლების და მაღალის სტატუსის სიმბოლოა. ქალებს მამაკაცის სამოსში წითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი ფერი იზიდავთ.image

ვარცხნილობა

გრძელი თუ მოკლე, სწორი თუ ხვეული, ქერა თუ მუქი ფერის, იქნებ ჭაღარა? - უამრავი ვარიაცია არსებობს, როგორც ქალების შემთხვევაში. მთავარია მოწესრიგდეთ, გახსოვდეთ სისუფთავე! სამწუხაროდ, ბევრ თქვენგანს დავარცხნა ავიწყდება. ქალების ყველა გულთამპყრობელს თმა როდი ამშვენებს? - ვინ დიზელი და დუეინ ჯონსონი გაიხსენეთ. მანდილოსნებისთვის მამაკაცი 10 დღის წვერით ძალზე მომხიბვლელია. გულმკერდზე თმა არ მოიშოროთ, ბარბი კენი ერთეულებს მოსწონთ.

სიარულის მანერა და დგომა

ქალებმა იციან, რომ წარმატებული კაცი ენერგიულად, თავდაჯერებით მიაბიჯებს, ამბიციურია და თვლის, რომ ბოსია, იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს. თავდახრით სიარული, მოშვებული ზურგი, არამყარი ნაბიჯები ქვეცნობიერად გვეუბნება, რომ ამ ადამიანს პრობლემები აქვს. ქალი იფიქრებს, რომ ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ და ვერც მას გააბედნიერებთ.

სხეული

ქალების უმეტესობას მოსწონს მამაკაცი ფართო მხრებით, ვიწრო თეძოთი და მკვრივი მუცლით (ზოგი ამის ილუზიას ქმნის - იცვამს მაისურს წარწერით T) ასეთი სხეული ქალისთვის სიგნალია, რომ ამტან, ძლიერ, ჯანმრთელ კაცს შეხვდა, რომელსაც შესწევს უნარი, ცოლ-შვილი დაიცვას. არსებობს ჰიპოთეზა, რომ მამაკაცები ქორწინებაში სუქდებიან - ცოლები ბევრს აჭმევენ, რომ ზედმეტი წონით ნაკლებად მომხიბვლელები გახადონ სხვა ქალებისთვის. კვლევა გვიჩვენებს, რომ ბედნიერ ქორწინებაში წყვილი ერთნაირად იმატებს წონაში.image

ფეხსაცმელი

მამაკაცებს არ ესმით, რა როლს თამაშობს ფეხსაცმელი მათი იმიჯის შექმნისას. ქალები დიდ დროს უთმობენ სათანადო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შერჩევას, გარეგნობაზე ზრუნვას. დახეული, ბინძური და მტვრიანი ფეხსაცმლის მფლობელი გვეუბნება, რომ საერთოდაც ბინძური ადამიანია, არ ადარდებს, როგორ გამოიყურება. ზოგი კაცი წინდასაც არ იცვამს. შარვლის ქვეშ შიშველი ტერფის დანახვა დიახ, უცნაურია. ირკვევა, რომ შერჩეული ფეხსაცმელი მრავლის მთქმელია.

სახის გამომეტყვლება

იმაზე საუბარი, თუ ქალს მამაკაცის როგორი ნაკვთები იზიდავს, შორს წაგვიყვანს.. სილამაზეს ყველა განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ კარგი შესახედაობა საყურადღებოა. ბევრმა ქალმა იცის სახის წაკითხვა. მჭიდროდ შეკრული ტუჩები სიმკაცრეზე მეტყველებს, მზერის არიდება - სიყალბეზე, თვალის ირგვლივ პატარა ნაოჭები - მხიარულ ბუნებაზე. ქალები ჩაფიქრებულ კაცს მამაკაცურ, მტკიცე პიროვნებად აღიქვამენ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა მომღიმარ, კარგი იუმორის მქონე ადამიანთან ურჩევნიათ. მათ არანაკლებ იზიდავთ ამაყი მზერა.

აქსესუარები

კაცის გუნებაზე შერჩეულ აქსესუარს ბევრის თქმა შეუძლია. თუ დატვირთულია აქსუსუარით - ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა, ყურადღება სურს. თუ კაცს შესაფერისი აქსესუარი ამშვენებს, მასთან დროს სასიამოვნოდ გაატარებ. საერთოდ არ იყენებს აქსესუარს? ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მოსაწყენია. უბრალოდ, საკუთარი თავით არაა შეპყრობილი. პ.ს. სურნელოვანი დეზოდორანტი არ გამოგრჩეთ.

ხელები

ქალები ამ დეტალსაც უთმობენ ყურადღებას. ასწრებენ თქვენი თითების შეთვალიერებას. მოსწონთ სუფთა და ლამაზი ფორმის ფრჩხილები, გრძელი თითები. ფრჩხილების კბენა თუ კვნეტა ნერვიულ, მშიშარა ბუნებაზე მიანიშნებს. ხელები გვეტყვიან, რამდენად მშრომელი ხართ და მეტიც, გავიგებთ, დაკავებული ხართ თუ არა :-) ყველა ქალი ამოწმებს არათითს: თუ ბეჭედი დაინახეს, მორჩა.

image საჯდომი

გაგიკვირდათ? სოციოლოგების თქმით, კაცთან შეხვედრისას ქალები საჯდომს აკვირდებიან. თუ მკვრივია, ე.ი. მამაკაცს აქტიური ცხოვრების წესი აქვს და ტესტოსტერონის დონეც ნორმაშია. ამასთან, ფორმიანი საჯდომი მომხიბვლელია. ასე რომ, ამ დეტალით მარტო კაცები არ ინტერესდებიან. ქალებიც აკეთებენ ამას, ოღონდ შეუმჩნევლად.


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ქალს ასევე მოსწონს მამაკაცი, რომელსაც ძაღლი ჰყავს. ცხოველისადმი გამოხატული მზრუნველობა მამაკაცს მეტად სიმპატიურს, ბედნიერს და მშვიდს ხდის. ქალისთვის ეს სიგნალია, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის გამოდგებით, თანაც საერთო ენის გამონახვა მარტივდება. გარშემო მყოფებთან თქვენს დამოკიდებულებას ყველა ამჩნევს. თუ მომსახურე პერსონალს ეუხეშებით, ქალი თქვენი გაცნობის სურვილს დაკარგავს.

ურთიერთობაში ძნელად მისაწვდომის თამაში მომგებიანია. როდესაც ქალი გაურკვევლობაშია, ''მოვწონვარ თუ არა?!'', თქვენით მეტად ინტერესდება. გონებიდან ვერ გიგდებთ, როცა ვერ ხვდება, რას გრძნობთ მისდამი. ასე რომ, ურთიერთობის დასაწყისში მისტიკას კავშირის ''გახურება'' შეუძლია.

ჩვენი საქმიანობის სფერო სასიყვარულო ცხოვრებაზე მოქმედებს. რომელ ''მამაკაცურ'' პროფესიას თვლიან ქალები ყველაზე მიმზიდველად? Tinder-ის მიერ გამოქვეყნებული სია ასეთია (რეიტინგის მიხედვით): პილოტი, მეწარმე, მეხანძრე, ექიმი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, ინჟინერი, მოდელი, ექთანი, კოლეჯის სტუდენტი (რატომ მოხვდა სიაში არ ვიცი), ადვოკატი, პირადი მწვრთნელი, ფინანსური მრჩეველი, პოლიციის ოფიცერი, ჯარისკაცი.

ქალები უფროსი ასაკის კაცებს ელტვიან. მათ გვერდით ქალებს მეტად სჯერათ, რომ პარტნიორი სწორად შეარჩიეს. ფიქრობენ, რომ ასაკით უფროსი კაცები დამოუკიდებლები, ხელგაშლილები და ბრძენები არიან.. ფინანსურად უზრუნველყოფენ, მეტი რესურსი და სოციალური სტატუსი აქვთ. ამას ფსიქოლოგებმა ''ჯორჯ კლუნის ეფექტი'' უწოდეს. ასაკოვანი კაცი განსაკუთრებით ფინანსურად დამოუკიდებელ ქალებს იზიდავთ.

დაკავშირებული სურათი

გვინდა თუ არა, სოციალურ სტატუსზე ხაზგასმა კარგი მეთოდია ქალების მოსაზიდად. ახალი მანქანა შეიძინეთ? უმალ გადაიღეთ ფოტო, საჭესთან ისეთი მამაკაცური ხართ... კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს გულგრილს არ ტოვებს მამაკაცი გიტარით ხელში. თუ სიმღერის უნარიც გაქვთ, წარმოგიდგენიათ რა მოხდება?

ღრმა და მშვიდი ხმა მაცდურია ქალებისთვის. მგრძნობიარე ტემბრი ნაკლებ აგრესიულ კაცებს აქვთ. რას იტყვით, ისიც მნიშვნელოვანია.. ''ქალებს ყურებით უყვარდებათ'', ამიტომ ინტელექტი განავითარეთ. ექსტრემალური სპორტით დაკავება კარგი აზრია. გოგონები შრამებზე გიჟდებიან და თითოეული იარის ისტორიას სიამოვნებით მოისმენენ.

1
461
1-ს მოსწონს
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
461
  
2018, 30 ოქტომბერი, 18:43
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათშიი ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1